თეგი: დენის მონასტირსკი
უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე პრაქტიკულად ყველაფერი დანაღმულია - დენის მონასტირსკი
ახლახან გათავისუფლებული ტერიტორიები, ორჯერ უფრო მჭიდროდაა დანაღმული, ვიდრე კიევის ან ჩერნიგოვის რეგიონების დეოკუპირებული ნაწილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ United News-ის ტელემარათონის ეთერში განაცხადა. „თუ ადრე შეგვეძლო საუბარი ლუგანსკის რეგიონში, დონეცკის ოლქში განაღმვის შესახებ, ახლა სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ რეალურად, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. მართლაც, პრაქტიკულად ყველაფერი დანაღმულია. (ოკუპირებული ტერიტორიები - რედ.) თუ შევადარებთ კიევის ან ჩერნიგოვის რაიონებს, სხვა ტერიტორიები ოკუპანტებმა უფრო მჭიდროდ დანაღმეს. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმით, რომ მტერი იქ იმყოფება და ეს მეთოდი შემაკავებელია ჩვენი ჯარისკაცებისთვის“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ განაღმვით ფაქტობრივად ორი სამსახურია დაკავებული - საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. გასული თვეების განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 250 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი აღმოაჩინეს, კიდევ 130 ათასი - პოლიციელებმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დენის მონასტირსკი: სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ დღეს სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა „რუსეთი აგრძელებს მასიური სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე. დღეს განხორციელედა სამი დარტყმა მრავალსართულიან შენობებზე. სამწუხაროდ, 10 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 10 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით რუსებმა, ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის 600 სარაკეტო შეტევა განახორციელეს“, - წერს მინისტრი. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - პოდოლიაკი მან აღნიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა ზაპოროჟიეს სამშობიარო საავადმყოფოს დაგეგმილი დაბომბვა, სადაც მხოლოდ ქალები, ჩვილები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.