თეგი: დმიტრო კულება

დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს. „უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში. მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.

დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია

ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.

იტალიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ოფიციალური პირები უკრაინას ეწვევიან

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრaსი და პოლონეთის სეიმის მარშალი ტომაშ გროძკი ამ კვირაში უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. განრიგის მიხედვით, დი მაიო უკრაინას ოთხშაბათს, 16 თებერვალს ეწვევა, ხოლო გროძკის ვიზიტი 17-18 თებერვალს გაიმართება. ლიზ ტრასის ვიზიტიც ამავე პერიოდშია დაგეგმილი. „კიევი გადაიქცა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრად. ამ კვირაში ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელი სტუმრების მიღებას. ეს არის ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი, რათა შევაკავოთ რუსეთი სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ამ რთულ პერიოდში“ უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. 15 თებერვალს დაგეგმილია მისი ვიზიტი მოსკოვში.

დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს დარჩენილი ძალები ქვეყნების საერთო საზღვრიდან. „ჩვენ გვაქვს წესი: არ დაიჯეროთ ის, რაც გესმით, დაიჯერეთ ის, რასაც ხედავთ“, - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსული სამხედრო ნაწილი ბაზაზე ბრუნდება. „როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ დავიჯერებთ დეესკალაციას“, - აღნიშნა კულებამ. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

დმიტრო კულება: უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, - წერს უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე. 16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. „საქართველოს ვიცე-პრემიერიმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს აქვთ შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება. „შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა  

დმიტრო კულება: გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა

გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის მიერ „ჩრილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას აფასებს. შესაბამისი ტექსტი მის Twitter გვერდზე განთავსდა. მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან წინასწარ დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. დღეს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე შეერთებული შტატების პასუხის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას.   შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

დმიტრო კულება: დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის

დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ. „მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. „პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა, მოქმედების დროა“, - წერს კულება Twitter-ზე.

დმიტრო კულება: საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს

ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. „საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“,- წერს დმიტრო კულება​ Twitter-ზე. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ბლინკენი: რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.   მდივანმა გამოხატა თავისი აღშფოთება კრემლის სასტიკი ტაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.   აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.  

დმიტრო კულებას თქმით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას. „კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის დასაცავად რუსი დამპყრობლებისგან“, – წერს კულება Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა    

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გაანადგურა

უკრაინის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, Antonov An-225 გაანადგურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს: რუსეთმა შესაძლოა, გაანადგურა ჩვენი Mriya, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ, გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი Antonov An-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების განმავლობაში თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. უკრაინის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება Twitter-ზე გააზიარა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი. „გულწრფელი მადლობა მეგობრული მხარდაჭერისთვის, საქართველო და უკრაინა ერთად“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება. პრეზიდენტი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომლებიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას

დმიტრო კულება: უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება

ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, უდანაშაულო ადამიანებს კლავს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. „უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ სანამ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვიქნებით, მეტი სანქციები და იარაღი გვჭირდება. ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას

დმიტრო კულება: პუტინი ომშია ბავშვებთან

პუტინი ომშია ბავშვებთან, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც რუსეთში ანტისამთავრობო აქციის დროს ბავშვების დაკავების თემას გამოეხმაურა. „პუტინი ომშია ბავშვებთან. უკრაინაში, სადაც ის რაკეტებით ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებს, ასევე რუსეთში, სადაც 7 წლის დავიდს, 9 წლის სოფიას, 11 წლის მატვეის, 11 წლის გოშას და ლიზას მთელი ღამე გისოსებს მიღმა გაატარებინეს, რადგან „არა ომს“ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. აი, ასე გამოიყურება შეშინებული ადამიანი“, – წერს კულება. ცნობისთვის, მოსკოვში 7-დან 11 წლამდე ბავშვები უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს დაპოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დმიტრო კულება: მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, თუ ახლა არ დაგვეხმარებით, შემდეგი თქვენ იქნებით

"მოგიწოდებთ, დახუროთ უკრაინის საჰაერო სივრცე", - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა. კულებას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების სისხლი მათ კისერზე იქნება. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, შეგიძლიათ იფიქროთ რამდენიც გინდათ, როგორ აიცილოთ თავიდან რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარებით მის შეჩერებაში, მაშინ პირდაპირი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რადგან შემდეგი თქვენ იქნებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: პუტინი ომშია ბავშვებთან

დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით," ომამდე უკრაინელი ხალხი NATO-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი პირიქითაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებამ განაცხადა. რომლის განცხადებასაც უკრაინული მედია ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქითაა, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. NATO კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო

დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. დახურეთ კრიპტოხვრელები. გაწყვიტეთ ყველა კავშირი, - ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. "რუსეთი გადადის მახინჯ ტაქტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალური სამოქალაქო ზიანის მიყენებას: ბომბავს საცხოვრებელ უბნებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ემუქრება ბირთვულ ობიექტებს. სანქციები უნდა გაიზარდოს. აკრძალეთ Sberbank-ი SWIFT-დან. დააწესეთ ნავთობის ემბარგო. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. დახურეთ კრიპტოხვრელები. გაწყვიტეთ ყველა კავშირი“, - წერს კულება. ასე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს  

ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება

რუსეთზე ზეწოლა არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას, ისევე როგორც მე ვდგავარ აქ, უკრაინაში ჩემს მეგობართან, ჩემს კოლეგასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად. მხარდაჭერა არამხოლოდ გრძელდება - უსაფრთხოების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა - არამედ, ეს მხარდაჭერა გაიზრდება. რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლას, ეს არამხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ, ის იძლევა ძალიან, ძალიან კონკრეტულ შედეგებს რუსეთში, ეს ზეწოლაც არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ, გაძლიერდება, ვიდრე ეს ომი, პუტინის მიერ არჩეული ომი არ დასრულდება. უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრით, მისი მთელი მთავრობით, პრეზიდენტ ზელენსკით. გამბედაობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აჩვენებენ, ლიდერობა, რომელსაც ისინი აჩვენებენ მსოფლიოს, ეს შთამაგონებელია. მსოფლიო აქ არის; მსოფლიო შენთანაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. დაეხმარება თუ არა აშშ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, ამ შეკითხვით ჟურნალისტმა ენტონი ბლინკენს მიმართა. „ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ; თავდაცვის მდივანი ოსტინი და მისი კოლეგა რეზნიკოვი ამას აკეთებენ. როგორც უკვე ვთქვი, უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ უპრეცედენტო იყო, არამედ გაგრძელდება, ის გაიზრდება. არის ძალიან, ძალიან ძლიერი ტალღა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ ჩადენილი საშინელი აგრესიის წინააღმდეგ. პუტინმა დაუშვა საშინელი შეცდომა მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ეს იწყება იმ წარმოდგენით, რომ თითქოს უკრაინა არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. უკრაინელები ყოველდღე საპირისპიროს ამტკიცებენ. და საბოლოო ჯამში, მათი სიმტკიცე, მათი გამბედაობა, მათი მონდომება, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მხარს უჭერს მსოფლიო, გაიმარჯვებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. უკრაინა გამარჯვებას აპირებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს ენტონი ბლინკენი: მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება

დმიტრო კულება: ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს

ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. POLITICO-ს ჟურნალისტმა მას ჰკითხა დაუჭერდა თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა კომბინირებულად განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ასოცირების ტრიოს აპლიკაციები. „რაც არ უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია, კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავს, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა კულებამ.

ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს თურქეთში გამართვენ შეხვედრას, ეს იქნება პირველი მოლაპარაკება უმაღლეს დიპლომატებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ეს განცხადება ორშაბათს მედიისთვის გააკეთა და დაამატა, რომ თავადაც დაესწრება შეხვედრას საკურორტო ქალაქ ანტალიაში. NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში, am ამ ქვეყნებს შუამავლის როლს სთავაზობს. ანკარას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან და რუსეთის შეჭრას მიუღებელს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. კულებამ შაბათს განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.    ერდოღანი პუტინს მოუწოდებს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და „გზა გაუხსნას მშვიდობას“

დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ისრაელის ეროვნულ ავიახაზებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ „რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს. მისი თქმით, „ეს ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე“. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სანქციებს აკისრებს რუსეთს, უკრაინაში მისი ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთს ურჩევნია, უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა“, - წერს კულება Twitter-ზე.  

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება

მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი ინფორმაცით, რუსეთის საგარეო მინისტრი ანტალიაში, 11 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავა და უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მანამდე, თურქულმა მხარეემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 10 მარტისთვის დაიგეგმა. ცნობისთვის, კულებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.  ამავე თემაზე ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

დმიტრო კულება: ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილში რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში. „ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება Twitter-ზე. გავრცელებული ცნობებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდ და რადიაციის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. სააგენტოს შეფასებით, სადგურზე უსაფრთოებაზე კრიტიკული გავლენა არ ფიქსირდება. ამავე თემაზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად

დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ

Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. კულებამ შეახსენა გერმანიას, რომ „უკრაინამ პრევენციული სანქციები, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან მიმართებით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე მოითხოვა, მაგრამ ტრაგიკულია, რომ გადაწყვეტილებები დაგვიანებით მიიღეს“.   შეიძლება, გეჩვენებათ, რომ საგმირო საქმე ჩაიდინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით, მაგრამ ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ. ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა  

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ. როგორც ცნობილია, დიპლომატები უკვე თურქეთში იმყოფებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თავშეკავებული მოლოდინი აქვს, თუმცა შეხვედრიდან, მაქსიმალური შედეგის მიღებას შეეცდება.  ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება  

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მივიდნენ სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. მათ თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ მასპინძლობს. ამასთან, მხარეებს შორის შეხვედრას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ

დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით

ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, დმიტრო კულებას თქმით, ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო. „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

დმიტრო კულება: მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე

მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში. თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი თქვან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. აქ ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გერმანიის სახით გვაქვს, რომლისთვისაც მსგავსი უარის თქმა არის უკიდურესად რთლი გადაწყვეტილება, მაგრამ მასთანაც ვაწარმოებთ მუშაობას და გვჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს ხმას გაიგებენ“, - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

დმიტრო კულება თურქეთს „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქ კოლეგას სოლიდარობისა და ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი კულებას Twitter გვერდზე განთავსდა. „ვუმასპინძლე ჩემს თურქ კოლეგას და მეგობარს. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელნი ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის გამანადგურებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ“. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ: ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა

თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინას ეწვია. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს, თუ ისინი შეთანხმდებიან საკითხებზე, რომლებზეც ანკარა პოზიციების დაახლოების პერსპექტივას ხედავს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა როგორც რუსეთში, ასევე, უკრაინაში ვიზიტების შემდეგ. თურქმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და რომ თურქეთი „პირველივე დღიდან აძლიერებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“. „ამ მიზნით, ჩვენ შევახვედრეთ ჩემი მეგობარი კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში. მსურს, მადლობა გადავუხადო კულებას კონსტრუქციული მიდგომისთვის ამ შეხვედრაზე", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

დმიტრო კულება: თუ EU-ს ქვეყანა გაზს რუბლში იყიდის, ეს უკრაინელების მოკვლაში რუსეთის დახმარება იქნება

„თუ ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა პუტინის შეურაცხმყოფელ მოთხოვნას ნავთობისა და გაზისთვის რუბლით გადახდის შესახებ თავს დაუხრის, ეს ცალი ხელით უკრაინის დახმარება, მეორე ხელით კი უკრაინელების მკვლელობაში რუსების დახმარება იქნება,“ - ამის შესახებ დმიტრო კულებამ განაცხადა. "მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, რომ ჭკვიანური და პასუხისმგებლობიანი არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

"თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე განხილვას არ აპირებს", -  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა.  "ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ, ეს მოლაპარაკების საგანი არ არის", - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ ან დალიონ, ასევე თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან. „ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციები“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ

დმიტრო კულება: მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. „დღეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, ვარშავაში მიმიღო. მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა. პოლონეთი მზადაა, უკრაინას მეტი ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან“, - წერს კულება. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

დმიტრო კულება: უკრანული მხარე მიესალმება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრანული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. „თურქული დიპლომატიის ამ წარმატებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თუ ის მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს ამასთან, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ

რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დიმიტრი კულება: ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის

ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა. წერს Ukrinform-ი.„დღეისთვის ევროკავშირმა სანქციების 4 პაკეტი აამოქმედა, პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მათი მოქმედების შედეგების შეფასება ხდება და სწორედ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, დიდი ბლოკი გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხვრელებს დახურავს, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დმიტრო კულება: მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას

მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერში" წერს.  „მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

დმიტრო კულება: მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება

მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ NATO-ს კოლეგებთან პირადად შეხვედრის წინ, დმიტრო კულებამ განაცხადა. ,,მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა

NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

დმიტრო კულება: გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს

გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთთან ომი არ მოხდებოდა. „2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით“, - თქვა კულებამ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

დმიტრო კულება: რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად

რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. „რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად. მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ. მათმა „ტროლების ქარხანამ" შეიძლება „სპამები" გაგზავნოს მეილებზე და გაავრცელოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარები. არ წამოეგოთ!“- განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას მადლიერია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას. „ვესაუბრე ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის გმირულ დაცვაზე. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს. დარჩიაშვილის განცხადებით, დმიტრო კულებასთან მან კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ილია დარჩიაშვილის Twitter პოსტში. ამავე თემაზე დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა, - ამის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს. „დავალებული მაქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინაში მშვიდობის მოსაპოვებლად საჭირო გზები მოვიძიო, ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის გასამართად სოფიაში ჩავედი,“- წერს კულება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „ჩვენ ასევე შევთანხმდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა შენარჩუნდეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება", - თქვა კულებამ. ოთხშაბათს Twitter-ზე. დიმიტრო კულება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. 19 აპრილს, დმიტრო კულება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კირილ პეტკოვს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარელ კოლეგა თეოდორა გენჩოვსკასთანაც გამართა მოლაპარაკებები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს

უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ბოგდან აურესკუმ  ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების და მისი ეკონომიკური აღდგენის საკითხები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს რუმინელ კოლეგასთან და მეგობარ ბოგდან აურესკუსთან. მე ძალიან ვაფასებ რუმინეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა“, - წერს კულება Twitter-ზე. პარასკევს, უფრო ადრე, კულებამ ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა უკრაინის საექსპორტო მარშრუტები. ამავე თემაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს

დმიტრო კულება ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მადლობას უხდის. „ძვირფასო ზურაბ, მადლობელი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რამაც უზრუნველყო ამ გადაწყვეტილების მიღება“, - წერს დმიტრო კულება. კიდევ ერთ პოსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა.„რუსეთს შეუჩერდა UNWTO-ს წევრობა. გენერალური ასამბლეის პირველ რიგგარეშე სესიაზე. მადლობა ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა. რუსეთის იზოლაცია ყოველდღიურად ღრმავდება“, - წერს დმიტრკო კულება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება

დმიტრო კულება: უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა

"უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა. მსოფლიო ვალშია უკრაინის უსაფრთხოების წინაშე და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ უსაფრთხოების რა გარანტიების უზრუნველსაყოფად არიან ისინი მზად,“- აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია  

დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ შესთავაზა ჩინეთს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად გახდეს უსაფრთხოების  ერთ-ერთი გარანტი. ამის შესახებ მან ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია.  „ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან სტანდარტად მივიჩნიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინას რეალური უსაფრთხოება არ მოუტანა. ახლა უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და სხვა ძირითადი წევრებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი წინადადება, რომ ჩინეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებით ჩვენი პატივისცემისა და ნდობის ნიშანია“, - განაცხადა კულებამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ გაგებით, რომ მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არასწორია. ყველა პრობლემა და შეშფოთება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და არა ძალის გამოყენებით. იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და განაგრძობს პოზიტიურ პოზიციას და რუსეთის წაახალისებს, რომ შეაჩეროს თავისი აგრესია, მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის ბლოკადა და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა. Xinhua-მ ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები "თითქმის ყოველდღე განიხილავენ შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით". „დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პოსტკონფლიქტური სიტუაციის ბევრ ელემენტს, მაგალითად, უკრაინის მუდმივ ნეიტრალურ, არაბირთვულ, არაბლოკურ და დემილიტარიზებულ სტატუსს, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს. დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარება. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია სანქციების მოხსნა, რუსული ენის სტატუსი და სხვა საკითხები“, - განაცხადა მან. ლავროვმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი იქნება გარანტიების სააგენტოს შექმნა, რომელიც მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს. როგორც ცნობილია, უკრაინა დასავლეთისგან ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, როგორიც NATO-ს  ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ დადასტურებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ, „მაგრამ, ცხადია, სხვადასხვა სახელმწიფო მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების გასაცემად“, - ამბობს ზელენსკი. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის ფედერაციასთან საბოლოო მოლაპარაკებებში მშვიდობა შეუძლებელია. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ

დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს

"უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას  

დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა. ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პრეზიდენტ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტის [ზელენსკის], უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, ისინი აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სიძულვილით სხვა ერების მიმართ. ამავე თემაზე ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

დმიტრო კულება: მეტი სანქციები რუსეთს, მეტი მძიმე იარაღი უკრაინას

"მეტი სანქციები რუსეთს, მეტი მძიმე იარაღი უკრაინას. ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს. „მეტი სანქციები რუსეთს. მეტი მძიმე იარაღი უკრაინას. რუსეთის სარაკეტო ტერორიზმი უნდა დაისაჯოს. რუსეთი ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს,“- წერს კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება ჯო ბაიდენი: ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება  

დმიტრო კულება: უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის

24 თებერვალს რუსული აგრესიის დაწყებიდან უკრაინა მუდმივად რუსეთის საფრთხის ქვეშაა და უკრაინა ყოველდღე, მათ შორის 9 მაისსაც მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა შესაძლოა, ეს თარიღი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს და რაღაც გრანდიოზული გამოაცხადოს. „მე არ მაშფოთებს 9 მაისი. სინამდვილეში, რა შეიძლება იყოს უარესი? უფრო მეტი რაკეტა გაფრინდება უკრაინის მიმართულებით? რუსებს შეუძლიათ, გაზარდონ ეს რიცხვი ნებისმიერ დროს - მანამდე, შემდეგ თუ 9 მაისს. მეტი რუსული ჯარი განლაგდება უკრაინაში? ეს შეიძლება მოხდეს ყოველდღე“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ"

"თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“,- განაცხადა კულებამ. მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „სამი თვის წინ, უკრაინას წევრობის პერსპექტივა არც კი ჰქონდა, ახლა ისინი უკვე განიხილავენ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება. „ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ სხვა საკითხებს - როგორ, როდის და ა.შ.“, - აღნიშნა უკრაინია საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო    

კულებამ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისთვის, გზაშია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა, რომელიც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას მასპინძლობს. „მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ის ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.  

დმიტრო კულება: უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის

"უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნიდერლანდების მედიასთან საუბრისას განაცხადა. „უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის. ამიტომ, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ, რამდენად გულწრფელია ეს ლამაზი სიტყვები“, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: უკრაინამ, სურსათის ექსპორტისთვის ორი ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა

უკრაინამ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა ორი ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტი საკვების ექსპორტის განსახორციელებლად. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი მისი თქმით, საექსპორტო დერეფნის გარდა, ეს მარშრუტები აფრიკისა და სხვა რეგიონების შიმშილისგან გადარჩენას შეუწყობს ხელს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს 11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის პორტების ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში შიმშილით მასობრივი სიკვდილი. უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს WSJ: აშშ ბელორუსს სანქციების დროებით მოუხსნის, თუ უკრაინიდან ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს

დმიტრო კულება: მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება

"რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა. „ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების“, – წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

რუსეთი სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს, მაგრამ ამ თამაშს არავინ არ უნდა აჰყვეს - კულება

"რუსეთი მსოფლიოს უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს და რუსეთის ამ თამაშს არავინ უნდა აჰყვეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. იყენებს თუ არა სასურსათო კრიზისს რუსეთი მის წინააღმდეგ სანქციების შესამსუბუქებლად „რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ. ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შეიძლება იფიქროს ამ თამაშის მიღებაზე, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და გაესაუბროს მათ მშობლებს“, - წერს კულება სოციალურ ქსელში. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან. დეფიციტის, ფასების ზრდისა და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს ჩვენი პორტებიდან 22 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი. მოითხოვეთ რუსეთისგან ბლოკადის შეწყვეტა“, – წერს კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კულება: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი იქნება, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე. იუწყება Ukrinform-ი. ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება „უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, ჯერ კიდევ არ უპოვიათ გარკვეული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - თქვა კულებამ. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ემბარგო იქნება. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება.  როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დამცირდეს რუსეთი, რათა უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს. „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავლის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - თქვა მაკრონმა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი "ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე". ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონი: ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად „რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ, რადგან რუსეთი იმცირებს საკუთარ თავს. სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი - ეს მოიტანს სიმშვიდეს და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომების მიუხედავად, არ დაუშვას რუსეთის დამცირება, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.  

ზელენსკის და ევროპელი ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკების ხუთი შედეგი ცნობილია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საფრანგეთის, რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებთან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების ხუთ შედეგზე მიუთითა. სტუმრებმა მიიღეს იერმაკ–მაკფოლის ჯგუფის მიერ შემუშავებული სანქციების შესახებ დეტალური პაკეტი მიიღეს. „სტუმრები აღიარებდნენ, რომ ევროპის ზოგიერთი ლიდერი „სანქციებით დაიღალა“, მაგრამ პირადად ისინი მზად არიან, განაგრძონ ისინი. იქნება ახალი სანქციები. მეორე შედეგი ეხება იარაღს. მოლაპარაკებების დროს იყო ახალი სასარგებლო განცხადებები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის საჭირო მეტი იარაღი და უფრო ხშირად. სტუმრებმა ეს გაიგეს. დღეს უკრაინა უფრო ახლოს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ყველა სტუმარი შეთანხმდა, რომ რუსეთის ნდობა მარცვლეულის ექსპორტის საკითხში არ შეიძლება. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გაეროს მეშვეობით და გვქონდეს მკაფიო გარანტიები. პარალელურად, მნიშვნელოვნად განვავითარებთ სახმელეთო დერეფნებს. მოლაპარაკებების დროს სტუმრები არ აიძულებდნენ, არ არწმუნებდნენ და ზეწოლას არ ახდენდნენ. „დიდი მადლობა სტუმრებს. მაგრამ ყველა დაბრკოლება არ არის გადალახული, ყველა ხაფანგი არ არის გადალახული. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ამიტომ ჩვენ ყველანი მშვიდად, შედეგზე ორიენტირებულნი ვაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს.

დმიტრო კულება: რაც რუსეთს დარჩა, ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ აგრესიაზეა დაფუძნებული

რაც რუსეთს დარჩა, არის ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ, საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. "მოსკოვიდან წამოსული განახლებული მუქარის ფონზე, ჩვენ, მეგობრული მოლდოვას ხალხისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. რაც რუსეთს დარჩა, არის ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი პოლიტიკის შემდეგ, საფრთხეები სხვა სახელმწიფოების მიმართ, რომელიც აგრესიაზე, იძულებასა და უპატივცემულობაზეა დაფუძნებული. ეს მხოლოდ რუსეთის სისუსტეს აჩვენებს", - წერს კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება  

ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს - ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას ერთობლივი წერილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე გადის. ამის შესახებ მინისტრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში განაცხადეს. კულებამ და ტრუსმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელ ხალხს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ დაღლილად იგრძნონ .  „მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად, უკრაინა და თავისუფალ სამყარო უნდა დარჩეს ძლიერი და ერთიანი. ჩვენ უნდა უგულებელვყოთ ხმები იმის შესახებ, რომ ხალხი იწყებს დაღლას და რომლებიც გვთავაზობენ უკრაინის „გაყიდვას“ სისასტიკის სწრაფად დასასრულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები რუსეთის ქმედებების საპასუხოდ აუცილებელია ზომების კიდევ უფრო გამკაცრება. „აუცილებელია, რომ G7-მ და NATO-მ ამ კვირაში აჩვენონ, რომ უკრაინისადმი მათ ერთგულებას პუტინის მცდელობები ვერაფერს დააკლებს. ეს ნიშნავს მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდას და დაჩქარებას, სანქციების გაგრძელებას პუტინის ომის ყველა მონაწილის წინააღმდეგ და რუსული ენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები. მათი აზრით, ყოველი მიწოდებული იარაღი დაეხმარება უკრაინელ ხალხს რუსული ძალების მოგერიებაში, დაიბრუნონ ქალაქები, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ქვეშ არიან, მათ შორის სევიეროდონეცკი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონი. „ყოველი სანქცია დაეხმარება პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას და გადაარჩენს უდანაშაულო მოქალაქეებს შემდგომი ბარბაროსობისგან. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი  მძიმე იარაღის მიწოდების ავანგარდშია“, - ნათქვამია განცხადებაში. „პუტინმა მკაფიოდ აჩვენა, რომ არ შეჩერდება უკრაინაზე, უფრო შორს წავა და სხვა სუვერენულ ქვეყნებს აქცევს სამიზნედ - განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ, ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში უკან არ დაიხევს და აღარასოდეს შეეძლება მსგავსი აგრესიის განმეორება“, - ნათქვამია ლიზ ტრასის და დმიტრო კულებას განცხადებაში.

დმიტრო კულება: NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით NATO-ს მკაფიო პოზიციას მიესალმა. NATO-მ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მხარი დაუჭირა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი „დღეს მადრიდში NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით მკაფიო პოზიციებს რუსეთის მიმართ, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. თანაბრად ძლიერი და აქტიური პოზიცია უკრაინის მიმართ, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.

