თეგი: დახმარება
ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. ორი წყაროს თქმით, ჯამური თანხა 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ანალოგიურ ცნობას ავრცელებს Reuters-იც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს
აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში NATO-ს სამიტის დასრულებისას გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს თეთრის სახლის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში, ვაშინგტონი უკრაინისთვის $800 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნები მზად არიან, ალიანსის თავდაცვისუნარიანობა გააძლიერონ. „კიევს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ბადენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინამ გერმანიიდან €1 მილიარდი მიიღო
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტმა გერმანიიდან €1 მილიარდი ევროს ოდენობით გრანტი მიიღო. უწყების ცნობით, საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიშის მეშვეობით გადაირიცხა. შემოსული თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საომარი მდგომარეობის შემოღების დაწყებიდან უკრაინას ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის მხარდასაჭერად გერმანიიდან უკვე 1,3 მილიარდი ევრო აქვს მიღებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს. მანამდე პარასკევს, ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო ნორვეგია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დაჰპირდა.
უკრაინა აშშ-სგან დამატებით $50 მილიონის იარაღსა და აღჭურვილობას მიიღებს - ბლინკენი
„უკრაინა დამატებით დახმარებას მიიღებს შეერთებული შტატებისგან. ქვეყანა ჩვენს დამცველებს $50 მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას გადასცემს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს „უკრაინელებს კვლავ უწევთ სისასტიკის პირისპირ ყოფნა, რაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამ კვირაში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმით. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატები აგრძელებს მათი და მათი ღირსეული საქმის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები ემზადება თავისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამასთან, ჩვენ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯონსონის განცხადებით, შოტლანდია და უელსი უკრაინას, 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ
შოტლანდიამ და უელსმა, უკრაინისთვის 100 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ ბორის ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი „უელსის მთავრობამ გამოყო 35 მილიონი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის, უელსის ოჯახებმა კი 3000 ლტოლვილი მიიღეს", - ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიამ ასევე გამოყო 65 მილიონი ფუნტი და უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად, მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. „ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რათა გამომეცხადებინა დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის წარმატება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის წვლილის გამო, უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დახმარების 2,3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდაში და უკრაინიდან 6000-ი ლტოლვილის განსახლების მცდელობისთვის“, - წერს ჯონსონი. ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა
ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელები კიდევ $360 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, $360 მილიონის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. „დღემდე, 11 მილიონზე მეტი ადამიანი – უკრაინის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი – იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები რუსეთის გაუმართლებელი ომის გამო, ხოლო 15,7 მილიონ ადამიანს დახმარება სჭირდება. თებერვალში პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად 1,28 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიღო და ჩვენ სხვა ქვეყნებს შორის უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი დონორი ვართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე. ეს დამატებითი დაფინანსება, $360 მილიონი, ბლინკენის თქმით, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების საკვებით, უსაფრთხო სასმელი წყლით, ფულადი დახმარებით, ხელმისაწვდომი თავშესაფრით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას მოხმარდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის (94,4 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს. შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა „თქვენ იცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე. ჩვენი ვალია და პატივია თქვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავრობა უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს“, - თქვა ანდერსონმა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა პირველად მიიღებს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება. ანდერსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შედის სამხედრო დახმარების პაკეტში, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინისთვის მანამდე გაცემული დახმარების მსგავსი იქნება. უკრაინამ მანამდე, შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და განაღმვის აღჭურვილობა. კიდევ 500 მილიონი შვედური კრონა უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. შვედეთი ასევე შეიძენს უკრაინულ მარცვლეულს, რათა მისცეს სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებს, რაც სტოკჰოლმის გათვლებით უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება. ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.
ესპანეთმა უკრაინას, დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა
ესპანეთმა უკრაინას, ხუთი სატრანსპორტო თვითმფრინავით დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის მოთხოვნის საპასუხოდ, ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო აღჭურვილობა და ზამთრის აღჭურვილობით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა გადასცა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ესპანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ გარდა იარაღისა, „გადაუდებელი მოთხოვნით“ ტვირთი ზამთრისთვისაც მომზადდა. ესპანეთმა უკრაინას - 30 000 სამხედრო ფორმა, 15 600 პიჯაკი, 15 000 კოსტიუმი და რამდენიმე ათასი ცალი დამატებითი ტანსაცმელი გაუგზავნა.
ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროკავშირის საბჭოში აცხადებე, რომ 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით გადაეცემა. ეს დახმარება, 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროპულმა კომისიამ უკრაინის მხარდასაჭერად, მაისში გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა. ეს ფინანსური დახმარება ჰუმანიტარული, ეკონომიკური განვითარების, საბაჟო და თავდაცვის სფეროებში გადანაწილდება.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია
ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დღეს განაცხადა. „მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია. მე ეს გავიმეორე ზელენსკისთან საუბარში. მობილიზაციისა და უკანონო რეფერენდუმების საპასუხოდ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპის დაცვა გადამწყვეტია", - დაწერა რუტემ ტვიტერზე. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის $12 მილიარდის გამოყოფაზე, შეთანხმება მიღწეულია
აშშ უკრაინას დახმარების სახით $12 მილიარდს გამოუყოფს. კონგრესმა „დამატებითი ხარჯების კანონპროექტში“ ეს თანხა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე აშშ-ის კონგრესში შეთანხმება მიღწეულია, რომ უკრაინას დამატებით $12 მილიარდის დახმარება გამოუყონ. კვირის ბოლოს, პარასკევს აშშ-ის კონგრესი მიიღებს კანონს ხარჯების შესახებ, რომელშიც მთავრობის პროგრამებიც შევა.
გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.
სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო მხარს უჭერს უკრაინისთვის $1,3 მილიარდის გამოყოფას - ზელენსკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით $1,3 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაუჭირა მხარი უკრაინას დაახლოებით $1,3 მილიარდის გამოყოფას (სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის ფარგლებში.) თანხა უკრაინას დღეს გადაეცემა", - წერს ზელენსკი. როგორც UNIAN-ი ადრე იტყობინებოდა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას $1,4 მილიარდი გადაუდებელი დაფინანსება გადასცა.
მედია: აშშ უკრაინისთვის $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის, $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Reuters-ს პარასკევს ორმა წყარომ განუცხადა. ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას, ასევე HMMWV სამხედრო მანქანებს, მაგრამ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულად როდის გახდება ცნობილი ვაშინგტონის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, უცნობია. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ მოუწოდა პარტნიორებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება დააჩქარონ. აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით $16,8 მილიარდს შეადგენს.
ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება
„ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“, - განაცხადა ჯენკინსმა. ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.
ბრიტანეთმა უკრაინის არმიას 195 000 ზამთრის ფორმა გადასცა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 195 000-ზე მეტი ზამთრის ფორმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. კომპლექტში შედის ზამთრის ფორმა, ასევე პირველადი დახმარებისა და ქიმიური ან ბირთვული თავდასხმისგან დაცვის ნაკრები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფორმა იმ უკრაინელ ახალწვეულებს გადაეცათ, რომლებმაც სწავლება ბრიტანეთის სასწავლო პოლიგონზე უკვე დაასრულეს . ლონდონი 19 ათას უკრაინელ ჯარისკაცს წვრთნის, მათგან ცხრა ათასმა სწავლება უკვე გაიარა.
რუსეთის შეჭრის შემედეგ, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა. ცნობილია, რამდენი ბავშვი დაიკარგა უკრაინაში უგზო-უკვლოდ ამასთან, იგეგმება უკრაინელი სასამართლო ექსპერტებისა და გამომძიებლების ტრენინგი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენ უოლესი: ბრიტანეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს
ბრიტანეთი უკრაინის არმიისთვის, ზამთარში დახმარებას გაზრდის. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Reuters-ს განუცხადა. დღეს უოლესი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ეწვია ლიდის სამხედრო ბანაკს კენტში, სადაც უკრაინელი სამხედროებს Interflex-ის პროგრამის ფარგლებში წვრთნიან. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას, უკიდურესი ყინვების პირობებისთვის დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს მიაწვდის.
ესპანეთმა უკრაინას, პაციენტების დისტანციურად კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი გადასცა
ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Help to Ukraine-მ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების დისტანციური კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი Homedoctor-ი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „ამ რობოტების გამოყენებით, უკრაინულენოვანი ექიმები ესპანეთში, შემდეგ კი უკრაინაში, პაციენტების გამოკვლევას ქვეყნის ყველაზე მიუწვდომელ რეგიონებში ომის პირობებში, დისტანციურად შეძლებენ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.
გერმანია, 2023 წელს უკრაინისთვის დამატებით €1 მილიარდს გამოყოფს
გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყოს. ეს თანხა რუსული კიბერშეტევებისგან თავდაცვასა და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაზე დაიხარჯება. თანხის ნაწილი მიმართული იქნება ჯგუფების მხარდასაჭერად, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, რომელიც მათ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დააფიქსირეს. დაფინანსება ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, კერძოდ, ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.
