თეგი: დესტაბილიზაცია
მოლდოვა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აძევებს, რომლებიც დესტაბილიზაციის გეგმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი
მოლდოვის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ გააძევა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც დესტაბილიზაციის მიზნით „დივერსიულ ქმედებების“ მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი თავს ტურისტებად წარმოადგენდნენ. ხსებნებულ მოქალაქეებს მოლდოვაში შესვლა 10 წლით აეკრძალათ. დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელების მიზნით, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებაში ტრენინგი გაიარეს. SIS-ს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩავიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოლდოვაში, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ისინი ან ვისთვის მუშაობდნენ. თუმცა უწყებამ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დოკუმენტირებას ახდენდნენ მოლდოვაში მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკურ პროცესების და აქტიურად ადევნებდნენ მას თვალყურს. საუბარია მათ შორის საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მოლდოვის დაზვერვის ცნობით, „დედაქალაქში ორგანიზებული იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ“.