კულება: რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის გამო, უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

უკრაინამ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებებით მემორანდუმი შეიტანა, სადაც რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის ფაქტებია წარმოდგენილი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. გაეროს დამოუკიდებელი კომისია უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაარღვია. გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - ნათქვამია კულებას განცხადებაში. ცნობისათვის, გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია, რომელიც უკრაინაში დარღვევებს გამოიძიებს, პირველი მისიით კიევს 7-დან 16 ივნისს ეწვია. მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის სამხედრო მოქმედებების დროს უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევას გმობს. მაშინ ამ ფაქტების გამოძიების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. მაისში, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევაზე, რადამ გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ Ukrinform-ი იუწყება. „ამ ომის ფონზე, ბორის ჯონსონმა დაამტკიცა, რომ მამაცი ადამიანია, რომელსაც არ ეშინია, გარისკოს. გავიხსენოთ მისი ვიზიტი კიევში, აპრილში. ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

დმიტრო კულება: რუსეთმა უკრაინის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზნით, ცინიკური სტრატეგია აამოქმედა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზნით, „გააზრებული და ცინიკური სტრატეგია" აამოქმედა. მისივე განცხადებით, „უკრაინის პორტების ბლოკადამ უკვე გაანადგურა სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები და მავნე ზეგავლენა მოახდინა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და რუსეთი ბომბავს უკრაინულ მარცვლეულს“. „მათი ბრალდებები ეწინააღმდეგება ძირითად ლოგიკას. როგორ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ დაინტერესებულნი ჩვენი სურსათის ექსპორტის დაბლოკვით, როდესაც ის ჩვენი ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა?!“, - აღნიშნავს კულება. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

„უკრაინელების პასპორტიზაციაზე“ პუტინის განკარგულების შემდეგ, კულებამ პარტნიორებს ახალი სანქციებისა და იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, პუტინის განკარგულების შემდეგ „უკრაინელების პასპორტიზაციაზე“, პარტნიორებს ახალი სანქციებისა და იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა „უკრაინის მოქალაქეებს არ სჭირდებათ პუტინის მოქალაქეობა და ძალის გამოყენებით მისი დაკისრების მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. ეს განკარგულება უმნიშვნელოა და მხოლოდ პუტინის მტაცებლურ მადას ადასტურებს.  დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, პუტინის მადას ბოლოს მოუღებენ. რა თქმა უნდა საჭიროა პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა“, - განაცხადა კულებამ. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება. „მოვუწოდებ პარტნიორებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ პუტინის ახალ საპასპორტო ფანტაზიებზე: სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი და შემოიღონ ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.  

დმიტრო კულება: მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე

უკრაინა საერთაშორისო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტისთვის ემზადება და მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ El Pais განუცხადა. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს „ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ორ ნაბიჯში ვართ. აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა, რაც რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე. თუ მათ ნამდვილად სურთ, მაშინ მალე დაიწყება ხორბლის ექსპორტი. მაგრამ თუ ისინი, ამ ფაქტორს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „შიმშილის თამაშები“ ითამაშონ, მაშინ აქცენტს კვლავ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე გადაიტანენ“, - განაცხადა კულებამ. მინისტრმა დასძინა, რომ ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით. „მათ სურთ, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს აჩვენონ, რომ საკვების დეფიციტს თავიდან ააცილებენ. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ რუსეთს არ აინტერესებს, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს. რადგან იციან, რომ თუ მარცვლეულს მსოფლიო ბაზარზე გავიტანთ, შემოსავალს მივიღებთ და ეს ჩვენ გაგვაძლიერებს“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

კულება: 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ საინფორმაციო ომს ვიგებთ

უკრაინა რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთთან საინფორმაციო ომს იგებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ 13 ივლისს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. კულებამ თქვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომის შესახებ, ჭეშმარიტი ინფორმაციის გასავრცელებლად, მათ გამოიყენეს ოფიციალური გვერდები Ukraine.ua და war.ukraine.ua. „ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში Ukraine.ua ეკოსისტემამ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი ივნისში და ეს 21%-ით მეტია, ვიდრე მაისში. შეფასებების მიუხედავად, რომ საზოგადოება ომის ინფორმაციით გადაიღალა, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება", - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, უკრაინა ახერხებს ხალხის ყურადღების მიქცევას რუსულ აგრესიასთან მიმართებით. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე და ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდისთვის“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

უკრაინა ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი. „მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“,  - წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდა ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება.

დმიტრო კულება: უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი ჯარები საზღვარს გადმოკვეთენ

უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ბელორუსი დანაშაულის თანამონაწილეა და ამ საკითხს არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებისთანავე გავწყვიტეთ. ეს ურთიერთობა ასევე შეწყდება ბელორუსთან, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადმოკვეთენ“, - აღნიშნავს დმიტრო კულება. ცნობისათვის, მადრიდის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ ბელორუსმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ თანამონაწილეობა ომში უნდა დაასრულოს.  რაც შეეხება შეერთებული შტატების პოზიციას, როგორც ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებდა, შეერთებულ შტატებს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა. „ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

კულება ლავროვის სიტყვებზე: რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში „გეოგრაფიული ამოცანების“ ცვლილების შესახებ განაცხადა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ შემდეგს ამტკიცებს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდე ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: ევროპის ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ სანქციების შემსუბუქება პრობლემების გადაჭრის გზა არ არის

უკრაინა რუსულ გაზზე ემბარგოს ელის. ამის შესახებ დმიტრო კულებამ უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვფიქრობ, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ პუტინის დაშოშმინება და სანქციების შემსუბუქება არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. ეს არის გზა პრობლემების გამრავლებისაკენ", - აღნიშნა მინისტრმა. ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს, ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

დმიტრო კულება: უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არ იტყვის

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არცერთ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტორო კულებამ განაცხადა.  „თავად ყირიმის სამიტის პლატფორმაზე, რომლის მონაწილეებიც 23 აგვისტოს ობიექტური მიზეზებით ონლაინ შეიკრიბებიან, განიხილავენ ყველაფერს, თუ რის გაკეთება შეიძლება ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ამასთან დიპლომატიური კუთხითაც. ჩვენ გვინდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ თუნდაც თეორიულად ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ თეორიულად მტერი კვლავ დადგება კიევთან, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას“, - განაცხადა კულებამ.  კულებას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის სტრატეგიულად უნდა იფიქრო - დადგება მომენტი, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს.  „ყირიმის პლატფორმის სამიტი სწორედ ამის სიგნალია. ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვიცლით ყირიმისთვის, ლისიჩანსკისთვის ან რომელიმე სხვა ქალაქისთვის, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიაზე...“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება Amnesty International-ის ანგარიშით უკმაყოფილოა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უფლებადამცველ ორგანიზაციას Amnesty International-ს მოუწოდა, არ ეძებოს ყალბი ბალანსი დამნაშავე რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მისგან თავს იცავს, არამედ, მსოფლიოს რუსეთის შესახებ სიმართლე მიაწოდოს. მისივე თქმით, ბევრი უკრაინელის მსგავსად, ისიც შეაშფოთა Amnesty International-ის ანგარიშმა. კულებამ ორგანიზაციას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაში ცოტათი დამნაშავეა. „მოდით, მკაფიოდ შევთანხმდეთ მარტივი რაღაცების აღქმაზე: Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს, გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან. დაიწყეთ სიმართლის სისტემურად, მასშტაბურ დონეზე მიწოდება იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. გააკეთეთ ეს სამოქალაქო მსხვერპლის სახელით მაინც, უკრაინის მოქალაქეების სახელით, რომლებსაც თავს დაატყდა რუსული ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე დღეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში.

დმიტრო კულება: თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა

რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ იგი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.  ამასთან, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

დმიტრო კულება: რუსმა ტურისტებმა არ უნდა იარონ უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, ვიდრე მათი ქვეყანა ევროპაში სისხლიან ომს აწარმოებს

რუსმა ტურისტებმა არ უნდა იარონ უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ვიდრე მათი ქვეყანა ევროპაში სისხლიან დაპყრობით ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინამ დაასახელა პერიოდი, როდესაც ომის აქტიური ფაზის დასრულებას ისახავს მიზნად „დევნილთათვის ყოველთვის იქნება პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლებლობა, მაგრამ რუსმა ტურისტებმა სსრკ-ს მაისურებში, „ზეტ“ (Z) ასოებით და ყველა მათნაირმა არ უნდა იაროს უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ვიდრე მათი ქვეყანა აწარმოებს სისხლიან დაპყრობით ომს ევროპაში“, – თქვა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: მხოლოდ ორი ევროპული ქვეყანა არ აწვდის უკრაინას იარაღს

ევროპის ქვეყნებიდან ამჟამად მხოლოდ უნგრეთი და ავსტრია არ აწვდიან იარაღს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის მასშტაბით სატელეფონო მარათონის დროს განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი.  მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ, რომლებსაც თანამედროვე ისტორიაში არასოდეს მიუწოდებიათ იარაღი კონფლიქტის ზონებში, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ პოზიცია შეიცვალა და ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობაც კი შეცვალა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების ასეთი შიდაპოლიტიკური დისკუსიები იმის შესახებ, თუ როდის და რომელი იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, კიევს ყოველდღიურად, ფრონტის ხაზზე დანაკარგებად უჯდება.  

დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ რუს ტურისტებს საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება უნდა ეკრძალოთ, ვიდრე საზღვრების პატივისცემას არ ისწავლიან.  კულებას თქმით, აუცილებელია, რომ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი მათ გამოსაფხიზლებლად. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისინი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ტანკებისა და რაკეტების გამოყენებით აგრესიას, ასევე მხარს უჭერენ ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. რუსი ტურისტი, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ან ეიფელის კოშკთან ღიმილიან სელფს იღებს, დიდი ალბათობით, არის ის, ვინც აღმერთებს პუტინს და სურს, რომ ევროპელები  ზამთარში გაიყინონ“, - აცხადებს დმიტრო კულება. ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.

დმიტრო კულება ევროპას: ჩვენ ერთ ნავში ვართ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას რაკეტებითა და ტანკებით დაესხა თავს, ევროპულ ქვეყნებს კი, ენერგიაზე ხელოვნური ფასებით, ინფლაციათა და პროპაგანდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მისი აზრით, ის, ვინც ფიქრობს, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინა სჭირდება, ღრმად ცდება. „მინდა, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგონ, რომ პუტინი თავს დაესხა ყველას. ჩვენ ერთ ნავში ვართ“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

კულება: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, მთელი კონტინენტი საფრთხეშია

რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟჟიის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რის გამოც მთელი კონტინენტი საფრთხეშია. შესაბამისი განცხადებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე გამოვიდა. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება რჩება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან“, - წერს კულება.  

დმიტრო კულება: ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. „ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ, პრაღაში განიხილავენ.  

კულება ევროკავშირს: ნახევარი ზომების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს რუსი ტურისტებისთვის ვიზების შეჩერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნახევრად ზომების დრო წავიდა და მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა. „ნახევრად ზომების დრო წავიდა”, - განუცხადა კულებამ Reuters-ს ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრის წინ და სთხოვა მათ უფრო შორს წასულიყვნენ. „მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა“, - აღნიშნავს კულება. მისივე თქმით, რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე ევროპის გულში, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა“. კულება ასევე გამოდის სპეციალური პროგრამის დაწყების ინიციატივით რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა აღარ სურთ. „გადაირჩინე თავი და წადი. დაყარე იარაღი, ჩაბარდი უკრაინულ ძალებს", - განაცხადა კულებამ. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ღირს, რადგან თუნდაც ერთმა რუსმა ჯარისკაცმა იარაღი დადოს და წასვლა გადაწყვიტოს, ეს ნიშნავს გადარჩენილ უკრაინელ სიცოცხლეს და მშვიდობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის დასაბრუნებლად შეტევა წამოიწყეს, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოიგერია და კიევის ჯარებს დიდი დანაკარგი მიაყენა.

დმიტრო კულება: რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბერბოკმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი და უკრაინას იარაღის შემდგომი მიწოდება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „პრაღაში შევხვდი ჩემს კოლეგას და მეგობარს ანალენა ბერბოკს. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი, რუსებისთვის სავიზო აკრძალვა და უკრაინაში იარაღის შემდგომი მიწოდება. რუსული ენერგეტიკული შანტაჟი არის ომის ნაწილი ევროპაში და მას ძლიერი, ერთიანი ევროპული პასუხი უნდა გაეცეს“, - წერს დმიტრო კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს პრაღაში არაფორმალურ შეხვედრას მართავენ, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი განიხილონ.

კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გამარჯვების გზაზე ყოველთვის იქნება რთული არჩევანი და ყოველთვის იქნება აგრესორის წინააღმდეგ ნახევარი ზომების მისაღების და ბალანსის მიღწევის ცდუნება. ამ კონტექსტში მინისტრი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა და ასევე დასრულდა „ნახევრად-დასავლეთის“ ეპოქა და მოუწოდა ევროკავშირს, იყოს მტკიცე, და მკაცრი, რაც ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთია. ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია „თუ მე აღმოვჩნდები ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც უნდა გავაკეთო არჩევანი ნახევარი ზომის მიღებასა და გადამჭრელი ზომების არარსებობას შორის, მე მირჩევნია ასეთი ზომა საერთოდ არ იყოს. უკეთესია, მეტი დრო დავუთმო დისკუსიას გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც ნამდვილად მკაცრ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას.  

დმიტრო კულებამ დაასახელა იარაღი, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება

„არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, MLRS (თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა)“, - ეს იმ იარაღის ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევს ყველაზე მეტად სჭირდება.  „ყველა შეხვედრაზე, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ ამ იარაღის ძალიან დიდ საჭიროებას. საარტილერიო სისტემების უფრო დიდი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციის წარმოება, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მინისტრის აზრით, იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში.   

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. „ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, Twitter-ზე გამოეხმაურა აუდიენციას დმიტრო კულება. „ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კულება: უკრაინის გაყიდვით პუტინის დამშვიდება, ეშმაკთან გარიგებაა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დათმობაზე წასვლა, მისი ენერგეტიკული შანტაჟის გამო, ევროპას არც მშვიდობას მოუტანს და არც სტაბილურობას, არამედ, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თავისი ენერგეტიკული შანტაჟით, პუტინს სურს, დაანგრიოს ევროპის ყველა ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა. ისინი, ვინც დათმობას გვთავაზობენ, მხოლოდ მეტ უბედურებას იწვევენ. პუტინის დამშვიდება უკრაინის გაყიდვით, არის გარიგება ეშმაკთან, რომელიც არ მოიტანს მშვიდობას და სტაბილურობას, - აღნიშნავს კულება.  

