თეგი: დიპლომატები
ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს
ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და აცხადებს, რომ ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია. ასევე წაიკითხეთ: ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ
სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს
სლოვაკეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან კიდევ 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დღეს ამ საკითხზე რუსეთი ელჩი სლოვაკეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტა გადასცეს, „ვენის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად ბრატისლავაში საელჩოს თანამშრომელთა შტატის 35 ადამიანის შემცირების შესახებ“, - აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. 29 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების შესახებ განაცხადეს.
ბულგარეთი კიდევ ერთ რუს დიპლომატს აძევებს
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ჯაშუშობაში დაადანაშაულა. შესაბამის დოკუმენტაცია დღეს ბულგარეთში რუსეთის საელჩოს მეორე პირს გადაეცა. რუს დიპლომატს 72 საათი აქვს, იმისთვის, რომ ბულგარეთი დატოვოს. ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ჯაშუშები ბულგარეთში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მუშაობდნენ. საგულისხმოა, რომ ეს ბულგარეთში მიმდინარე თვეში უკვე მეორე სკანდალია. 2 მარტს დაზვერვამ გამოავლინა თადარიგის გენერალი, რომელიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე წაიკითხეთ ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს
გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა
გერმანიის მთავრობამ არასასურველად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებაშია ნათქვამი. რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი უკრაინის ქალაქ ბუჩასა და კიევის სხვა გარეუბნებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულება გახდა, სადაც მანამდე რუსი სამხედროები იყვნენ განლაგებული. „ბუჩას ფოტოები მოწმობს რუსეთის ხელმძღვანელობისა და მისი პროპაგანდისტების წარმოუდგენელ სისასტიკესა და განადგურების სურვილს, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ჩვენ გვეშინია მსგავსი სურათები არ ვიხილოთ უკრაინის მრავალი სხვა ადგილიდან, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ არაადამიანურობას ჩვენი თავისუფლების ძალით და ჩვენი სიმტკიცით“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სულ 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ბერლინი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ინტერფაქსს განუცხადა, რომ დეპარტამენტი "უპასუხებს გერმანული პოლიტიკური მანქანის ამ ბოროტ მოქმედებას". 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა
საფრანგეთი იმ რუს დიპლომატებს გააძევებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს საღამოს საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევოს ის რუსი თანამშრომლები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ეს აქცია არის ევროპული დამოკიდებულების ნაწილი. ჩვენი მტავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო საფრანგეთისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, საქმე ეხება 30-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას. ცნობისათვის, დღეს გერმანიამ 40-მდე რუსი დიპლომატი ქვეყნისათვის არასასურველ პირად დაასახელა. ბელგიის ხელისუფლებამ 29 მარტს 21 რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობისთვის. ნიდერლანდებმა კი 17 რუსი დიიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს, რომელთაც სპეცსამსახურების მონაცემებით ჯაშუშობა დაუდასტურდათ. ირლანდიამ 29 მარტს 4 რუსი დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მიზეზია დიპლომატიური ნორმების დარღვევა. 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. იუწყება SVT. „დიპლომატების გაძევება ადვილი არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ავწონოთ ჩვენი ინტერესები... მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია შევძლოთ. გავაძევოთ ისინი, ვინც არ იცავს ვენის კონვენციას“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბოლო დღეებში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის გაძევების შესახებ. ამის შემდეგ საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა. 5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა 15 რუსი დაზვერვის ოფიცრის გაძევება, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში. 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს
ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, რუსეთის სამხედრო დანაშაულების პასუხად, ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს გააძევებს. „გადავწყვიტეთ ესპანეთში რუსეთის საელჩოდან გავაძევოთ რუსი დიპლომატები და თანამშრომლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მინისტრმა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს
რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და განუცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი, რადგან მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. ამასთან, უწყებამ მკაცრად დაგმო ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. მანამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხდებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. 19 რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა. ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს. „ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდამჭერას საერთაშორისო პარტნორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
მედია: ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს
ავსტრია კიევში საკუთარ დიპლომატებს უახლოეს მომავალში დააბრუნებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. „ვინაიდან კიევის ირგვლივ ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა, ავსტრიის საელჩოს გუნდი განაახლებს მუშაობას უკრაინის დედაქალაქში“, - განაცხადა ნეჰამერმა და დასძინა, რომ ეს „ამ ძალიან რთულ დროს უკრაინის მიმართ ავსტრიის სრული მხარდაჭერის ნიშანია“. შეგახსენებთ, კიევში ელჩი ევროკავშირმა უკვე დააბრუნა, საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს იტალიაც. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი. "საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა. კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ კიდევ 6 რუსი დიპლომატი გააძევა
ჩრდილოეთ მაკედონიამ დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დატოვება უბრძანა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს. „ეს პირები ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და მათ მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დატოვება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2022 წლის მარტში, ხუთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს ჩრდილოეთი მაკედონია, როგორც სკოპიემ უწოდა, დიპლომატისთვის "შეუფერებელი" საქმიანობის გამო. ანალოგიური ზომები მიიღეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც. აპრილის დასაწყისში რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან და შვედეთიდან გააძევეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. 7 მარტს, რუსეთმა მაკედონია „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა
ბლინკენმა და კულებამ უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების საკითხი განიხილეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივამა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარ გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე. მდივანმა კულებას ამერიკელი დიპლომატების უკრაინაში დაბრუნების გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის აცნობა პირველადი ვიზიტების შესახებ ლვოვში. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ კიევში დიპლომატების რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს. ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს 33 მილიარდი აშშ დოლარის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს უკვე მიმართა. მანამდე ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2022 წლის 12 ივნისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე – შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბულგარეთმა რუს დიპლომატების ხელფასები დაუბლოკა
ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სოფიაში, რუსეთიდან საელჩოში გადმორიცხული ფული დაბლოკა, რომელიც რუსი დიპლომატების ხელფასების დასაფარად იყო განკუთვნილი. „არის ფულადი გადმორიცხვა რუსეთის საელჩოში, რომელიც უშუალოდ ევროკომისის სანქციების ქვეშ ხვდება. რუსეთის საელჩო ითხოვს, რომ ამ გადმორიცხვაზე სანქციებმა არ იმოქმედოს. ახლა ამ საკითხს ევროკომისიასთან ვათანხმებთ“, -განაცხადა ვასილევმა. ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ გადმორიცხული თანხა $890 ათასს შეადგენს. ბულგარეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფიის მთავრობამ, რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წევრის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები მოსკოვში გასულ კვირას გაემგზავრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. „ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს
შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს. „შვედეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულ ხუთ ადამიანს სთხოვეს ქვეყნის დატოვება იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” - წერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.