რამშტეინის ფარგლებში, უკრაინის დასახმარებლად მეშვიდე შეხვედრა გაიმართება
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი დღეს, 16 ნოემბერს რამშტეინის ფორმატში მეშვიდე შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი მილი უხელმძღვანელებენ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა. შეხვედრა ვირტუალურად და პენტაგონის მოდერატორობით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 50-მდე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების წინა, მეექვსე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში, ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება იყო.
რა სფეროებს მოიცავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება
სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ოფისის მონაცემებით, 1992 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება $5,7 მილიარდს შეადგენს. ოფისის თანახმად, ეს ფაქტები 2021 წლის ივნისის მონაცემებს ასახავს. Europetime არსებული დოკუმენტებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გთავაზობთ, რომლის განვითარებასაც საქართველოში აშშ უჭერს მხარს. 2020 ფისკალური წელი: USAID-ის დახმარება საქართველოსთვის $133.5 მილიონია. ამ ფინანასური დახმარებიდან, თანხა შემდეგი მიმართულებით გადანაწილდა: მშვიდობა და უსაფრთხოება $52,73 მილიონი; ეკონომიკური ზრდა $39,85 მილიონი; დემოკრატია და ადამიანის უფლებები - მმართველობა - $35,86 მილიონი; განათლება, სოციალური სერვისები - $4,97 მილიონი; ჰუმანიტარული დახმარება - $0.13 მილიონი; COVID19-ის პანდემიის დროს, პრევენციისთვის, საქართველომ, აშშ-სგან $27,2 მილიონი მიიღო. სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს საჯარო დებატებს საკვანძო საკითხებზე, მოქალაქეთა ზედამხედველობას მთავრობაზე. 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების დროს, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პარტნიორებმა ასობით დამკვირვებელი გაგზავნეს 17 ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა. აშშ-ის საელჩოს თბილისის სახალხო დიპლომატიის განყოფილებამ (PDS) 2020 წელს მცირე გრანტები გადასცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატირების ჯგუფებს, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის კულტურას და აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას უფლებამოსილებას, უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი საჯარო ზედამხედველობა და ჩართულობა მთავრობასთან. ძალისხმევა მხარს უჭერს საქართველოს, რომ პოლიტიკური პროცესი უფრო დემოკრატიული გახდეს. დამოუკიდებელი მედია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებელი, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და დამოუკიდებლად, მაღალი ხარისხით გაშუქების შესახებ საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, აშშ-ის დახმარების მთავარი მიზანია. ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებული გაცვლების მხარდაჭერის გარდა, 2020 წელს ჩატარდა მედიაწიგნიერების ტრენინგი 1700 საშუალო სკოლის მოსწავლისა და უნივერსიტეტის სტუდენტისთვის და სულ მიაღწია 120 000-ზე მეტს, ონლაინ რესურსების საშუალებით, რამაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინსტრუმენტები, ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად. სამართალდამცავი ორგანოების დახმარება ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ეხმარება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და განახორციელონ რეფორმები ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. INL დაეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კრიმინალურ ლაბორატორიას ძირითადი პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავებაში.საშუალება მისცა მას, მიეღო აკრედიტაცია რამდენიმე სასამართლო დისციპლინაში, რითაც გააუმჯობესა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა. ხელი შეუწყო მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას პოლიციის სწავლების გზით, რაც დაეხმარა საქართველოს მთავრობას, უფრო პროფესიულ დონეზე კონტროლის უნარი, რომელიც პატივს სცემს მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებებს. შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტისთვის ექსპორტის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამამ ინვესტირება მოახდინა მიზნობრივი და რისკების მართვის მოწინავე სისტემის და ექსპორტის კონტროლის ელექტრონული ლიცენზირების სისტემების შემუშავებაში. დახმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობებს უკანონო ტრეფიკინგის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ მართული პროგრამების მეშვეობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლები (RLA) უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის სექტორის დახმარებასა და ტრენინგს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვის. მაგალითად, კიბერ და ბავშვთა ექსპლუატაციის დანაშაულებში ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებამ საშუალება მისცა საქართველოს, ეთანამშრომლა აშშ-სთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა გაესამართლებინათ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის რამდენიმე წევრი. USAID ასევე მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, რათა გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა; გააუმჯობესოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მცირე წარმომადგენლობითი ჯგუფების წევრებისთვის; გააძლიეროს ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებთან მუშაობის გზით, ინსტიტუციური ზედამხედველობისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. კარენ დონფრიდის თქმით, აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, $6 მილიარდზე მეტი გამოუყო USAID-ი ხელს უწყობს მთავრობის საჯარო სამსახურის რეფორმების წინსვლას, ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს და სასამართლოს პერსონალს ინტელექტუალური საკუთრების, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის, გადახდისუუნარობის და სხვა კომერციული სამართლის თემებზე. 2020 წლის თებერვალში, CLDP-ის (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) მიერ დაფინანსებული ორდღიანი სემინარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ეროვნული და რეგიონული შესყიდვების ოფისებისთვის, საქართველოს ევროკავშირის სისტემასთან გათანაბრებაში დაეხმარა. ცნობისთვის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ აიყვანა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. ამ თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას ეფუძნება, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა. 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საქმეში, დემოკრატიის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.
დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს. მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა. მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.
ევროკომისია უკრაინას €2,5 მილიარდს გამოუყოფს
ვევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. „ევროკომისია უკრანას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადავცეთ. ეს თანხა მიმართული იქნება სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ იმდენხანს დავუჭერთ უკრაინას მხარს, რამდენიც დასჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უნგრეთის მთავრობამ, უკრაინას დახმარებისთვის €187 მილიონი გამოუყო
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს დაზუსტებული ინფორმაციით, უნგრეთის ბიუჯეტიდან თანხები უკრაინას 2023 წელს გადაირიცხება. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა.
ლიეტუვამ უკრაინას ტრანსფორმატორები გადასცა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი უკრაინას, ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის კიდევ ორ მილიონ ევროს გაუგზავნის. „ლიეტუვის ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე გაგზავნეს 3 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისთვის და ამჟამად იგზავნება კიდევ 2 მილიონი ევრო“, - დაწერა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე. მინისტრის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინაში ექვსი სატვირთო მანქანით 114 ტრანსფორმატორით გაიგზავნა. მთლიანობაში, ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვა 252 ტრანსფორმატორის მიწოდებას აპირებს.
მონტენეგრომ უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ბიუჯეტის 11% გამოყო
მონტენეგროს მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის 11 პროცენტს უტოლდება. ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. მონტენეგროს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მონტენეგრო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს რომელ ორგანიზაციებს შეუერთდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ისე დასრულდება, რომ უკრაინა თავის ტერიტორიას დაიცავს. მონტენეგროში, რომელსაც 600 ათასი მოსახლე ჰყავს, უკრაინიდან 10 ათასზე მეტი ლტოლვილია“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმ. 5 დეკემბერს მონტენეგრომ ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინასთან, რომელიც მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ბელგიისა და ჩეხეთის შემდეგ, ჩერნოგორია NATO-ს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს დოკუმენტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, მთელი ერი გავერთიანდით და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია „იგივე უკრაინის ფოსტის მონაცემებით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. მანამდე აქ დავეხმარეთ უკრაინიდან ლტოლვილებს და მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ახლაც გრძელდება ეს დახმარება. იგივე უკრაინულ ენაზე სწავლა, უკვე გავხსენით უკრაინული სკოლები. ასევე გამოვნახავთ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს. „რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის შესახებ ნათლად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, ამ კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ როგორც მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას, გენერატორებთან დაკავშირებით ერთი თვის წინ დახამარება სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ნორვეგია უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღსადგენად $100 მილიონს გამოყოფს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ გიტფელდტმა და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მილიარდი კრონის (100 მილიონი დოლარი) გამოყოფაზე. ეს თანხა უკრაინაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ 9 დეკემბერს განაცხადა. ნორვეგიის დახმარება მსოფლიო ბანკის „ნდობის ფონდის“ მეშვეობით, უკრაინის აღორძინების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმაციისთვის გამოიყოფა. შეგახსენებთ, რომ „ნდობის ფონდი“ მსოფლიო ბანკის მრავალდონორიანი პროექტია. მანამდე, ნოემბერში ნორვეგიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავდა ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს, საველე რაციონს და საარტილერიო სისტემებს.
მედია: მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს
მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. შეერთებული შტატების რეკომენდაციის საფუძველზე, მაროკო უკრაინას T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატებმა მოახერხეს ოფიციალური მაროკოს დარწმუნება, რომ T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილები კიევში საიდუმლოდ გადაეტანათ. მაროკოს სამეფო შეიარაღებულ ძალები ფლობენ რამდენიმე ათეულ T-72B/BK ტიპის ტანკს, რომლებიც 1999-2001 წლებში ბელორუსისგან შეისყიდეს.
ევროკავშირის საბჭომ, 2023 წელს უკრაინისთვის €18 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უკრაინას 2023 წლის განმავლობაში 18 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს საღამოს გამოაცხადა. წერილობით მიღებული წინადადება მომავალ კვირას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე. „2023 წელს უკრაინა 18 მილიარდ ევროს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისესხებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე დაფარავენ. სესხების გარანტიები უზრუნველყოფილია ან ევროკავშირის ბიუჯეტით, ან წევრი ქვეყნების მიერ“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
ბრიტანეთის „ფორმულა 1-ის“ გუნდი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად აუქციონს მართავს
Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდმა (დიდი ბრიტანეთი) რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო. ამის შესახებ RBC-Ukraine ასტონ მარტინის გუნდის ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით იუწყება. აუქციონზე გამოტანილი ნივთები მოიცავს F-1-ის ოთხგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის სარბოლო კოსტუმს და ხელთათმანებს, ცნობილი Aston Martin-ის მანქანის დიაგრამას და მის ნაწილებს. სამახსოვრო ნივთების აუქციონი 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მთელი თანხა გადაირიცხება UNICEF-ს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. აუქციონის სლოტები განთავსებულია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინამ გერმანიისგან 12 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა ვოლფგანგ ბუხნერმა ბრიფინგზე განაცხადა. ბიუხნერმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ქვეყნდება ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას აწვდის იმ იარაღს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისე, რომ გერმანია და NATO არ გახდნენ ომის მონაწილეები. „ბერლინი გააგრძელებს ამ პრინციპის დაცვას, რომ უკრაინას არ მიაწოდოს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტიპები, კერძოდ ტანკები, თუ ამას არ გააკეთებენ ალიანსის პარტნიორები და მოკავშირეები“, - განაცხადა ვოლფგანგ ბუხნერმა.
ფინეთი უკრაინისთვის დახმარების მე-12 პაკეტს ამზადებს
ფინეთი უკრაინის თავდაცვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რაზეც გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ Twitter-ზე დაწერა. „ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს კვირებში", - ნათქვამია ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.
საფეხბურთო კლუბი „შახტარი“ ფეხბურთელის ტრანსფერიდან მიღებულ $25 მილიონს მარიუპოლის მცველებს გადასცემს
უკრაინული საფეხბურთო კლუბის, „შახტარის“ მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის ინგლისური „ჩელსისთვის“ მიყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეოთხედს, $25 მილიონს მარიუპოლის მცველებსა და მათ ოჯახებს გადასცემს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსიმ" 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი $100 მილიონად იყიდა. მისი კონტრაქტი 8 წლიანია. ცნობისთვის, 15 იანვარს მუდრიკი, სტემფორდ ბრიჯზე მოედანზე გავიდა, რათა უკრაინის დროშით გულშემატკივრებს მისალმებოდა.
აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან სამხედრო დახმარების პაკეტში შედის Stryker-ის ჯავშანტექნიკა და „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანები. მიმდინარე პაკეტში შედის 90 ერთეული „სტრაიკერის“ ჯავშანტრანსპორტიორი და 59 ერთეული „ბრედლის“ ქვეითი საბრძოლო მანქანა. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალები HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის და NASAMS SAM-ებისთვის, HARM-ის რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, სხვა საბრძოლო მასალები, 8 Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და 350 HMMWV მანქანა. ასევე უკრაინა მიიღებს Claymore-ის პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას. სამხედრო დახმარების ეს პაკეტი, რომელიც გერმანიაში საერთაშორისო კოალიციის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა, უკრაინის დამატებითი დახმარების განსახილველად, სიდიდით მეორეა შეერთებული შტატების მიერ დღემდე გაწეული სამხედრო დახმარების ფონზე. ყველაზე მოცულობითი იყო $3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის იანვრის დასაწყისში გამოცხადდა.
აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. ამერიკის საელჩომ 2022 წლის 22 სექტემბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამასთან დაკავშირებით, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმა განმარტა, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. „სოციალურ დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდება. ჯამში 70 მლნ ლარი დაემატება წლევანდელ ბიუჯეტს და ამ ბავშვებს უკვე 200 -ლარიან დახმარებას მივცემთ. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა აზარაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.