თეგი: დეოლიგარქიზაცია
ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ეს უკრაინას უფრო ეხება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარალამნტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის“ თემა მოგონილია და ამის მიუხედავად ეს საკითხი ოპოზიციამ ხელზე დაიხვია. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი „დღეს მთავარ თემად აქვთ დახვეული ხელზე, რომ „დეოლიგარქიზაცია“ უნდა მოახერხოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების აბსტრაქტულ როლზე ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა „დეოლიგარქიზაცია,“ ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. „მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება
სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით. ერთი, რომ შეიძლება, ქართული კანონი დაიწეროს; შეიძლება, უკრინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ. დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დააკოპირონ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს კი, არავინ მოხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული. კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის რეალობა. თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „კონსულტაცია გაიმართება ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა მიიღონ ეს კანონი“. „მე როცა ვთქვი, რომ ჩვენ მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებ, ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხხადებთ. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ - დეოლიგარქიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ეს უკრაინას უფრო ეხება გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა (რედ. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამას მთავრობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს, თავის მხრივ, კი მზადაა, პოლარიზების დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთოს“). მან კიდევ ერთხელ გაიემეორა, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატი და ქველმოქმედია. პრემიერმა ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების: „მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი
რა არის დეოლიგარქიზაცია? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტებები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე თავიანტი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 12 ივლისს, ევროკავშირის ელჩს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ამასთან, შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული. „უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ნიკა სიმონიშვილი: პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, დოლიგარქიზადიამდე არ მიგვიყვანს
პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა “დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინც და მაინც საჭირო კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ", - განაცხადა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება
ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება. „რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
კელი დეგნანი: განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ლუკაშენკოს „ვიზიტი“ განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ლუკაშენკოს „ვიზტზე“ ვაშინგტონის გზავნილი გააჯღერა. ელჩის თქმით, აშშ გმობს ბელორუსის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ. „მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავიდან მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელის ანალოგი. მისივე თქმით, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია დასკვნას წარმოადგენს. ოხანაშვილის განმარტებით, ინიცირებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს. „ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსაზრებებს, თუ იქნება შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ეს სამუშაო ეტაპი ამოწურული იქნება, ვინაიდან კანონპროექტს წარვადგენთ. კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განხილვებს, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა წარმოადგინოს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები საინტერესო იქნება. ჩვენ ობიექტურ საზომად აღებული გვაქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან ის მიდგომა, რომლებმაც პრაქტიკულად მოიწონეს უკრაინული მოდელი. ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და უკრაინას ჩაუწერეს, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია და ფართოდ გავრცელება. ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. „სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებზე და გვარებზე იგებოდეს. ასე არ ხდება. ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯია. ჩვენ ამ კანონპროექტში ყველა ის კრიტერიუმი გვაქვს გადმოტანილი, რომელიც მოცემულია უკრაინულ მოდელში. ამ კრიტერიუმებით საუბარია მედიაზე გავლენაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენაზე, ასევე, საუბარია მონოპოლისტურ საქმიანობაზე და საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე. ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამი საკმარისია, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. უკრაინა საპრეზიდენტო ქვეყანაა და პირების ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენს პროექტში ერთადერთი ობიექტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასეთ ოფიციალურ უწყებად შემოთავაზებული გვაქვს პარლამენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის უკრაინულ მოდელს საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინული ვერსიის კოპირება სწორი არ არის და ქართული ვერსია უნდა დაიწეროს, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება საკანონმდებლო თვალთმაქცობა იქნება. ის მოუწოდებს უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. „უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვადგენთ, ვიმედოვნებ, შეჯერება მოხდება“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მათი ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ოლიგარქი ჩვენ გვყავს, ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით და მასში წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება. ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია „მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს. მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. „ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციის“ კანონის შესახებ აცხადებს, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად ვერ იმუშავებს. ამასთან, ელჩი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისეთი პრაქტიკის შემოტანა და კარგი მაგალითის აღება, რაც საქართველოსთან არის შესაბამისობაში. „დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის შემცირებას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე - კერძოდ, იმ საკითხებზე რეაგირებას, რომლებიც იწვევს არასათანადო ფინანსურ და სხვა სახის გავლენას. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, ის მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც. თითოეული ქვეყანა ეძებს საკუთარ გზებს, თუ როგორ მოახდინოს რეაგირება ამ არასათანადო გავლენაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს და საკითხის გადასაჭრელად შესაბამისი გზები მოიძებნოს. ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანას აქვს გარკვეული ზომები მიღებული, თუმცა არ ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი გარკვეული კონტექსტი აქვს. თუმცა არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია, ისეთის, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში. ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკავშირის რჩევას იმის შესახებ, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ელჩის თქმით, კარგი იქნება თუ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ის ინსტიტუტი, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი რჩებაა მათი მხრიდან. მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გაიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში. ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. „ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა, იგივე კანონმა, მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნას შეფასებული სამართლებრივად და დაჩქარებული იყოს პროცესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია
ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნაზე, პოზიტიურად აფასებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 28 ნოემბერს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ელჩი ჰერჩინსკი: იმედი გვაქვს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესაზებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას მიესალმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებებს. ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია „ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაუგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას, მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დამდგენს ეკითხებიან მოსაზრებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოსაზრება საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე გადაეცემა და შემდგომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული კანონის საბოლოოდ მიღებამდე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს
ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია 9-10 ივნისს პლენარულ სხდომას გამართავს. სხდომის განმავლობაში მოსალოდნელია საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღება. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. პრესრელიზი გამოქვეყნდება ორშაბათს, 12 ივნისს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული მოსაზრებები გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ , 14 აპრილს გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა. 14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია. ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას. ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს. ვენეციის კომისია 14 მარტის დასკვნაში ასახულ ჩანაწერს და ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. „ამ მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მომზადებით აირჩია, რომ ოლიგარქიზაციის გავლენას განსხვავებული „პერსონალური მიდგომით გაუმკლავდეს“, - წერია დოკუმენტში. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ამოღებულია მისი შესაძლოა სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილი, შესწორებული კანონპროექტის შედეგების პოტენციურად, ბოროტად გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება შესაძლოა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები: კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის უნდა შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს შემდეგს: ეფექტიანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება. ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ნათქვამია დასკვნაში. „ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს „პირადი მიდგომა“ მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა. ხსენებული ზომები კი, უნდა შემუშავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ვენეციის კომისიის შეფასებით, ამჟამად, კანონპროექტი არ შეიძლება, განიხილებოდეს დემოკრატიულ და ეფექტიან პასუხად. „დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება, ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო ინსტრუმენტი გახდეს", - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა. 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასეთია. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა. როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. ამასტან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იიყოს მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს
ევროკავშირი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხარდამჭერ განცხადებაში წერს, რომ არსებული რისკების გათვალისწინებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება რეკომენდებული არ არის. „ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ელჩი დეოლიგარქიზაციაზე: საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება
დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, ეს არის მეხუთე პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტი შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასულ წელს უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურების და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირში ელოდებიან, რომ „საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს“. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ განაცხადა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას. ამდენად, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.
ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად - ავსტრიის ელჩი
ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად. როგორც იცით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ პრიორიტეტთან დაკავშირებით. ნახეთ ვენეციის კომისიის ანგარიში, ასევე ნახეთ რა თქვა მთავრობამ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული“, - განაცხადა მიულმანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
„ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს“.კობახიძის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიეღო. ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო - მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, - განუცხადა მედიას კობახიძემ კახეთის რეგიონში, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას ესწრება. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 პუნქტიდან ამოიღებული იყოს - კობახიძე
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი პუნქტებიდან ამოღებული იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების დეკემბრამდე გადადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მომავალ კვირაში გვქონდა ამ კანონპროექტის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილი, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარ ჰეისთან. იქ გაჟღერდა თხოვნა არმიღებაზე. შესაბამისად, მომავალ კვირას მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას. დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას. თუ ამოიღებენ, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა წერს, რას გულისხმობს ევროკომისიის ზეპირი მოხსენება საქართველოს შესახებ
უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, - ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსებაშია აღნიშნული. euractiv-ის თანახმად, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება, მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე. გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 (გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული; სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული), სრულად შეასრულა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ მათ შირუს „უხეში რიტორიკის დასრულებით“ და ასევე, პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის შექმნას, კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - ვკითხულობთ euractiv-ის მასალაში. გამოცემის თანახმად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ პროგრესი ვერ აჩვენა მედიაპლურალიზმის კუთხით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადადო მიღება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი - პაპუაშვილი
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად „გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ამიტომაც, ხაზი იყო გასმული მაგალითად, კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე. ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი, არასათანადო და ის სისტემური მიდგომები, რაც არის, რომელიც სხვათა შორის, კომისარმა ვარჰეიმ დაასახელა, დანარჩენი საკითხები არის ისედაც იმ 12 პუნქტში – სასამართლოს, ანტიკორუფციული, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრების საკითხები, სხვა ნაწილებში ისედაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ, რაც შეეხება ამ ორ საკითხს სისტემური მიდგომიდან, კონკურენციის სამართალი, პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე და ვნახავთ, ამ მხრივ რა არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს. მთავარი არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გუშინ რაც იყო შეფასება, ამან აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში, შექმნა ბუნდოვანება და იყო უადგილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
კობახიძის თქმით, რიგი რეკომენდაციების შესასრულებლად, ევროკავშირისგან „მეტი კონკრეტიკაა“ საჭირო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. მისი თქმით, „ევროკავშირს არ უთქვამს, რა იგულისხმა „ფართო სასამართლო რეფორმაში“: „სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - ამბობს კობახიძე. „ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.“ რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტიკა აქაც საჭიროა. „მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს, ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა (ევროპარლამენტარი იუკნევიჩიებნე. რედ.) არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval, რედ.) რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო
დღეს, 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე. „დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე - მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
პრემიერი: პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მთავრობამ გუშინ, 14 სექტემბერს მიიღო. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა „ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება”. „გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით - უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბორელი: ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მეტი დახმარება გზაშია 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
კობახიძე: ხვალ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩავარდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდება, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს. კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს. „გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებეში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხირდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“
3-მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“. უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი მესამე მოსმენით ეყარა. კენჭისყრის პროცედურის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისათვის მხარი არ დაეჭირათ. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მომზადებულია მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის პირობებშიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
რატომ არ მოამზადებს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ დასკვნას
სარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო, დასკვნას არ მოამზადებს. მისივე განმარტებით, ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში. „ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ. იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა 2 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მითითებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა. 19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. მანამდე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი: საჭიროა სისტემური მიდგომა, არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ
ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენჯინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ჩვენი მოსაზრების შესახებ მოთხოვნა მივიღეთ, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მოსაზრების შემდეგ, მსგავსი კანონი იყო მოლდოვის რესპუბლიკაშიც. ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც პიროვნებებს იღებს სამიზნეში. ასე არ მუშაობს ეს, მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება, არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე, რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში - ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან - უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში - საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი, მოლდოვაშიც. ჩვენ სამოქმედო გეგმებს არ ვაფასებთ, ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს, და ეს კანონი არაა, ამიტომ არ ვაპირებთ [დეოლიგარქიზაციაზე] სამოქმედო გეგმის შეფასებას საქართველოში, ისევე, როგორც არ ვაფასებთ მას მოლდოვაში ან სხვაგან. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს,” - განაცხადა გრანატა-მენჯინმა. ვენეციის კომისია საქართველოსთვის მთავარ საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს აყენებს. „შეიძლება ითქვას, ზოგადად და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, საზოგადოების ყველაზე ფართო წრეებთან კონსენსუსის, შეთანხმების მიღწევა. ეს ეხება მთავარ საკითხებს - საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას. საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ, მონაწილე მხარესთან იყოს ჩართულობითი და იყოს, რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები. კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებს შორის კარგი, ნორმალური თანამშრომლობა. ეს პრაქტიკაში რთული მისაღწევია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა გრანატა-მენჯინმა. მსისივე თქმით, რომ ძირითადი გახლავთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებული მხარის ჩართვა ამ პროცესში. თავის მხრივ, ვენეციის კომისის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრედომ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს ყველანაირად დაუჭირონ მხარი თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ჩვენი დანიშნულება არის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მისდამი ჩვენი ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომელსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები. ასევე მასში მოცემულია, წითელი ხაზები. თუმცა თუ როგორ აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო, როგორ აირჩევს ამ მინიშნებების მთავარი რეკომენდაციების შესრულებას, ეს გზები უკვე მისი გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვართ ექსპერტების გუნდი. ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ საქართველოსთან ერთად ვიაროთ ამ გზაზე, დიალოგის გზით,“ - განაცხადა მაიკლ ფრედომ. მანვე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი მის დასკვნებს მაინც უთითებს. ვენეციის კომისიის წევრის ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, როდესაც საუბარია განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე, რეკომენდაცია არის ის, რომ ეს რეფორმები ხელისუფლებამ განიხილოს მთლიანობაში, ერთ-ორი წესის ან გარკვეული პროცედურების შეცვლა საკმარისი არ არის. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დელეგაციის წევრებმა ილაპარაკეს, ეხებოდა „დეოლიგარქიზაციის კანონს“. ვენეციის კომისიის მდივანმა განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონები. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას არ ვეძახით დეოლიგარქიზაციის კანონს. სწორად უნდა გავიგოთ, ჩვენ, ასე ვთქვათ, რა გვაინტერესებს. ეს არის, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ნაცვლად, ფული რაღაც საკითხებს სხვანაირად წვეტს. ეს არის თუ შეიძლება ითქვას, დასამარცხებელი. უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში წამოწეული იქნა დეოლიგარქიზაციის კანონები. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ეს კანონები ორიენტირებული იყო... ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს მას. ამიტომ, საქართველომ უარი თქვა ამ კანონის გატანაზე, რადგან ჩვენი აზრით, ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს და ა.შ. საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს, ხოლო, უკრაინაში არ აღსრულდა ეს კანონი. ამის ნაცვლად, გადაწყდა, რომ მიღებული იყოს სტრატეგიები. ჩვენ სწორედ, სისტემურ მიდგომას ვითხოვდით. ჩვენ ვერ შევიმუშავებთ დასკვნას სტრატეგიაზე, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა,“ - განაცხადა სიმონა გრანატა-მენჯინი. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ
რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დოკუმენტშია აღნიშნული, შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს. დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება). საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“). კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“). მართლმსაჯულება. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად “). პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“). დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას. „უფრო მეტი ეფექტიანობისთვის, ის ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ რესურსებზე და მიმართონ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი სფეროებისკენ. ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას. პირველი კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია შესაბამისი ორგანოების ინსტიტუციური სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, საიმედოდ, კოორდინირებულად და პროფესიონალურად. მეორე კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია აქტივობებზე, რომლებიც პირებს ან პირთა ჯგუფებს ხელს უშლის და/ან ზღუდავს საკუთარი სარგებლობისთვის/ბოროტად გამოიყენონ გადაჭარბებული უფლებამოსილება ან თავიდან აიცილონ ასეთი უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის, შესყიდვების, მედიის, არჩევნების და სხვა სფეროებში პროცესების მეტ სიჯანსაღეს და სიძლიერეს, უფრო მეტ საიმედოობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და ინტერესების უკეთესად ასახვას. სხვა კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა სისტემა იყოს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი და ამავდროულად რჩებოდეს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგი შვიდი სფეროს ყოველი აქტივობა ხელს უწყობს განმახორციელებელი უწყების გაძლიერების ერთ ან რამდენიმე ამოცანას; არსებული კანონმდებლობის დახვეწას; სფეროს უკეთ რეგულირებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან სისტემის სხვაგვარად გაძლიერებას, რათა მოხდეს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება,” - აღნიშნულია დოკუმენტში. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ევროკომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციებიდან, საქართველოსთვის ახლა განსაზღვრულ 9 ნაბიჯში დეოლიგარქიზაციის საკითხმაც გადმოინაცვლა. „დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით,“ - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. „მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემადგენელი ნაწილია და 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ „დღეს მთავრობის სხდომაზე ვამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარალმენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 27 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე.