თეგი: დამნაშავე
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, (FSB) მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა. უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც ასევე უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა. FSB-მ მკვლელობის დამნაშავედ ადრე ვოვკი დაასახელა. „დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა და რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა“, - ამის შესახებ დღეს FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (CSP) განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.