დმიტრო კულება: უკრაინისთვის იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებასთან და მშვიდობასთან გვაახლოებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორები, რომლებიც კიევის მოთხოვნებს, იარაღის მიწოდებით პასუხობენ, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებში მონაწილეობენ.  კულებას შეფასებით, იარაღის სწრაფი მიწოდება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს. „იარაღი, იარაღი, იარაღი ჩვენს დღის წესრიგში გაზაფხულიდან აქტუალურია. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც უპასუხეს ჩვენს მოწოდებებს: უკრაინის ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებებს ერთად ვიზიარებთ. დღის წესრიგში ახლა მნიშვნელოვანია - განრიგი, განრიგი და განრიგი. სწრაფი მომარაგება გამარჯვებას და მშვიდობას აახლოებს“, - წერს კულება Twitter-ზე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში, 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსულმა ძალებმა დაიკავეს აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის დროს.  

დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს

„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მივიღოთ მათთან საუბრის შესაძლებლობა, არამედ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“, -ამის შესახებ უკრაინულ მედიას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განუცხადა. მისი თქმით უკრაინის კონტრშეტევა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო დახმარების ზრდას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს კულებას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების ვარიანტს არ უარყოფს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთის არმია მაქსიმალურად შესუსტდება.  „მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ყველა პარტნიორს", - აცხადებს კულება.   

დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი.  ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.  

დმიტრო კულება: რუსეთმა შეიძლება, გაიწვიოს 300 000 ან 500 000 ადამიანი, მაგრამ ამ ომს მაინც ვერ მოიგებს

რუსეთი ვერასდროს მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ყველა უკრაინელი, რუსებისგან განსხვავებით, ძალიან მოტივირებულია, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გაეროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია, მაგრამ ის, რაც მან რეალურად გამოაცხადა, მისი დამარცხებაა. შეგიძლიათ, 300-500 000 ადამიანი მოიწვიოთ, მაგრამ ამ ომს ვერასდროს მოიგებთ. დღეს ყველა უკრაინელი არის იარაღი, რომელიც მზადაა, დაიცვას უკრაინა და გაეროს წესდებაში გათვალისწინებული პრინციპები“, - განაცხადა კულებამ.  

დმიტრო კულება: შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებმამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „პროპაგანდისტული მარკებით“ სავსე გამოსვლის შემდეგ, გაეროს სესია მაშინვე დატოვა.  „მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - თქვა კულებამ. აღსანიშნავია, რომ ლავროვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნება, საათნახევრით დაიგვიანა. თავის გამოსვლაში ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური ტიპის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. რუსმა დიპლომატმა აშშ-ის ვიზა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად მიიღო.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. „შეხვედრა გავმართე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ და საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები. თავის მხრივ, ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული, უთანხმოების გადაწყვეტის საშუალებად“, - წერს დმიტრო კულება twitter-ზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა. ვან იმ კულებას ასევე განუცხადა, რომ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე და მას არც შეჭრას უწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.  

საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი ფრანგული „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის კუთხით, წინსვლა არსებობს. უკრაინული მედია წერს, რომ უმაღლეს დიპლომატს ეჭვი არ ეპარება, რომ მხარეები ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებას მიაღწევენ და ეს დამატებით გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. „ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონეზე.ამ მხრივ, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინისთვის ახალი, „კეისრის“ ჰაუბიცებით მიწოდების საკითხის გადასაჭრელად, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციისთვის, CAESAR - ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6x6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6x6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანია GIAT Industries-მა.   

კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს

უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან „რუსეთი აგრძელებს სარაკეტო ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე ღამით, სულ მცირე 12 დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მიწოდება“, - წერს კულება Twitter-ზე. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.  

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კულება მსოფლიოს ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კულებამ აღნიშნა, რომ წუხელ, რუსეთმა 20-ზე მეტი რაკეტა ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. „რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების ერთადერთი მიზანი იყო მშვიდობიანი ხალხის სიკვდილი და განადგურება, ტერორის და შიშის დათესვა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს შეკავებული, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი საზარელი სისასტიკე“, - განაცხადა კულებამ. კულება უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ითხოვს ამასთან დაკავშირებით მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი. კერძოდ, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას და პარტნიორებს, სასწრაფოდ განათავსონ გამომძიებლები და ექსპერტები ადგილზე რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გარდა ამისა, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ დაგმოს ზაპოროჟიეზე რუსეთის არაადამიანური თავდასხმები და გააძლიეროს ზეწოლა მკაცრი ახალი სანქციებით. მან მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, გერმანიას, ნორვეგიას და საფრანგეთს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის (AD) და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (MD) სისტემები. „ამ სისტემებს საწყობებში განთავსების ნაცვლად, ახლა უკრაინაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ“, - განაცხადა კულებამ. მეხუთე ნაბიჯისაგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ ნეიტრალიტეტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, სასწრაფოდ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ზაპოროჟიეში და „ერთი ღამე გაატარონ საცხოვრებელ ადგილებში, რათა იგრძნონ, რას ცდილობენ ნეიტრალიტეტით". 9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია. თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.

დმიტრო კულება: რუსეთის ქმედებები, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს, არგუმენტებს ართმევს

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით, არგუმენტებს ართმევს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. „ყოველთვის, გადაწყვეტილების მიღებამდე, ვიღაც ყოყმანობს. ასე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ განაცხადზეც, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღეს. ასე იქნება NATO-ში გაწევრიანებაზეც", - განაცხადა კულებამ. „მაგრამ რუსეთის დღევანდელი ქმედებები, რა თქმა უნდა, ართმევს ზოგიერთ სკეპტიკოსს არგუმენტებს უკრაინის NATO-ში განაცხადის წინააღმდეგ“, - დასძინა მინისტრმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მიერ NATO-ში დაჩქარებული შესვლის განაცხადის ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა.  

კულებამ ევროკავშირს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, საჰაერო განგაშის ფონზე, თავშესაფრიდან სთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში საჰაერო იერიშების საფრთხის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა. კულებამ მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს „ალბათ, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, საჰაერო თავდასხმის სირენის გამო, თავშესაფრიდან მიმართა. ვითხოვე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და აღჭურვილობის მიწოდება. მოვუწოდე ევროკავშირს, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი უნდა იყოს ძლიერი“, - წერს კულება Twitter-ზე. კიევში რუსეთის ძალების იერიშისას სამი ადამიანი დაიღუპა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9:00 საათისთვის, კიევზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულებას თქმით, საბერძნეთმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო

საბერძნეთმა უკრაინისთვის BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო. შესაბამისი განცხადება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გაკეთდა. ნიკოს დენდიასმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ერთობლივი პრესკონფერენცია თავშესაფარში გამართეს. კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია „განსაკუთრებით ვაფასებთ იმ იარაღს, რომელსაც საბერძნეთი გადასცემს უკრაინას, რითაც ჩვებ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი მიწა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის ნანატრი BMP-1 ტიპის ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება საბერძნეთიდან უკრაინაში უკვე დაწყებულია. მალე ისინი ჩამოვლენ და დაუყოვნებლივ გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის საბრძოლო და თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა კულებამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დენდიასთან შეხვედრაზე დაისვა ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხი. კულებას თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება ახლა უმთავრესი პრიორიტეტია. „საბერძნეთმა იცის ჩვენი მოთხოვნა და განიხილავს მას“, - განაცხადა კულებამ. როგორც ცნობილია, გერმანიამ Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაგზავნა საბერძნეთში, რათა უკრაინას BMP-1 ტიპის მანქანები მიაწოდოს.  

უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფად გადაცემის მოთხოვნით, ოფიციალურ ნოტას გაუგზავნის.  ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს „დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, თუ ისრაელი ნამდვილად თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში ირანის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, დროა, უკრაინის მხარე ღიად დაიჭიროს.  როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.  

ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას თქმით, ირანული წარმოების დრონების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ენით აღუწერელი ზიანის შესახებ, მან ლაპიდს ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, ლაპიდმა აღნიშნა, რომ იზიარებს „ღრმა შეშფოთებას ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ". ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება „დღეს საღამოს ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მან უახლესი ცნობები გამაცნო უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. მე მას გავუზიარე ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ. ისრაელი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით", - წერს ლაპიდი Twitter-ზე. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ნედ პრაისი: ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.  

კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენების თაობაზე რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ, კულებამ აღნიშნა, რომ რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ. „რუსული ტყუილი უკრაინაზე, თითქოსდა გეგმავს „ბინძური ბომბის" გამოყენებას, ისეთივე აბსურდულია, რამდენადაც საშიში. ჯერ ერთი, უკრაინა არის NPT-ის ერთგული წევრი: ჩვენ არც „ბინძური ბომბი" გვაქვს და არც რაიმეს შეძენას ვგეგმავთ. მეორეც, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.  

კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today). შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა. კერძოდ, კულება გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი წამყვანი უკრაინელი ბავშვების დახრჩობისკენ მოუწოდებდა. „მთავრობებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ RT, უნდა უყურონ ამ ამონარიდს. ეს არის ის, რის გვერდითაც ხართ, თუ RT-ს თქვენს ქვეყნებში ოპერირების უფლებას აძლესთ. აგრესიული გენოციდის წაქეზება (ამ ადამიანს ამისთვის გავასამართლებთ), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელ მსოფლიოში!“, - აცხადებს დმიტრო კულება.  

ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ „ბინძური ბომბზე“ რუსეთის განცხადების არავის სჯერა

რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინამ შესაძლოა, „ბინძური ბომბი“ გამოიყენოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კულებას განუცხადა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი ამის ესკალაციის საბაბად გამოყენებას შეეცდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, ის და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანმხდებიან, რომ „ბინძური ბომბის“ შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანიის შესაძლო მიზანია, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედება თავად ჩაიდინოს და სხვას გადააბრალოს.  „განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანმა განაცადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს ამის მისაღწევად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.  რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.  

დმიტრო კულება: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის საბაბი იპოვა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინამ მანამდე განაცახადა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლას გეგმავდა.  „ახლა მოსკოვმა „ხორბლის დერეფნის“ დაბლოკვის მიზეზი მოიფიქრა, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს მოსთხოვონ შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - განაცახდა კულებამ.   მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

კულება რუსეთის განცხადებაზე: საღამოს დანაშაულს სჩადიან, დილით „მოლაპარაკებას" გვთავაზობენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქცევის მოდელი ძალიან პროგნოზირებადია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთის ასეთმა საქციელმა არავინ უნდა მოატყუოს. კიევი: რუსეთის ერთადერთი რეალისტური წინადადება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა იყოს „რუსების ქცევა ასე პროგნოზირებადია: თუ ისინი საღამოს დანაშაულს ჩაიდენენ, ელოდეთ, რომ დილით შემოგთავაზებენ „მოლაპარაკებებს”. გუშინ მათ მილიონობით ადამიანი დააყენეს შიმშილის საფრთხის წინაშე, დღეს ისინი „მოლაპარაკებებისთვის“ მზადყოფნის იმიტაციას აკეთებენ“, - ანიშნავს კულება. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვან რუსეთს ცრუ საბაბით გადაკეტოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.  გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა ინიციატივის გახანგრძლივება და მისი ვადა 22 ნოემბერს იწურებოდა.  

დმიტრო კულებამ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ირანული დრონის ნაწილები წარმოადგინა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების შეხვედრისას წარმოადგინა ირანული წარმოების თვითმფრინავის ნამსხვრევები. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 40%-მდე განადგურდა ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. „დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩემი დღევანდელი გამოსვლისას მათ ვაჩვენე ირანული წარმოების თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც ახლახან დაესხა თავს კიევს. ირანმა უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად იყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი გლობალური ზეწოლისა და შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, - წერს კულება. უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ 3-4 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება. შეგახსენებთ, ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება - კულება

ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება - ზელენსკი დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი „არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა - ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ", - აღნიშნა კულებამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან. ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ. ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.  

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა და ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გეგმავენ

უკრაინისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ურმას რეინსალუმ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. „მე ვესაუბრე ჩემს მეგობარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას რეინსალუს. ჩვენ კოორდინირებული გვაქვს ნაბიჯები, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ჩადენილი აგრესიისა და დანაშაულისთვის“, - განაცხადა უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხები განიხილა ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. მდივანმა განიხილა შეერთებული შტატების ურყევი ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის განგრძობითი თავდასხმების შედეგების შემსუბუქებაში. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლების მნიშვნელობა 19 ნოემბერს ვადის ამოწურვამდე და მისი როლი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერაში. დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ეფექტიანობა ბრძოლის ველზე. მდივანმა გაიმეორა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების ჩარჩოს დრო და შინაარსი უკრაინის გადაწყვეტილებად რჩება.

