თეგი: დევიდ ქემერონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მთავრობაში, პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ქემერონმა დადატურა ბრიტანეთის მტკიცე ერთგულება, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. „დევიდ ქემერონი თავის ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია უკრაინას. კარგი შეხვედრა. იარაღი ფრონტისთვის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მადლობა ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეხვედრის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, დევიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად 13 ნოემბერს დაინიშნა.
დევიდ ქემერონი ისრაელშია
დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა. ქემერონი შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე, პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში, პირველ ვიზიტით ჩადის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში პირველ ვიზიტით ჩადის. ქემერონი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ასევე კონგრესის რესპუბლიკელ და დემოკრატ წევრებს შეხვდება. „ქემერონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კოლეგებთან დისკუსიებში, რომლის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. „ის ასევე იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით უკრაინში ჩავიდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ლონდონის მხარდაჭერა უკრაინისადმი მომავალ წელს არ შემცირდება. მან აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუწია ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება 4,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე (სულ რაღაც 6 მილიარდ დოლარზე ნაკლები) და გააგრძელებს დახმარებას. ქემერონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 4,6 მილიარდი ფუნტის (დაახლოებით 5,7 მილიარდი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება გაუგზავნა და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები შავ ზღვაში უკუაგდეს. ლორდთა პალატაში დასმულ კითხვას, თუ რამდენს დახარჯავს დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებაზე 2024 წელს, ქემერონმა უპასუხა, რომ მას ეს მაჩვენებელი ხელთ არ აქვს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარდაჭერა იქნება ისეთი მასშტაბით, როგორიც ადრე იყო. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ქემერონის პირველი სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 16 ნოემბერს შედგა. დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში, პირველ ვიზიტით 6 დეკემბერს ჩადის.
ქემერონი: თუ პუტინის აქ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ფოკუსირება. ქემერონის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის "ჩვენი თაობის ბრძოლა", რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე. „ჩვენ ვიცით პუტინის შემთხვევაში, თუ მას აქ არ შევაჩერებთ, ის დაბრუნდება მეტისთვის და ამერიკის მტრები გაიხარებენ," - განაცხადა ქემერონმა ქემერონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აშშ განიხილება, როგორც "ნაკლებად სანდო" მოკავშირე, თუ კონგრესი მრავალმილიარდიანი უსაფრთხოების პაკეტის წინსვლას მხარს არ დაუჭერს.
ქემერონი აშშ-ში: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა საშობაო საჩუქარი იქნება პუტინისა და სი ძინპინისთვის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, უკრაინის დახმარება დაამტკიცოს. „თუ ეს თანხები არ გამოიყოფა, მხოლოდ ორი ადამიანი დარჩება ბედნიერი. ერთი მათგანი არის ვლადიმერ პუტინი რუსეთში, მეორე არის სი ძინპინი პეკინში,“- განაცხადა ქემერონმა. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა, რომ ამ ორიდან რომელიმეს საშობაო საჩუქარი გავუკეთო,“ - აღნიშნა ქემერონმა Bloomberg-ის ცნობით. ქემერონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ქემერონი აშშ-ში: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს
დევიდ ქემერონი საფრანგეთში: ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის დამარცხება შეგვიძლია
„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია,“ ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას გააკეთა. „დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს,“ - განაცხადა ქემერონმა. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.
