თეგი: დაღუპული ჟურნალისტები

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი: რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს. კავშირმა გამოაქვეყნა იმ ჟურნალისტების სახელები, რომელთა დაღუპვის შესახებ ცნობები უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს. "დაღუპულთა შორის უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან. უკვე მრავალი დღეა, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს ვერ უკავშირდებიან, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.