თეგი: დევიდ ო'სალივანი
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ეწვევა
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ უზბეკური გამოცემა Gazeta uz წერს. დევიდ ო'სალივანმა ყირგიზეთში ვიზიტისას განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს. როგორ აპირებს ევროკავშირი სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებას - ამასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „ბრიუსელში ახლა ყველაზე ხშირად ერთ შეკითხვას სვამენ: რამდენად ეფექტიანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები? ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების 10 რაუნდი მიიღო, თუმცა ამ ზომებს კრემლის საომარ განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია. შარშან რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით შემცირდა, 2023 წელს კი, ის ოდნავ გაიზრდება კიდეც - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით. ბრიუსელში რამდენიმე ოფიციალურ პირს ველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ სანქციები ეფექტიანად ვერ მუშაობს, რადგან დიდი შვიდეულის გარდა რუსეთის წინააღმდეგ მტკივნეული სანქციები მაინცდამაინც არც არავის დაუწესებია. თუმცა, მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სანქციებში კორექტივების შეტანის შემდეგ ისინი გაცილებით უფრო საგრძნობი გახდება. სანქციების ეფექტიანობაზე დებატები ძირითადად კონცენტრირებულია იმაზე, თუ რამდენად იოლად არის შესაძლებელი მათთვის გვერდის ავლა და რა არის გასაკეთებელი, რომ მესამე ქვეყნებმა მათ ხელი არ შეუშალონ. ამრიგად, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ზომებს მიიღებს (რომლებსაც ამ კვირის ამბასადორიალზე წარადგენენ), ლაპარაკი იქნება სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე. მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთი სისტემის მიღებას გეგმავს - შეიქმნება ორსაფეხურიანი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სანქციების გვერდის არიდებაში მხილებული ქვეყნები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ბრიუსელი ამ ქვეყნის კომპანიებსა და ინდივიდებზე სანქციებს დააწესებს. მიიღებს თუ არა ევროკავშირი ამ ინიციატივას, ჯერ უცნობია, თუმცა დევიდ ო’სალივანი, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება. ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. სავარაუდოა, რომ ბრიუსელი სანქცირებული პროდუქტების სიას კიდევ უფრო გაზრდის და მასში ისეთ საქონელს შეიყვანს, რომელიც თითქოს სამხედრო წარმოებასთან არ არის დაკავშირებული. ლოგიკა ასეთია, რომ მაცივრებიდან, მიკროტალღური ღუმლებიდან და სხვა სამზარეულო ტექნიკიდან ამოღებული მიკროჩიპები რუსეთმა შესაძლოა იარაღში გამოიყენოს. კიდევ ერთი პრობლემაა ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის საკითხი. ევროკავშირის სანქციების აღსრულება შეეხებათ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ ეროვნულ აღმასრულებლებს. ასე რომ, რა არის დაშვებული და - არა, ხშირად გაურკვეველია, რადგან თავად ქვეყნები შემდეგ ამ ამოცანებს სხვადასხვა ინსტიტუტს შორის ანაწილებენ. მაგალითად - შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის“. „დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც ის მომავალ კვირებსა და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია თავის მხრივ, ევროკომისიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო კომენტარში.
სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა. ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით. დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ყველა ქვეყანაში, სადაც ვიზიტით ვიმყოფებოდი, არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს - სალივანი
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. დევიდ ო'სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ანდრი ერმაკთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა მის კომუნიკაციებზე იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოინახულა - სალივანმა ერმაკს რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს. „ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა. „არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს. სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.
საქართველოში ვიზიტამდე, სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიევში იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო'სალივანს კიევში შეხვდა. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 16 ივნისს განთავსდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ერმაკმა მადლობა გადაუხადა დევიდ ო'სალივანს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოსთვის. „მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენთვის, უკრაინის დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები ძალიან ძლიერი იარაღია", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს უკრაინული გუნდი სანქციების საკითხებში, რადგან უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას. მაგალითად, მან მოიხსენია რუსი პროპაგანდისტების ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებები უკრაინული ტექნიკის განადგურების შესახებ და ასეთი ქმედებებისთვის „ჯილდოების“ გადაცემის დაპირებები. „ჩვენ ველით, რომ ამ პროპაგანდისტებს სანქციები დაეკისრებათ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. მან ასევე გაუსვა ხაზი უკრაინული მხარის მზადყოფნას, შეუერთდეს სანქციებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას. „ჩვენ მზად ვართ, კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ, შევაგროვოთ მტკიცებულებები და საჭირო დოკუმენტები, მოვახდინოთ მოქმედებების კოორდინაცია და ზეწოლა ამ ქვეყნებზე“, - განაცხადა უკრაინელმა ლიდერმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიებისა და კომპონენტების რეექსპორტის შეჩერების კონტექსტში, რაც მას ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას, აწარმოოს რაკეტები და განაგრძოს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტზე. თავის მხრივ, დევიდ ო'სალივანმა ანდრი ერმაკს აცნობა მისი კომუნიკაციების შესახებ იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ მოინახულა და რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. მან ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს. „ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა. „არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს. სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი: ყაზახეთმა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი საგრძნობლად შეამცირა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო'სალივანი, 28 ნოემბერს ასტანაში შეხვდა ყაზახეთის ოფიციალურ პირებს და განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მაგრამ გაზარდა სხვა ექსპორტი მის ჩრდილოელ მეზობელთან. ო'სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს მიაჩნია, რომ სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უკრაინაში მისი მიმდინარე შეჭრის გამო, ხელს არ შეუშლის მის თანამშრომლობას ყაზახეთთან. ო'სალივანი, სავარაუდოდ, 29 ნოემბერს ეწვევა უზბეკეთს, რათა ყურადღება გაამახვილოს იმავე საკითხზე. პრესკონფერენციის დროს ევროკავშირის წარმომადგენელს არ განუმარტავს, თუ რა სახის პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზეა საუბარი. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, ხოლო ყაზახეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო საქონლის ექსპორტი რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მალევე შეწყდა. ამავდროულად, ასტანამ დაიმსახურა კრიტიკა იმის გამო, რომ მოსკოვს უფლება მისცა, გვერდი აეარა დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის. ეს მოიცავდა საქონლის იმპორტს და შემდეგ რეექსპორტს, რომელსაც რუსული თავდაცვის ინდუსტრია იარაღის წარმოებისთვის იყენებს. ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კაირატ ტორებაევმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყაზახეთი შეწყვეტს 100-ზე მეტი ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს რუსეთში პოტენციური სამხედრო დანიშნულებით, მაგრამ ვაჭრობის სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ტორებაევის კომენტარები უარყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია, ევროკავშირი სავარაუდოდ, შეეცდება, შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, თავი აარიდოს სანქციებს მესამე მხარის ქვეყნების გამოყენებით.