თეგი: დარიუს ვიტკაუსკასი

საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს. „6 აგვისტოს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.   ანდრიუს კალინდრამ დიპლომატიური მისია დაასრულა. ვიტკაუსკასს მანამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2018 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა ლიეტუვის გენერალურ კონსულად ალმათიში და მუშაობდა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - ბელორუსში, ბელგიაში, რუსეთსა და უკრაინაში.