ბლინკენმა და ქემერონმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის შემდგომი დახმარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია და წითელ ზღვაში გემების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თანამოსაუბრეებმა განიხილეს "აშშ-დიდი ბრიტანეთის მცდელობები, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან." გარდა ამისა, ბლინკენმა და კამერონმა ხაზი გაუსვეს „კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობას გლობალური ინტერესების წინააღმდეგ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებით წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე.“ სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, მათ შორის სამოქალაქო დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
დევიდ ქემერონი: დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევიდ ქემერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთი “ბოროტ პუტინს“ წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს. „ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს. ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ,“ - განაცხადა დევიდ ქემერონმა Politico-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ქემერონი: „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებმა შედეგი გამოიღო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებმა პროგრესს მიაღწია და მათი შეტევების უნარი შეამცირა. მან ხაზი გაუსვა, „ჰუსიტების“ თავდასხმები საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და ამწვავებს რეგიონში დაძაბულობას. „ეს თავდასხმები არის უკანონო და მიუღებელი. ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო მესიჯი, რომ გავაგრძელებთ მათი თავდასხმების უნარის დაქვეითებას. ჩვენ მოქმედებით მხარს ვასრულებთ ჩვენს სიტყვებსა და გაფრთხილებებს,“ – განაცხადა ქემერონმა. წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
ქემერონის თქმით, ბრიტანეთმა შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს. ქემერონმა აღნიშნა, რომ ეს პერსპექტივა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების მისაღწევად. „ჩვენ გვჭირდება, რომ პალესტინელ ხალხს უკეთესი მომავლის ჰორიზონტი მივცეთ, მომავალი, რაც საკუთარი სახელმწიფოს ქონას გულისხმობს," - განაცხადა დევიდ ქემერონმა. Axios: სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების ვარიანტებს განიხილავს
ქემერონი: არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ
The Hill-ისთვის დაწერილ სტატიაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან პუტინი ჰილტერს შეადარა, უკრაინის დაფინანსების საკითხზე საუბრისას კი, რომელიც კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოსთან გაავლო პარალელი. დევიდ ქემერონი თავდაპირველად გაფრთხილებით გამოვიდა, რომ პუტინის მიმართ არ უნდა გამოიჩინონ ისეთი „სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში." ქემერონმა მოუწოდა კონგრესს , სადაც კითხვის მიშნის ქვეშ დგას უკრაინის დაფინანსების საკითხი, მხარი დაუჭიროს დაფინანსების პაკეტს. „არ მინდა, გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში. ის დაბრუნდა მეტის გამო, რაც გაცილებით მეტი სიცოცხლე დაგვიჯდა მისი აგრესიის შესაჩერებლად. არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ გაურკვეველი პასუხი, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო - ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა,“ აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი. ის ამ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინ ეწვევა ბულგარეთსა და პოლონეთს, სადაც მოსალოდნელია, რომ მოუწოდებს თავის კოლეგებს, გაზარდონ უკრაინისთვის თავდაცვის წარმოება. „მე მინდა, ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე," - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ვიზიტებამდე გამოქვეყნებულ წერილში.
დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების დაცვას გააგრძელებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კუნძულების დაცვას გააგრძელებს. „სანამ ფოლკლენდის კუნძულების მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის ოჯახის ნაწილად დარჩენა სურს, მაშინ მათი სურვილი, რომ ამ ოჯახის ნაწილს წარმოადგენდნენ, აბსოლუტურად მისასალმებელია,“ - განაცხადა დევიდ კამერონმა. ქემერონმა პორტ სტენლიში ფოლკლენდის ომში დაღუპულთა მემორიალს მიაგო პატივი. „ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დავიცავთ, იქამდე, სანამ მათ ამის სურვილი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, შესაძლოა სამუდამოდაც კი“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულების გამო, დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ფოლკლენდის მაცხოვრებლებმა ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩენას დაუჭირეს მხარი.
ქემერონი: დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ ომი მოიგოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას ომის მოგებაში. ამერიკის ხმის შეკითხვას, გააკეთა თუ არა ევროპამ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად, დევიდ ქემერონმა უარყოფითად უპასუხა. „ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა. მდივნის თქმით, უკრაინას სჭირდება ყველა საჭიროებით უზრუნველყოფა, თუმცა, ომის შედეგი უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს. „მე მჯერა, რომ ჩვენი, როგორც უკრაინის მოკავშირეებისა და მეგობრების ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მივაწოდოთ მას ფული, იარაღი და დახმარება ბრძოლაში. უკრაინის ამოცანაა, როდესაც მათ სურთ განიხილონ, როგორ დაასრულონ ეს კონფლიქტი,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონის განცხადებით, ვროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ,” - განაცხადა ქემერონმა. ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაში “რეალური როლი” უნდა შეასრულონ. კამერონმა ასევე მოუწოდა ევროპას თავისი ძალისხმევები გააორმაგოს, რათა თავდაცვაზე ხარჯების მშპ-ის 2%-იან საჭირო დონეს მიაღწიონ. „გვჭირდება, რომ მათ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შევხვდეთ და ამ სახსრების გამოყოფისკენ ვუბიძგოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს ვერ აღწევს,” - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების მოთხოვნის ფონზე, ქემერონი ტრამპს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია, მოგვიანებით ის ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. „ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრა სტანდარტული პრაქტიკაა და მათი რუტინული საერთაშორისო ჩართულობის ნაწილია,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. დევიდ კამერონი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინის დახმარების საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. „ვაშინგტონში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებაზე,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. Telegraph-ის ცნობით, ქემერონის დისკუსია პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატთან, მოიცავდა უკრაინას, ღაზის სექტორში მიმდინარე ომისა და ასევე, NATO-ს მომავლის შესახებ. ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ეჭვები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ის ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის ერთგულებას NATO-სადმი - საერთაშორისო ალიანსის მიმართ, რომლის დაცვის ვალდებულებაც აშშ-მ აიღო. ვაშინგტონში ვიზიტისას ქემერონი გამოვა გაფრთხილებით, რომ კიევის წარმატება რუსეთის დამარცხებაში, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“, ის მოუწოდებს კანონმდებლებს, დაამტკიცონ „გადაუდებელი“ შემდგომი დახმარება ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ქემერონი: არ მოუსმინოთ პუტინის ტყუილს უკრაინის შესახებ
აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ რუსული პროპაგანდის მუშაობაზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა კომენტარი გააკეთ. კითხვას რუსეთის პროპაგანდის გავლენის რისკის შესახებ რესპუბლიკელებზე, რომლებიც ბლოკავენ უკრაინის დახმარებას წარმომადგენელთა პალატაში, მან განაცხადა: „ნუ მოუსმენთ პუტინის ტყუილს უკრაინაზე. ეს არის თავისუფალი დემოკრატია, რომელსაც სურს, იყოს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე და ჩვენი მეგობარი და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რადგან მსოფლიო გვიყურებს,“ - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ქემერონმა ასევე მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, უკრაინის დახმარება განიხილოს, როგორც „ინვესტიცია ამერიკის უსაფრთხოებაში“. „თქვენ მიერ დახარჯულის 90 პროცენტი მოხმარდება სამუშაო ადგილების შექმნას აქ, ამერიკაში, და თქვენ შეგიძლიათ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოთ უკრაინის ფეხზე დაყენებასა და პუტინის გამარჯვების თავიდან აცილებაში,” - აღნიშნა ქემერონმა. ორშაბათს რესპუბლიკელების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიებს კარგი უწოდა, თუმცა დეტალეზე არ ისაუბრა. „ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი (აშშ), არავის სურს, რომ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინი გაიმარჯვებს და უკრაინა წააგებს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას,“ განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
ქემერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინის უფლებაა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელების წინაშე გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა. ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა ასევე განმარტა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, ბრიტანელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მანვე გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის, მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.
დევიდ ქემერონი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე. „თქვენ გასულ კვირას განაცხადეთ, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულები და ახლა ვიმოქმედოთ. რა უნდა გააკეთოთ ახლა საქართველოსთან დაკავშირებით,“ - მიმართა ბრიტანელ დიპლომატს Sky News-ის ტელეწამყვანმა. „ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ასეთი სახის ავტორიტარული რეჟიმების ხელმისაწვდომობა (Access)," - აცხადებს დევიდ ქემერონი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ე.წ. უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობასთან შეშფოთება გამოხატა
დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის სპიკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტით "სერიოზულად შეშფოთებულია." „პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და თანმხლები რიტორიკა ძალიან შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. გაერთიანებული სამეფო აგრძელებს ჩართულობას საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან თბილისში. ჩვენმა ელჩმა ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას აცნობა,“ აცხადებს სპიკერი. ის განმარტავს, რომ ბოლო ასეთი კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შედგა 22 აპრილს. დევიდ ქემერონი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს შეგახსენებთ, ბრიტანული მედიიდან ასევე ხდება ცნობილი, რომ გასულ კვირას ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ ღანიმ არასაჯაროდ, პარლამენტისადმი საპასუხო წერილში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა თბილისში, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს," თანმიმდევრულად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს შეშფოთება შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით." მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ლონდონში.“ აღსანიშნავია ასევე, რომ მინისტრის ერთადერთი საჯარო გამონათქვამი სოციალურ მედიაში იძებნება, რომელიც 10 დღის წინ გამოაქვეყნა. ის გამოდიოდა გაფრთხილებით, თბილისში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ,“ რაც მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებსა და რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს." 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ქემერონი: საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მისწრაფებიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას,“ - წერს კამერონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)