კულება: უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ზბიგნევ რაუმ „სარაკეტო ინციდენტთან“ დაკავშირებული გამოძიების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მისივე თანახმად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ. „უკრაინა და პოლონეთი კონსტრუქციულად და ღიად ითანამშრომლებენ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტები უკვე იმყოფებიან პოლონეთში“, - განაცხადა კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“. 16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა  და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა  ჩამოვარდა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ  მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“. უკრაინა მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში

დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, მისი ქვეყნის მიერ გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა უკრაინას, რომ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს კიევს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უფრო კონკრეტულად, კულებამ მოითხოვა აშშ-ის ყველაზე მოწინავე და ძვირადღირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ი. „NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიოტების“ დრო დადგა“, - განაცხადა კულებამ, რომელიც ბლინკენს 17 ნოემბერს ესაუბრა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: უკრაინას და მსოფლიოს გამარჯვება სჭირდებათ და არა ფრე

„ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში შექმნის გაყინულ კონფლიქტს და ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. მან მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, არ წავიდნენ კომპრომისზე რუსეთთან. „ნუ შემოგვთავაზებთ კომპრომისებს ჩვენს სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან. რადგან ეს იქნება თქვენი კომპრომისები საკუთარ უსაფრთხოებასთან. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ მსგავსი ომები უნდა დასრულდეს სიკეთის გამარჯვებით ბოროტებაზე. სწორედ ახლა არის დრო, რომ უკრაინის გამარჯვება დავისახოთ მიზნად და ამისთვის ვიმუშაოთ კოლექტიურად, ვიდრე უდროოდ ვეძიოთ სამშვიდობო შეთანხმებები რუსეთთან. მოსკოვს არ შეუცვლია ულტიმატუმების ტონი და არ არის მზად ახლა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ თითქოს, მზად არიან სალაპარაკოდ, მაგრამ ეს მხოლოდ „კვამლის ფარდაა“ მათი მუდმივი აგრესიისთვის. ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ხარკოვისა და ხერსონის წარმატებული კონტრშეტევებით ამ შემოდგომაზე. უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ

„მოსკოვს არ შეუცვლია ულტიმატუმების ტონი და არ არის მზად ახლა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ თითქოს, მზად არიან სალაპარაკოდ, მაგრამ ეს მხოლოდ „კვამლის ფარდაა“ მათი მუდმივი აგრესიისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ხარკოვისა და ხერსონის წარმატებული კონტრშეტევებით ამ შემოდგომაზე. უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულებამ NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.  „NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია.  „არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ.  ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.   

კულება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ორ გზას ასახელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტის დაძლევის გზებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუსული სარაკეტო ტერორისგან დაცვის მნიშვნელობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „პირველი ვარიანტი არის ელექტროენერგიის შეძენა ევროკავშირში. მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე უკრაინაში, ამიტომ, საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა. მეორე მეთოდი გულისხმობს უკრაინის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობით, ტრანსფორმატორებით და გენერატორებით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - განაცხადა მინისტრმა. ამ კონტექსტში, კულებამ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ენერგეტიკული აღჭურვილობის სასწრაფო შესყიდვისთვის, 53 მილიონი დოლარის გამოყოფას. მისივე ინფორმაციიტ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ობიექტების მიმართულებით და იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში კულებაც მონაწილეობს.  

დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს. დეტალების გავრცელებას უკრაინის საგარეო უწყება მოგვიანებით გეგმავს. „ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავარკვიოთ, ვინ დგას ამის უკან. ეჭვგარეშეა, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ აუცილებელია ამ კამპანიაში ჩართული აგენტების და მთელი ქსელის მიკვლევა“, - განაცხადა კულებამ. ამასთან, Reuters-ი ადგილობრივ ტელეარხ La Sexta-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში, აშშ-ის საელჩოშიც მივიდა. 30 ნოემბერს, მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

Forbes: უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, მილიარდერი აღარ არის

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი მილიარდერი აღარ არის, წერს Forbes. ოთხ უკრაინელ ოლიგარქთან აფილირებული კომპანიები, სახელწიფო საკუთრებაში გადადის კოლომოისკის ქონება, რომელიც ომის დაწყებამდე $1,9 მილიარდად იყო შეფასებული, ახლა $850 მილიონამდე შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიების Ukrnafta და Ukrtatnafta-ს ნაციონალიზაცია გახდა, რომელთა წილები კოლომოისკის ეკუთვნოდა, აღნიშნავს გამოცემა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საწარმოების ნაციონალიზაცია უკრაინის დასაცავადაა აუცილებელი ამ საწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი . უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება „თავდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ განმარტა. მედია წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო „შოკი“ კოლომოისკისა და მისი გარემოცვისთვის. 2022 წლის ზაფხულში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ შესაძლოა, ხელი მოაწეროს განკარგულებას კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. პასპორტების შემოწმების სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის რეესტრში, მისი პასპორტი ბათილადაა მითითებული, მაგრამ განკარგულებაზე ხელმოწერის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.  

დმიტრო კულება: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიო ისტორია შეცვალეს

უკრაინის არმია არის სიკეთის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის შეიერაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, Twitter-ზე დაწერა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი დროის გმირებს: უკრაინელ კაცებსა და ქალებს. მათ წელს მსოფლიო ისტორია შეცვალეს. უკრაინის არმია არის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების საფუძვლებს“, - წერს დმიტრო კულება. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამხედროებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის მისალოცად, დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს.

უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა „საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაშიც მიიღეს

„საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმაც მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 დეკემბერს განაცხადა. „ყველას, ვინც განაგრძობს „ამ პაკეტების გაგზავნას და საელჩოების ტერორიზებას“, დმიტრო კულება სთხოვს, დამშვიდდნენ და დროს და ფულს ნუ ხარჯავენ საფოსტო მარკებზე. „ამით ვერაფერს მიაღწევთ. უკრაინული დიპლომატიის ყველა მტერს შემიძლია, გავუმეორო - ვერ მოახერხებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას“, - აცხადებს უკრაინელი დიპლომატი. მანამდე, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ „ეს არის კარგად დაგეგმილი ტერორისა და დაშინების კამპანია“ ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების მიმართ. თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება, იდგეს ამ ყველაფრის უკან. ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში, უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცათ უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში. მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.

„საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს

31 „საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.  მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ ტერორის კამპანია უპრეცედენტოა არამხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ გლობალურ დონეზე.  უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა „საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაშიც მიიღეს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საელჩოები და საკონსულოები უკვე ერთი კვირაა, გაზრდილი უსაფრთხოების ზომების პირობებში მუშაობენ. „ბოლო ორი დღის განმავლობაში, საეჭვო პაკეტები გაგზავნეს საელჩოებში იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთსა და დანიაში, ასევე საკონსულაციებში გდანსკში. საერთო ჯამში, ჩვენ უკვე გვაქვს 31 შემთხვევა 15 ქვეყანაში: ავსტრია (1), ვატიკანი (1), დანია (1), ესპანეთი (5), იტალია (4), ყაზახეთი (1), ნიდერლანდები (1), პოლონეთი (6 ), პორტუგალია (2), რუმინეთი (2), აშშ (1), უნგრეთი (2), საფრანგეთი (1), ხორვატია (1), ჩეხეთი (2)“, - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.

კულება: უკრაინას ექნება ყველა საჭირო იარაღი მტრის ჯარებისგან ტერიტორიის გასათავისუფლებლად

უკრაინას ექნება ყველა საჭირო იარაღი თავისი ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად - ეს მხოლოდ დროის საკითხია. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ეროვნული სატელეფონო მარათონის დროს გააკეთა. „თუ შევაჯამებთ საუბრებს არამხოლოდ ვაშინგტონში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, დასკვნა ასეთია: ყველა საჭირო იარაღი აქ იქნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, იარაღის მიწოდება ძალიან რთული ტექნიკური და ლოგისტიკური ოპერაციაა. შეგახსენებთ, რომ პენტაგონი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის, შეერთებულ შტატებში სამხედრო ბაზაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას განიხილავს.

აშშ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემას ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საჰაერო თავდაცვის დანადგარ Patriot-ებს, კიევს, ექვს თვეზე ნაკლებ დროში გაუგზავნის. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს სააგენტო აღნიშნავს, რომ Patriot-ების ოპერირების მიზნით სპეციალისტების მომზადებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი მანამდე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ სისტემაზე მუშაობისთვის უკრაინელი სამხედროების მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. Patriot-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის შესახებ უკრაინაში ოფიციალურად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებული შტატების ბოლო ვიზიტის დროს გამოცხადდა.  

დმიტრო კულებას თქმით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა უკრაინამ შესაძლოა, მომავალ წელს მიიღოს

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით. Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

უნგრეთმა „ევროკავშირის ფულისთვის ბრძოლაში“ უკრაინა მძევლად აიყვანა

უკრაინა მძევლად იქცა უნგრეთის მთავრობის, ვიქტორ ორბანის მეთაურობით,ევროკავშირის მიერ შეჩერებული დაფინანსებისთვის ამ უკანასკნელის ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც Politico-ს ესაუბრა. „უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. მან უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლისთვის, რომელსაც კომისიის ვალი აქვს. კარგი ამბავი ის არის, რომ კომისიამ იპოვა გზა, თუ როგორ უნდა გაეწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნგრეთის ხმის მიცემის გარეშე, ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ კრიტიკული შემთხვევებისთვის არის გამოსავალი“, - აღნიშნა კულებამ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში. ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. „ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.  

კულება: Partriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების რაც შეიძლება მალე განლაგებას ველოდებით

Partriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და უკრაინა მათ უმოკლეს ვადაში განლაგებას ელის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა. „გასული წელი დასრულდა რევოლუციური გადაწყვეტილებით,  რაზეც შეთანხმდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-iს ამ ნაბიჯს. ჩვენ ველით Partriot-ის რაც შეიძლება მალე განლაგებას. ამ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კულებამ. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი დიპლომატიური გუნდი ინტენსიურად მუშაობს ახალ გადაწყვეტილებებზე დასავლური ახალი ტიპის იარაღის, კერძოდ, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება - კულება

უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობაზე დათმობებზე არ წავა და მოლაპარაკება მხოლოდ სხვა საკითხებზეა შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ არაბულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არანაირი დათმობა არ შეიძლება. სხვა საკითხებზე შეგვიძლია მოლაპარაკება. ეს არის ძალიან ლეგიტიმური პოზიცია, რომელიც დაცულია საერთაშორისო სამართლის მიერ“, - განაცხადა კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კულება: იარაღზე ტაბუს დრო დასრულდა. გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წელს მოკავშირეები უკრაინას ახალ იარაღს გადასცემენ. დმიტრო კულებას თქმით, 2023 წლის პირველი კვირა სწორედ ამას მოწმობს. უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა - კულება უკრაინელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებით ტაბუ წარსულს ჩაბარდა. კულებამ დაამატა, რომ ეს „სასიხარულო ამბების კასკადი“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი გუნდის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. „ამ კვირაში პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს, ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამ-ოთხ ლიდერთან. იარაღის მიწოდების შესახებ ზოგიერთი გადაწყვეტილება ზარების დროს მყისიერად მიიღება, ნაწილი კი, მათი შედეგების მიხედვით.„ყოველი ასეთი ამბის შემდეგ (დაპირებული ახალი იარაღის შესახებ), კრემლში კბილების ღრჭიალს და რუსული ტელევიზიის მხრიდან ქვითინს უფრო ხშირად ვხედავთ“, - ამბობს დმიტრო კულება. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის საგარეო უწყება ლავროვს: მოსკოვს მოუწევს, შეასრულოს ზელენსკის მშვიდობის ფორმულა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ პირობებზე მოლაპარაკება შეუძლებელია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში. „ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის რეალური ზრახვები. მოსკოვს საერთოდ არ აქვს მშვიდობის ინტერესი“. ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დიდი ხანია, უგულვებელყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაამატა, რომ უკრაინამ მიიღო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისთვის". „ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 10 პუნქტს. მათი განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას უკრაინაში და შექმნის მექანიზმებს, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსული აგრესია მომავალში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.

კულება: უკრაინას პუტინთან მოლაპარაკებისკენ არავინ უბიძგებს, ამას აზრი არ აქვს

17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას არავინ უბიძგებს მოლაპარაკებებისკენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან მათთვის გასაგებია, რომ ასეთი ძალისხმევა უშედეგო იქნება. კულებას თქმით, არცერთი ძირითადი ქვეყანა არ მოუწოდებს უკრაინას პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, რადგან მათ ესმით პუტინის ქმედებები და მიაჩნიათ, რომ ასეთი დისკუსიები უშედეგო იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ წარმატებით გადაიტანა თავისი უახლოესი მოკავშირეების თავდაპირველი ფოკუსი უკრაინის გამარჯვებაზე ხაზგასმით. ემანულ მაკრონი: როდესაც ომი დაიწყო, ვცდილობდით, დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო, მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა  

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს - კულება

ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომში უკრაინა მოიგებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომლითაც ბრიუსელში, ჰააგასა და ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა. უმაღლესი დიპლომატის თქმით, ISW ის ორგანიზაციაა, რომლის განახლებულ ცნობებსაც უკრაინელები ყოველ დილით, პირველ რიგში ეცნობიან. ISW-ის ექსპერტები საომარი მოქმედებების შესახებ ანალიზსა და მათი განვითარების პერსპექტივებს რეგულარულად აქვეყნებენ.  

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა - კულება

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებას ციტირებს. მისი შეფასებით, პოლიტიკურ მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. „ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - აღნიშნავს კულება. მისი თქმით, უკრაინას არაფერი გაუკეთებია საქართველოსთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. „პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. მე შემიძლია, გითხრათ, რომ თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც. დმიტრო კულებას თქმით, სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. „მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის ისევე როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.  

კულებას თქმით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტის დაცვას გააგრძელებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 12 მარტს გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში მოუწოდა ბერლინს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის მიწოდება და დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე. კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის "ნომერ პირველი პრობლემაა" რუსეთის ძალებთან ბრძოლის მცდელობისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანელმა იარაღის მწარმოებლებმა უთხრეს, რომ მზად იყვნენ მიწოდებისთვის, მაგრამ მთავრობისგან ელოდნენ კონტრაქზე ხელმოწერას. „ასე რომ, პრობლემა მთავრობაშია“, - ციტირებდა კულებას. კულებას თქმით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ იქნება „მისი პოლიტიკური ჩართულობის ნათელი გზავნილი“. მისივე თქმით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტის დაცვას გააგრძელებს. „ბახმუტიდან რომ გავიდეთ, მას რუსეთი აიღებს და შემდეგ გააგრძელებს თავდასხმას ჩასივ იარზე, ასე რომ, ბახმუტის მიღმა ყველა ქალაქს შეიძლება იგივე ბედი ეწიოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

დმიტრო კულება: შავი ზღვა NATO-ს ზღვად უნდა იქცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს NATO-ს ზღვად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ სიტუაცია გაუარესდეს თუ უგულვებელყოფ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი წლებია, ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას. დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულებას შეფასებით, ვილნიუსში, NATO-ს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. „საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთ სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის მორიგი კონფერენციის გამართვის მიზნით ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.  

