თეგი: დავით სონღულაშვილი

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. „მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, - წერს დავით სონღულაშვილი Facebook-ის გვერდზე. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პოსტი იმის შესახებ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პოსტი იმის შესახებ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 10 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.

დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ, პარტიაში განხილვები არ ყოფილა. რაც შეეხება მის პოზიციას ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, სონღულაშვილი აცხადებს, რომ პოზიცია არ შეუცვლია. ჟურნალისტის კითხვას, რატომ წაშალა Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასე პაუხობს: „რა მნიშვნელობა აქვს?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიცია ძალიან გარკვევით მქონდა ჩამოყალიბებული. მთავარია, ჩემი პოზიცია გამოხატული იყო“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 10 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. ეს პოსტი მოგვიანებით, მისი გვერდიდან წაიშალა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.