თეგი: დარდანელის სრუტე
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას ხუთჯერ ზრდის
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის საფასურს მონტრეს კონვენციით მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, ხუთჯერ გაზრდის. ამის შეასახებ გაზეთი Sabah-ი წერს. მისივე ცნობით, თურქეთმა 1983 წელს შემოღებული სისტემა გააუქმა. გადაწყვეტილება 2022 წლის 7 ოქტომბრიდან შედის ძალაში. თურქეთი შემოსავლის 40 მილიონი დოლარიდან, 200 მილიონ დოლარამდე ზრდას ვარაუდობს. მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის უზრუნველყოფს სავაჭრო გემების სრუტეში გავლას როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის გავლით. გამონაკლისი ეხებათ გემებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.
ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. დროებით დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობას რვა თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და 1 100 მეხანძრე ცდილობს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხანძრების დროს 83 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. ხანძრების გამო საკუთარი სახლებიდან ცხრა სოფლის მოსახლეობა ჯამში – 1 251 ადამიანი გაიყვანეს. ევაკუაცია განხორციელდა ჩანაქკალეს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტიდან და ადგილობრივი უნივერსიტეტის კამპუსიდანაც.