კულება: F-16-ის გადაცემა უკრაინისთვის, ევროპის უსაფრთხოებაში ათწლეულის ინვესტიცია იქნება

უკრაინის უზრუნველყოფა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „არ არსებობს რაციონალური არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღებს უკრაინა თანამედროვე დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინა არის ევროპის დამცველი. უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე. მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, შეასრულონ წამყვანი როლი უკრაინის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებაში და ამით აჩვენონ თავიანთი სტრატეგიული ლიდერობა.  

კულება მოლდოვაში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლდოვაში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლა პოპესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით!" დაწერა პოპესკუმ.  

უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული - კულება

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ამჟამად სამხედრო ალიანსის ოთხ წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთი არის „დიდი და მნიშვნელოვანი“. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტელეარხ 1+1-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, მედია დაინტერესდა, ვისზე ან რაზეა დამოკიდებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. „[ეს დამოკიდებულია] ალიანსის ოთხ წევრზე და ერთ-ერთი მათგანი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია NATO-ში“, - განაცხადა კულებამ. NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს, სამიტზე შეკრიბებიან. ივლისში, NATO-ს მომავალ სამიტზე, უკრაინას სურს, იხილოს ალიანსში გაწევრიანების კალენდარი ან ლოგისტიკური გეგმა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 28 აპრილს განაცხადა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობს პოდოლიაკი. მისივე თანახმად, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში.  „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინის ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა.  „ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 2022 წლის 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.

F-16-ებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის კონტრშეტევის შედეგზე იქნება დამოკიდებული - კულება

უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება დროის საკითხია და ეს დაკავშირებული იქნება უკრაინის კონტრშეტევის შედეგთან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტელეარხ 1+1-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენ მივიღებთ F-16-ს. ეს არის დროის საკითხი და ჩვენი სამუშაო - პრეზიდენტის გუნდის სამუშაო, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე მივიღოთ. ვფიქრობ, რომ მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება [უკრაინის] კონტრშეტევის შედეგთან“, - განაცხადა კულებამ. მისივე შეფასებით, უკრაინას უკვე რომ ჰქონოდა F-16, კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ბევრი უკრაინელი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის გადარჩენა. ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამჟამინდელი პრიორიტეტი საარტილერიო საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და F-16-ებია: „ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამავე ინტერვიუდან: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული - კულება  

კულება მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით სიახლეს აანონსებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირობა დადო, რომ უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, მალე დამატებით სიახლეებს გააზიარებს. „ამჟამად, ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო მიმდინარეობს ყველა დონეზე, რაც გვაახლოებს უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტიანად დახურვასთან, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ძალებს და ძირეულად ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა კულებამ.  

კულება დარწმუნებულია, რომ „საავიაციო კოალიცია“ წელს ჩამოყალიბდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას ეჭვი არ ეპარება, რომ საავიაციო კოალიცია წელს შეიქმნება. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. „არიან ქვეყნები, რომლებმაც, პრინციპში, განაცხადეს, რომ მზად იქნებიან, უზრუნველყონ ეს დასავლური თვითმფრინავები შესაბამისი კოალიციის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი პრეზიდენტის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია. და ყველა ჩვენგანის, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კულებამ. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის საკითხებში ლი ჰუიმ შესთავაზა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის დათმობა. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. „მაშინვე დავუკავშირდი ჩემს კოლეგებს დედაქალაქებში, სადაც ჩინეთის წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების აღიარებაზე, სადაც ახლა რუსეთი რჩება.  არ არის საჭირო ყველა სტატიაზე ემოციური რეაქცია. ჩვენ ვაკონტროლებთ პროცესს“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინის ზურგს უკან არავინ არაფერს გააკეთებს, რადგან უკრაინას აქვს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ყველა მთავარ პარტნიორთან. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დიალოგს ჩინეთთან. „მაგრამ ეს დიალოგი სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით წარიმართება. პირველი არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მეორე -  არ იარსებებს ინიციატივები, რომლებიც უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიულ დათმობას გულისხმობს. მესამე - არ განიხილება გაყინული კონფლიქტის საკითხი. უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მანამდე, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ევროპული ტურნეს დროს, ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუი დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.  

რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს. კულებამ აღნიშნა, რომ კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება. როგორც მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ უთქვამს, დაიწყო თუ არა მისმა ქვეყანამ კონტრშეტევა. დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ალბათ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „NATO-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ NATO-ს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება NATO-ს წევრი“, - აღნიშნა კულებამ. ინფორმაციისთვის, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, „ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას".  

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფოთა საბჭოს, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატას, რომ გადადგა ნაბიჯი შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის განბლოკვისთვის. დმიტრო კულება მადლობას უხდის შვეიცარიას სოლიდარობისთვის იმ ფონზე, რომ ის ნეიტრალიტეტს იცავს. „ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ ნაბიჯებს“, - წერს კულება. მანამდე, პირველ ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ არ დაამტკიცა ხსენებული ცვლილება. ზედა პალატის მიერ საკითხის კენჭისყრის შემდეგ კი, კანონში ცვლილებებს ისევ განიხილავენ. ცნობისთვის, შვეიცარიის სახელმწიფო საბჭომ, პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა. გადაწყვეტილებას 22 მომხრე და 17 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ოთხი კი, თავი შეიკავა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის რისკზე საუბრობდნენ.  რეექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ არღვევენ და იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იყენებენ. საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). პირველ ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.  

კულება: უკრაინაში უცხო ქვეყნები ჯარებს ომის დასრულებამდე არ განათავსებენ

უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნები შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე ჯარისკაცებს არ განათავსებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ტელეკომპანია 1+1-ს განუცხადა, რომ უკრაინა სხვა ქვეყნის ჯარების განთავსებას არ ითხოვს. „უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო ქვეყნები არ განათავსებენ ჯარებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ - ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი, ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ. მან კიდევ ერთხელ გაომეორა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ შეაჩერებს ახალ ომებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მისი ბრიგადები NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებში განლაგდებიან და დაიცავენ მათ. შეგახსენებთ, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.  

თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის საპასუხოდ აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება. „შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და NATO წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილნი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგები, რომლის მოცულობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რუსეთს დაეხმარა გაერკვია, როგორ არასწორად მოიქცა და საბოლოოდ გააძლიერებს. რუსეთი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს კულება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა მართალია, როდესაც პარტნიორებს ეუბნება, რომ ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსებს მის მიერ ოკუპირებული ყირიმის და მთელი უკრაინის დაკარგვა აუხსნას. „პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, საერთაშორისო კოალიციის გაძლიერებაზე, მხარი დაუჭიროს მშვიდობის ფორმულას და უკრაინის აღდგენას. ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნავს კულება. პესკოვის მტკიცებით, „უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა, ფაქტობრივად, დასრულებულია და კიევი სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ - კულება

ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, იმდენი კონტრშეტევა განხორციელდება, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უკვე იღებს გარკვეულ აღჭურვილობას, კერძოდ, „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი. „არსებობს იმედი, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამხოლოდ მიმდინარე კონტრშეტევის პერსპექტივიდან. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. თქვენ არ უნდა ჩათვალოთ ეს კონტრშეტევა ბოლოდ და გადამწყვეტად“, - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ Suspilne-ს.  

წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინას მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდება - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინელებს მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდებათ. „კონტრშეტევის ყველაზე დიდი გამოწვევა არის საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილურად და დროულად მიწოდება, ხოლო მეორე პრობლემა რუსეთის საჰაერო დომინირებაა“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

დროა დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი - კულება

დროა დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - წერს დმიტრო კულება „ტვიტერში.“ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა, რომ რუსეთში არსებული ვითარება განეხილა. ამის შესახებ სპიკერი, მეთიუ მილერი იუწყება. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიცვლება. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, შეერთებული შტატები თვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს“, - აცხადებს მეთიუ მილერი სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით. ბლინკენმა რუსეთში არსებული ვითარება თურქ კოლეგასთან განიხილა „მე და მდივანმა ბლინკენმა გავცვალეთ ჩვენი შეფასებები რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინა მის ტერიტორიაზე კონტრშეტევის მიზნების მიღწევაზე რჩება ორიენტირებული“, - დაწერა  Twitter-ზე თავის მხრივ, დმიტრო კულებამ. ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

კულება ბლინკენთან საუბრის შემდეგ: უკრაინა კონტრშეტევაზეა ორიენტირებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა, რომ რუსეთში არსებული ვითარება განეხილა. ამის შესახებ სპიკერი, მეთიუ მილერი იუწყება. „მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეიცვლება. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, შეერთებული შტატები თვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს“, - აცხადებს მეთიუ მილერი სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით. ბლინკენმა რუსეთში არსებული ვითარება თურქ კოლეგასთან განიხილა „მე და მდივანმა ბლინკენმა გავცვალეთ ჩვენი შეფასებები რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინა მის ტერიტორიაზე კონტრშეტევის მიზნების მიღწევაზე რჩება ორიენტირებული“, - დაწერა  Twitter-ზე თავის მხრივ, დმიტრო კულებამ. ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

კულება გერმანიას: არ გაიმეოროთ მერკელის შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა 2008 წელს დაუშვა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს. კულებას შეფასებით, მერკელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“. კიევი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ომის დროს ალიანსში მიღებას არ ელის. „მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა უკრაინის NATP-ში მიღებაა“, - განაცხადა კულებამ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში. 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს  

კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს მკაცრ რეაქციას უკრაინის მხრიდან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. მისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. „ხვალ დილით (4 ივლისს) საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი, ის გაემგზავრება საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა და დაგვიბრუნოს ჩვენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე“, - წერია კულებას განცხადებაში. ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს  

კულება: ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. „უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - დაწერა კულებამ. კულებამ პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ. „NATO-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები  

ბლინკენმა და კულებამ NATO-ს სამიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მხარეებმა რომლის NATO-ს სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ იმსჯელეს. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის NATO-ს სამიტის წინ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ამავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა იყო. სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს იწყება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა უკრაინის არმიის პროგრესი კონტრშეტევაში და ასევე, მზადება ვილნიუსის სამიტისთვის. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები მდივანმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და უსაფრთხოების მუდმივი დახმარება გრძელდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.  

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე.  კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ.  უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით  

კულება: უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება „მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - აღნიშნა დმიტრო კულებამ. ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. „უკრაინის მომავალი NATO-შია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”, - წერია კომუნიკეში.  

კულება NATO-ს სამიტზე: „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმით, რაც ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში აისახა, არამედ იმითაც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არამხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი. „კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან. „ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით NATO-ს წევრი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.  

კულება: რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისტორიიდან ისწავლეს და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მუდამ ერთად დადგებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობებზე, უკრაინა მეზობელ პოლონეთს დაუპირისპიროს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „პუტინის მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც მისი წარუმატებელი შეჭრა უკრაინაში.“ „რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისწავლეს ისტორიიდან და მუდამ ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ," - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს  

კულება: F-16-ები უკრაინას „მარცვლეულის დერეფნის“ დაცვის საშუალებას მისცემს

„თუ ჩვენ გვექნება F-16-ები, ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი რუსეთის შანტაჟზე,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებით“ შანტაჟთან დაკავშირებით განაცხადა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მინისტრის განცხადებით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ამ ტიპის თვითმფრინავებს, მით უფრო მალე შეძლებს ახალი დერეფნის ამოქმედებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე - შედეგად, 100 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე გავა, რაც ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. თეთრი სახლის ცნობით, უკრაინა თვითმფრინავებს ბოლომდე მიიღებს. მარცვლეულის გარიგების ჩაშლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია - უკრაინის დაზვერვა მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

დმიტრო კულება: საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საჭიროებაზე ხმები გაქრეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, უკრაინას რთული პოლიტიკური შემოდგომა ელის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, „მსოფლიოში გავრცელებული ხმებია," რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები. „ყველას ვაფრთხილებ, ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი იქნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, მაგრამ რთული შემოდგომა იქნება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „მძიმე შემოდგომა“ დიპლომატიური გაგებით, კულებამ უპასუხა, რომ იქნება ბევრი რთული საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას დასჭირდება „არა მხოლოდ ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან, არამედ - მთელი მსოფლიოდან.“ „თქვენ ისმენთ მთელ ამ ხმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისმის, რომ არის „პრობლემები;“ რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს ხმები გაქრეს,“ – განაცხადა კულებამ.

კულება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ. „ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება," - განაცხადა კულებამ. უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შემოდგომასა და და ზამთარში, უკრაინა ცის დაცვას ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ვერ შეძლებს. აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.  

კულებას თქმით, კიევს აქვს ყველა შანსი, რომ ფინეთისა და საქართველოს პრეცედენტისგან განსხვავებული სამშვიდობო პირობები მიიღოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევს აქვს ყველა შანსი, მიიღოს ისეთი სამშვიდობო პირობები, რაც სსრკ-ფინეთის ომის, რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიღებულისგან განსხვავდება. უკრაინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კიევი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის მომავლის შესახებ ონლაინ ლექციის დროს განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მიმართ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერას მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნა, რომ ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიომ ისწავლა წარსულის შეცდომებზე.“ შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა. განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“ „მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა. მანამდე საერთაშორისო მედიაში განხილვის თემა იყო  NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“ NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლებოდა, გამოსავალი ყოფილიყო არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე დისკუსია კიევისადმი NATO-ს გენმდივნის მხარდამჭერი გზავნილით დაიხურა.  იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება ხელსაყრელი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის  

კულება ჩეხეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტით ჩადის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. „29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე. „შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

კულება საუბრობს, როგორ გაათავისუფლა 31-მა მებრძოლმა რობოტინო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთში ვიიტის დროს ისაუბრა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინელი დამცველების კონტრშეტევის წარმატებაზე. კულებას თქმით, რობოტინო 31 ჯარისკაცისგან შემდგარმა კონსოლიდირებულმა ჯგუფმა გაათავისუფლა და მთელი ბატალიონის სამუშაო შეასრულა მაშინ, როცა ამ ტიპის ოპერაციებს ოთხასამდე სამხედრო სჭირდება. „ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კონტრშეტევის პროცესში. ეს უკიდურესად რთულია. ნაღმური ველების რაოდენობა უპრეცედენტოა. რუსული დრონები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები დომინირებენ ჰაერში. თანდათან მივაღწევთ წარმატებას. რამდენიმე დღის წინ ფრონტის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე გავარღვიეთ რუსული თავდაცვა და გავათავისუფლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რობოტინო,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა ჩაატარა უწყვეტი შეტევები ფრონტის ამ სექტორზე, გადაღლისა და დანაკარგების გამო, რაღაც მომენტში დაკარგა შეტევის გაგრძელების უნარი - შემდეგ კი, მიიღეს „რადიკალური გადაწყვეტილებები": შეიცვალა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა. უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს - მალიარი  

დმიტრო კულება: უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არამხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას. „რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არამხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად NATO-სა და მის ფარგლებს გარეთ,“ - აცხადებს დმიტრო კულება. 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის შეთანხმებას იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკიმ იარაღისა და თავდაცვის სისტემების უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.  

აფრიკა თავის ტერიტორიაზე უკრაინული იარაღის წარმოებით დაინტერესდა

აფრიკა დაინტერესებულია არამხოლოდ უკრაინული კომპანიებისგან იარაღის შეძენით, არამედ მათი წარმოების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, „დღეს აფრიკა ელოდება უკრაინული კომპანიების დაბრუნებას ამ ბაზარზე იარაღის გასაყიდად. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი დახურულია. [...] მეორე საკითხი, რომლითაც აფრიკა დაინტერესებულია, არის უკრაინული იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება მის ტერიტორიაზე. ეს ახალი ტენდენციაა, რადგან აფრიკელ პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინული იარაღი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის,“ - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინაში წარმოებული იარაღის გაყიდვასა და წარმოებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება, რადგან აფრიკა უკრაინას პარტნიორად ხედავს. კულება დარწმუნებულია, რომ აფრიკა დაბრუნდება უკრაინელი იარაღის მწარმოებლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების ტოპ ბაზრებზე.  

კულება: უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება

Forbes-მა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც კულებამ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია, ამიტომ ევროპელებმა უკრაინასთან ერთად უნდა გაიმარჯვონ. კულებას თქმით, ევროპაში ახლა გავრცელებულია ნარატივი, რომ უკრაინას ექნება გრძელვადიანი მხარდაჭერა, „რამდენიც სჭირდება“ გამარჯვებას. „ევროპისთვის ეს არის ეგზისტენციალური ომი. ევროპელებს ესმით, რომ ეს მათაც ეხებათ. მათ არ შეუძლიათ, ამ ომში არ მოიგონ უკრაინასთან ერთად. ეს იქნება ევროპის დასასრული, თუ უკრაინა წააგებს,“ - მიიჩნევს კულება. შეგახსენებთ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოკავშირეებმა დროის გამოცდას უნდა გაუძლონ უკრაინის დახმარების საკითხში, რადგან ახლა კრემლი დასავლეთის დაღლას იმედოვნებს. ამას ხაზი გაუსვა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებულ ვითარებაში ბუნებრივი და ლოგიკურია უკრაინის NATO-ში მიღება.  

კულება სლოვაკეთის ახალი მთავრობის მინისტრს პირველად შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელ იურაი ბლანართან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა.  კულებამ თავის სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას "კონსტრუქციული" უწოდა. მან სლოვაკეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერისთვის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. „მე ასევე მადლობელი ვარ ჩემი სლოვაკი კოლეგის, რომ თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა ჩვენს კომპანიებს შორის გაგრძელდება და სლოვაკეთის სარემონტო ცენტრი ასევე გააგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნა კულებამ. ბლანარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ახალი მთავრობის მინისტრია, რომელმაც მუშაობა ოქტომბერში დაიწყო. დანიშვნის შემდეგ ფიცომ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას მხარს არ დაუჭერს. ის ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს უკრაინის ჰუმანიტარულ და გარკვეულ პირობებში ფინანსურ დახმარებას. რობერტ ფიცოს პარტიამ 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების არჩევნების შედეგები ახლო მომავალში გამოწვევას არ შეუქმნის  

კულებამ უკრაინის სტრატეგიული მიზანი დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევის სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა. დმიტრო კულებამ NATO-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ უკრაინა-NATO-ს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისები არ იქნება. „ჩვენი სტრატეგიული მიზანი, 1991 წლის საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება და მის განხორციელებაში ხელს არაფერი შეგვიშლის. ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ მთავრობებს იგივე უნდა შესთავაზონ, გადასცენ სხვას თავისი ტერიტორიისა და ხალხის ნაწილი. გააკეთონ ეს და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია ამაზე საუბარი,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს

უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება IOC-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ მოუწოდებს ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმონ „ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს." კულებას თქმით, კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში და სწორედ ამას „აუნთო მწვანე შუქი“ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. „საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში," - წერს კულება სოციალურ ქსელში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.  

კულება: უკრანისადმი ევროკავშირის უარს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას შეფასებით, თუ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ეტყვიან, ამას „დამანგრეველი შედეგები“ მოჰყვება როგორც კიევისთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის. ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს გამართავენ უმაღლეს დონეზე შეხვედრას. მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. „ვერ წარმოვიდგენ, არც მინდა ვილაპარაკო იმ დამანგრეველ შედეგებზე, რაც მოხდება, თუკი [ევროპული] საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა კულებამ. ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება. დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება. შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა.  

დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე: ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს. „ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. უკრაინასა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებას თქმით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა. „მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა კულებამ. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის

უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ნახვა. კულებას თქმით, არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც სურს გაწევრიანების პროცესის შენელება და ამ გაწევრიანების შედეგების უფრო ფრთხილად შესწავლა - ეს არის უნგრეთი, მაგრამ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან ხანგრძლივი საუბრის შედეგების მიხედვით, საფრთხე, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, აშკარად მოიხსნა. „მან დაადასტურა, რომ საკითხი ამგვარად საერთოდ არ დგას,“ - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინულმა მხარემ მიიღო პირველი არასაჯარო და არაოფიციალური სიგნალი უნგრეთისგან, რაც შანსების ფანჯარაზე მიუთითებს. უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა მეორე დადებით პუნქტად მოიყვანა სლოვაკეთის საჯარო განცხადება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერის შესახებ. „დღეს არის ძალიან ფრთხილი სიგნალი უნგრეთიდან და ღია სიგნალი სლოვაკეთიდან, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდება. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ევროკავშირის სამიტი,“ - აღნიშნა კულებამ. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევის რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, მზად არიან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება. „თუმცა ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა იურაი ბლანარმა. ბლანარმა კვლავ განმარტა სლოვაკეთის პოზიცია, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. „ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა,“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სლოვაკეთმა მთავრობის ცვლილების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. რაც შეეხება უნგრეთს, მათ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კულებას განცხადება „დადებითი სიგნალების“ შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის." „წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian

უნგრეთის პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება - კულება

უკრაინის პრეზიდენტი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ორბანის ქმედებების მიუხედავად, ევროკავშირის დაფინანსება ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება. მისი თქმით, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.  „ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება," - აცხადებს კულება. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო  

დმიტრო კულება: 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადადების მიზეზი უნგრეთი არ ყოფილა

ევროკავშირის ქვეყნები დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას უკრაინას 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, თუნდაც უნგრეთის პოტენციური ვეტოს პირობებში, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაიდო 2024 წლის დასაწყისისთვის და არა უნგრეთის ვეტოს გამო. კულებას თქმით, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთს დამატებით დროს აძლევენ და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს. „მათ არ სურთ, ჰქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მიღება მუდმივად მიიღება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო  

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო. უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2024 წლის ივლისში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, კიევს სურს, მოისმინოს შეერთებული შტატების აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას. „ჩვენ ყოველთვის გვაქვს მაქსიმალური მოლოდინები, მაგრამ მხოლოდ ახლა დავიწყეთ პარტნიორებთან განხილვა ვაშინგტონის სამიტის შედეგების შესახებ. ეს დისკუსია დაიწყო უკრაინის ინიციატივით. ჩვენი მიდგომა იყო, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ განხილვას, შედეგები მით უკეთესი იქნება,“ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. დეტალების გამჟღავნების გარეშე, მინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსია "ძალიან ადრეულ ეტაპზეა.“ „რა თქმა უნდა, რადგან ეს არის საიუბილეო სამიტი და ჩატარდება ვაშინგტონში, ჩვენ დაგვჭირდება მოვისმინოთ აშშ-ის აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას, რადგან მათ აზრს აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება,“ - აღნიშნა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსის სამიტზე, ალიანსის წევრების მენტალიტეტში ცვლილება მოხდა, რაც გზას უხსნის უკრაინის რეალურ წევრობას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევანელოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმეტი ბიუროკრატიით, ზედმეტი დოკუმენტებითა და დამატებითი პროცედურებით,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტიანი მომზადება 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.  

კულება: რუსეთი უკრაინის სრული განადგურების გარდა, სხვა სცენარებს არ განიხილავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა იმ გენოციდის შესაჩერებლად, რასაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ სჩადის.“ „ვერანაირი საუბარი „ზავის“, „ტერიტორიების დროებით დათმობის“, „დაღლილობისა“, „მოლაპარაკებების“ და სხვა „დათმობების“ შესახებ ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას და რუსეთი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა უკრაინის სრული განადგურებისა,“ - ნათქვამია კულებას განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მათ მიმართა, ვინც ომით „დაიღალა“ და რუსეთის ფედერაციასთან „მოლაპარაკებების“ დაწყების პროპაგანდას ეწევა. „დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამაღალმა ხმებმა გააღვიძა. ვისურვებდი, რომ ამ აფეთქებების ხმების გაგონება, რომლებიც უკრაინაში ისმის, მთელ მსოფლიოში იყოს შესაძლებელი. ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინასა და პარლამენტში, სადაც ახლა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილება და ყველა რედაქციაში, სადაც წერენ „დაღლილობაზე“ ან „მოლაპარაკებებისთვის“ რუსეთის სავარაუდო მზადყოფნაზე. ეს ხმები არის ის, რისი თქმაც ნამდვილად სურს რუსეთს,“ - აღნიშნა კულებამ. დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის აგრესიაზე კოლექტიური პასუხი შეიძლება და უნდა იყოს უკრაინისთვის მხოლოდ მუდმივი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა. უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა  

დმიტრო კულება: ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ, უნდა იცოდე - როგორ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ფიქრობს, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლო არჩევას შეუძლია, ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ ტრამპისადმი მიდგომას იპოვიან. მისი თქმით, ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ. „ტრამპი თავისი, ასე ვიტყოდი, ულტრაქარიზმატული საქციელებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით აღიქმება. მაგრამ ვინ მიყიდა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი? - პრეზიდენტმა ტრამპმა - Javelin. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island და Mark-6 ტიპის კატერების, უფასო გადაცემა? - ტრამპმა. ვინ ებრძოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და სანქციები დაადო ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna, რომელიც ამ გაზსადენს აწყობდა? - ეს ტრამპი იყო,” - განაცხადა კულებამ. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრამპთან ან ნებისმიერ სხვა ამერიკელ ლიდერთან რაიმე შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა უარყო. „ამიტომ ტრამპი - ის ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან მუშაობა. თუ არჩევნებამდე მივა და თუ გაიმარჯვებს, ის სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ. ძალიან ბევრი „თუ“ არსებობს, მაგრამ უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არანაირი არჩევნების და არანაირი მოქმედი ან სამომავლო პოლიტიკოსების,“ - განაცხადა კულებამ.    

