თეგი: დენის დარტყმა
კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ინცინდენტზე: მოვიკითხავ ყველაფერს, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე
უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა "არ ვიცი, უსაფრთხოების ნორმები დაცულია თუ არა, მოვიკითხავ. ყველაგფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა ამაზე", - განაცხადა კალაძემ. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
ექიმი ვაკის პარკში მომხარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: პირველი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ
მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა "მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა
ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.