თეგი: დეფოლტი
S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს. უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთს საგარეო დეფოლტის საფრთხე პირველად ემუქრება მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა, კონტრაქტით კი დოლარის ვალუტა იყო გათვალისწინებული. "ამჟამად, ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები, ან მთავრობა 30-დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში რუბლის გადახდების დოლარში კონვერტირებას შეძლებენ." - ნათქვამია S&P-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც თავისთავად შეაფერხებს მოსკოვის ტექნიკურ შესაძლებლობას, გადაიხადოს უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა
შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალის გადახდა შეაჩერა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Bloomberg წერს. დეფოლტის გამოცხადების მიზეზია პოლიტიკური კრიზისი და სავალუტო რეზერვების შენარჩუნების სურვილი. შრი-ლანკის სავალუტო რეზერვები $2 მილიარდზე ცოტაა და ბოლო თვეში 16%-ით შემცირდა. ქვეყანას სავალუტო რეზერვები პირველ რიგში საკვებისა და საწვავის საყიდლად სჭირდება. საგულისხმოა, რომ საკვები და საწვავი სწრაფი ტემპით ძვირდება უკრაინაში ომის გამო. ექსპერტების შეფასებით, შრი-ლანკაზე დეფოლტი მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში COVID-19-ის გამო მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანა ტურისტებიის გარეშეა დარჩენილი, რამაც სავალუტო ნაკადების შემოდინება შეაჩერა. შრი-ლანკაზე უკვე მეორე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება
საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო Moody's-ის ცნობით, რუსეთმა დოლარის ობლიგაციები რუბლით დაფარა, რაც პირველადი კონტრაქტებით არ იყო გათვალისწინებული. „რუსეთმა ორი ობლიგაცია რომელთა დაფარვის ვადა 2022 და 2042 წლებში იწურებოდა დოლარის ნაცვლად რუბლში დაფარა, რაც შეთანხმების პირობებისა და პირველადი კონტრაქტების ცვლილებას ნიშნავს. Moody's-ის თანახმად, ეს უკვე დეფოლტია თუ ვითარება 4 მაისამდე არ შეიცვლება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, ობლიგაციების კონტრაქტები აშშ დოლარის გარდა, სხვა ვალუტით გადაფარვას არ ითვალისწინებს . რუსეთმა 2018 წელს ობლიგაციები რუბლის ოფციით გამოუშვა, თუმცა ეს არ ეხება „რუსეთი 2022“-ისა და „რუსეთი 2042“ -ის ბონდებს. ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
Bloomberg: რუსეთს დეფოლტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთს დეფოლტემდე ერთი ნაბიჯი აშორებს. რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო ობლიგაციების ვალის მომსახურება ვერ შეძლო და ინვესტორების ანგარიშზე 27 მაისს ფული ვერ ჩარიცხა. S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა Bloomberg-ის ცნობით, 27 მაისი ბოლო თარიღი იყო, როცა რუსეთს ობლიგაციები „რუსეთი -2026“-ის და „რუსეთი 2036“ უნდა დაეფარა, შესაბამისად, ინვესტორებისთვის$71,25 მილიონი და €26,5 მილიონი უნდა გადაერიცხა. S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა Moody's: რუსეთს მაისის დასაწყისში დეფოლტი ემუქრება როგორც გამოცემა წერს, თუ 30 დღის განმავლობაში თანხა ინვესტორების ანგარიშზე არ ჩაირიცხება, უცხოური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რუსეთში დეფოლტი გამოცხადდება. ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება, გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
Moody's-მა ბელორუსის დეფოლტი გამოაცხადა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა 14 ივლისს განაცხადა, რომ ბელორუსის საგარეო ვალზე ადგილობრივი რუბლით გადახდები დეფოლტია. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა 28 ივნისს მინისტრთა საბჭომ და ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტეს უცხოური ვალუტის დავალიანება ბელორუსული რუბლით გადაიხადონ. 29 ივნისამდე ბელორუსს უნდა გადაეხადა კუპონი Eurobonds-2027-ზე 22,9 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით, მაგრამ კუპონი ბელორუსულ რუბლებში გადაიხადა. Bloomberg: რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა ბელორუსის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითების შესახებ განაცხადა და დაიწყო წინასადეფოლტო საშეღავათო პერიოდი. 13 ივლისს ბელორუსის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იძულებული ვალი ბელორუსული რუბლით დაეფარა, რადგან სანქციების გამო Citigroup-მა და Citibank-მა შეწყვიტეს ქვეყანასთან მუშაობა და გადახდები ევროობლიგაციებზე. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ.