თეგი: დემოკრატია
PACE: პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ძირითადი დაბრკოლებაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, მაგრამ ხაზს უსვამს მთელი რიგ ხარვეზებს და გამოხატავს შეშფოთებას. დღეს დაამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანის (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) მოხსენებას ეფუძნება, ასამბლეამ განაცხადა, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ეს იყო საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის „ძირითადი დაბრკოლება“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ. ასამბლეის შეფასებით, მისი რეკომენდაციები იძლევა „ნათელ პერსპექტივას“ საქართველოს პროგრესისთვის, მაგრამ მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის, „სრული ვალდებულებისა და პოლიტიკური ნების“ გათვალისწინებით. თანამომხსენებლები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ.
ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა - ვოლსკი
ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ და სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეიქმნას. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის - სენატორების წერილი ბლინკენს „დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი - პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,"- განაცხადა ვოლსკიმ. სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