დმიტრო კულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე: ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ „გეგმა A-ში“

უკრაინას სჯერა "გეგმის A"-სი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატივა ("გეგმა B") არ აქვს. CNN-თან ინტერვიუში, კითხვას, როგორია უკრაინის "გეგმა B" იმ იარაღის დეფიციტის კომპენსირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებიდან ვერ მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ „გეგმა A-ში.“ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ყოველთვის იბრძვის იმ რესურსებით, რაც აქვს და როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა სწორად განაცხადა, რასაც უკრაინას აძლევენ, ქველმოქმედება არ არის. „ეს არის ინვესტიცია NATO-ს დასაცავად და ასევე ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დასაცავად,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი NATO-ზე თავდასხმას ვერ გაბედავს. „ისინი, ვინც თავიანთი საგარეო პოლიტიკური გათვლებით თვლიან, რომ პუტინი ვერ გაბედავს NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას, თუ დაინახავს, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შეუძლია, უზარმაზარ შეცდომას უშვებენ. როგორიც არ უნდა იყოს ფასი დღეს, ყველაფრის ფასი, რაც მოხდება, თუ უკრაინა დღეს დახმარებას არ მიიღებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამიტომ, გვჯერა „გეგმა A“-სი, ჩვენ ვმუშაობთ „გეგმა A“-ზე და ჩვენ მას განვახორციელებთ,“ - აღნიშნა კულებამ. ვაშინგტონში, 3 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 2023 წლის 27 დეკემბერს გამოიყო და თუ უახლოეს ხანში კონგრესი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიუჯეტში თანხა აღარ აქვთ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა 2024 წლის დასაწყისიდან უნდა განახლდეს. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.  პენტაგონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.  

კიევმა წარმოადგინა ხუთი ნაბიჯი, რომლითაც “დასავლეთს შეუძლია, უკრაინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმაროს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლურ დემოკრატიებს, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ამის შესახებ დიმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნაბიჯი, რომლებსაც ის დასავლეთისგან ელის, დაეხმარება უკრაინას რუსეთის დამარცხებაში. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს კულებამ გამოაქვეყნა ხუთი ნაბიჯის სია, რომელიც დასავლეთმა უნდა გადადგას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. კერძოდ: დააჩქაროს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უზრუნველყოს უკრაინა ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით; რაკეტებით 300 კმ-ზე მეტი დისტანციით; დაამტკიცოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად; რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  

უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს. „ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. „უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ. „მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.  

დმიტრო კულება: რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია, რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი,“ - განაცხადა კულებამ  El Pais-თან ინტერვიუში. დმიტრო კულებას თქმით, თანხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. „ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა კულებამ.  

ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია  

უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება გაზარდა, აქტიურად ვმუშაობთ წარმოების გაფართოებაზე - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ დრონების წარმოება, მათ შორის, FPV თვითმფრინავების წარმოება გაზარდა და ქვეყანა აქტიურად მუშაობს წარმოების გაფართოებაზე მოკავშირეებთან თანამშრომლობით. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთში ვიზიტის დროს მან ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან განიხილა რამდენიმე საკითხი, მათ შორის: საარტილერიო ჭურვების უზრუნველყოფა; გაყინული რუსული აქტივების გამოყენება; უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში. მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ ამ ძალისხმევის წინსვლის შემდგომ ნაბიჯებზე. „ჩვენ შევთანხმდით, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ, რათა ევროკავშირმა დააჩქაროს მისი ვალდებულების შესრულება მილიონი საარტილერიო ჭურვის მოწოდების შესახებ," - აღნიშნა კულებამ. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ესტონეთს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ კანონის მიღებისთვის და მოუწოდა ესტონეთის პარლამენტს, მიიღოს ის, რაც მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.  

კულება: საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა. კულებას თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს არამხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ, კონკრეტული ვადების დაცვას.   როგორც კულებამ აღნიშნა, ასევე განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე, დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ,“ - განაცხადა კულებამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. „საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ, ამ სფეროში დაგეხმაროთ“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება  

კულება: ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ. „ვფიქრობ, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რის შესახებაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონური ალიანსი. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა იმაზეც უნდა დაიწყოს საუბარი, თუ როგორ მოაგვარებენ ისინი საერთო პრობლემებს და რას გააკეთებენ ევროკავშირში. „პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, ერთ მთლიანობაში იცხოვრებს. უკრაინელები და პოლონელები ამ დიდი პროექტის ნაწილი იქნებიან და თავიანთ როლს შეასრულებენ. მე მჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული დისკუსიისკენ და პარტნიორობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კულება: იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, უკრაინისთვის სასწორზე ერის არსებობა დევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კონგრესის დახმარებაზე საუბრობს. როგორც კულება აღნიშნავს აშშ-ის კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს. ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ. „რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის. „თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა. „იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.  

კულება ამბობს, რომ მას მოლაპარაკებებზე ლავროვისთვის სახეში გარტყმის სურვილი ჰქონდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამბობს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა. უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთან ინტერვიუში, კულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა, ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაარტყა, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს. „ასეთი შემთხვევები ორჯერ-სამჯერ მქონდა,“ - განაცხადა კულებამ. მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ლავროვთან შეხვედრაზე, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 2022 წლის მარტში მოხდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა. Reuters-ის თანახმად, მაშინ კულება იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესაძლებლობას. შეხვედრა რაიმე შეთანხმების გარეშე დასრულდა და აღარ განმეორებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

დმიტრო კულება: 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტია, რუსეთი „ციდან ჩამოვაგდოთ“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის პრიორიტეტია, რუსეთს ცაზე კონტროლი ჩამოართვას. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია. კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება უნდა მოიცავდეს უკრაინის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომლებიც უკვე პროცესშია, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავებისა და ელექტრონული საომარი ტექნიკის უზრუნველყოფას. „ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ მტერს, რომელსაც არ სძინავს. ამას დრო სჭირდება.“ „2022 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, 50%, რომელიც ადრე იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2023 წელს ჩვენ გამოვიყვანეთ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან და ამან საშუალება მოგვცა, აღვადგინოთ მარცვლეულის დერეფანი", რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. 2024 წელი - და ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა რუსეთს ციდან გააგდებს. რადგან ის, ვინც აკონტროლებს ცას, განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი. 2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

კულება: უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივები სჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის გარკვევა ახლავე თუ არ მოხდება, მაშინ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და გამწვავებების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მათი მოგვარების ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი. „როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, ამისთვის გადაიხადო,” - განაცხადა კულებამ.  

კულება: უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას ნაკლები დახმარება დასჭირდებოდა მოკავშირეებისგან, თუ სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა. დმიტრო კულებას თქმით, უცხოური წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტების 95%-მდე ნაპოვნია რუსულ იარაღში. კულება ხაზს უსვამს, რომ დასავლეთი უნდა ეცადოს, რუსეთისთვის იარაღის წარმოების უნარისთვის ძირის გამოთხრას. „გარკვეული მონაცემებით, უკრაინაში განადგურებულ რუსულ იარაღში აღმოჩენილი უცხოური წარმოების კრიტიკული კომპონენტების 95%-მდე დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის,“ - წერს მინისტრი. კულება აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდება კერძო ფირმების ქმედებების შედეგია. ამასთან, მტრის მიერ იარაღში გამოყენებული კომპონენტები არა აუცილებლად სამხედრო საქონელი, არამედ, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებია. „რუსეთისთვის ამ სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხება მოითხოვს კერძო და საჯარო სექტორის ფართომასშტაბიან, შეთანხმებულ ძალისხმევას. მაგრამ ეს გადაარჩენს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს უკრაინაში და ხელს შეუშლის პუტინის საომარ მანქანას," - ამბობს კულება.  

კულება: Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს პუტინის გამარჯვების შესაძლებლობაზე ფიქრიც კი და დაიწყოს უკრაინის ყველა იარაღის მიცემა, რომელიც მას აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება. უკრაინული მედიის ცნობით, მან ამის შესახებ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. კულებამ რუსეთის მხრიდან მასიური შეტევების კომენტირებისას აღიარა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია, შესაძლოა, უფრო სერიოზულიც კი, ვიდრე ეს იყო თითქმის ორი წლის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში იყო. მიზეზი კი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ნაკლებობაა. კულებას იმედი აქვს, რომ გერმანიის უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში დაარწმუნებენ. გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე. „ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება,“ - განუცხადა მან მედიას. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა 17 იანვარს, გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო. „ჩვენ გამარჯვებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვესმოდეს, რომ დამარცხება ყველას ბევრად ძვირი დაუჯდება... საუკეთესო გზა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად,“ აღნიშნავს დმიტრო კულება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის არის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას გაუწევს.  

უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი უჟჰოროდში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს პეტერ სიიარტოს შეხვდნენ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაიწყეს მოლაპარაკებები უჟჰოროდში უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით,“- ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ  

კულება: პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Fox News-ის ყოფილ წამყანს ტაკერ კარლსონს მისცა. „დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ, მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს ის ხარკოვს ბომბავს და რამდენიმე ადამიანს კლავს. რუსებმა ცოცხლად დაწვეს პარალიზებული კაცი და მისი ცოლი, ისევე როგორც ხუთწევრიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები, მათი ოთხი და შვიდი წლის შვილები, და ახალშობილი. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დახმარება გაეწიოს სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში,” - წერს კულება. პუტინი ძველ ტყუილებს იმერეობს, ახალი ვერაფერი ვნახეთ - ევროკომისია  

კულება: დროა, პუტინთან მიმართებით გულუბრყვილობა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულბამ მოუწოდა მსოფლიოს, რომ "დასრულდეს გულუბრყვილობა" ვლადიმერ პუტინის მიმართ. შესაბამის პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა, როდესაც ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა. „პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა. ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა. დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა, დავასრულოთ გულუბრყვილობა, ვიდრე მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი,” - წერს კულება.  

კულება: ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტი უნდა შეჩერდეს და საბრძოლო მასალები უკრაინაში გაიგზავნოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს. „ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას ,“ - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარტნიორებთან ყოველ შეხვედრაზე ის საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს. „მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ. მათ დაუშვეს შეცდომები, რასაც აღიარებენ. გვიან გადაწყვიტეს საკუთარი წარმოების გაზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო შედეგებს ვიმკით", - განმარტა კულებამ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს.  

კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნიდან რუსეთის თავდასხმის შემდეგ წასულ უკრაინელებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნდნენ და მის გადარჩენაში პირადი წვლილი შეიტანონ. ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს ეს არჩევანი არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ვისაც არჩევანი აქვს, უნდა დაბრუნდეს და უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში დაეხმაროს. 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათი უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ევროკავშირში სარგებლობს დროებითი დაცვის მექანიზმით, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.  

კულება: უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოკავშირეებისგან ძლიერი გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია. „დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს. ის დასრულდა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება, ყველა ჩვენგანისთვის ეს კარგი არაფრით არ დასრულდება. აუცილებელია ყველა სახის იარაღისა და ამუნიციის შეუფერხებელი და დროული მიწოდებები, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და ევროპაში ომი უშუალოდ მასზე არ გავრცელდეს,” - განაცხადა დმიტრო კულებამ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა ახალი რეალობის მიღება, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა. „ეს, ჩემი აზრით, ის გზავნილია, რომლამდეც პარიზი მივიდა, როდესაც ერთი კვირის წინ სამიტი მოიწვია: ვისაც არ სჯერა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთაც შეიძლება მოხდეს, გავრცელდეს ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისთვის NATO-ს ტერიტორიაა, გთხოვთ, გაიღვიძეთ, ისტორიის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ, მოუსმინეთ, რას ამბობს ახლა პუტინი და 10 განსხვავება იპოვეთ. ვერ იპოვით,” - განაცხადა დმიტრო კულებამ.  

კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება. ვფიქრობ, საბოლოოდ NATO გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი,“ - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას. კულებას თქმით, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას. „სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.  

კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რომის პაპის ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას. უკრაინელი დიპლომატი მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს. „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს. ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს," - წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. კულება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.  

კულება: პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის.  კულებამ 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი NATO-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა. „პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი. მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღვკვეთოთ ვითარება, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებთან იბრძოლებენ, არის უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, ჩვენს ტერიტორიაზე,” - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცდება. „ის ბევრ სახელმწიფოს საკუთარ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ყოფნის უფლებას არ აღიარებს, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე, უნდა იყვნენ შეშფოთებულნი,” - განაცხადა კულებამ.  

კულება: პუტინი პათოლოგიური მატყუარაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც ცრუობს, როდესაც ის სასოწარკვეთით ცდილობს, უკრაინა ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად. მისი თქმით, პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებზე და სხვა. თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს „ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია, მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ, მთელი დასავლეთის მიმართ,“ - წერს კულება. შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC  

„მოგვეცით წყეული Patriot-ები, უკრაინას საჰაერო თავდაცვა ახლა სჭირდება“ - კულება

რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური თავდასხმების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც უკრაინას უიმედოდ სჭირდება თავის დასაცავად. „მოგვეცით წყეული Patriot-ები - ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან,“ განაცხადა დმიტრო კულებამ Politico-სთან. მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. „როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი ვნახოთ მიზეზი. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, „რომელსაც ვერ გაექცევი“, თუ სამიზნე ხარ. „ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კულება ინდოეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კულებას პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება. კულება ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება „მშვიდობის ფორმულას" დაეთმობა. „ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ,“ - წერს დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე. ნიუ დელი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ფონზე, დიპლომატიური გადაწყვეტისს მოწოდებით გამოდის. ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი დასავლური სანქციების შემდეგ, თუმცა აშშ-ის სანქციების ზეწოლა სულ უფრო მეტად ემუქრება ამ ვაჭრობას და ინდოეთს უწევს, უარი თქვას რუსული ნავთობით მოვაჭრე ტანკერების მომსახურებაზე. ამავდროულად, უკრაინა ცდილობს, ჩაერთოს ინდოეთთან და მოიპოვოს მისი მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულისთვის, ისევე როგორც სხვა ეკონომიკური პარტნიორობისთვის. „უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ,“ წერს კულება. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. ინდოეთში ვიზიტის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ნიუ დელის, როგორც "მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორს", რომელსაც აქვს "ძლიერი საერთაშორისო ხმა." უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ინდოეთ-უკრაინის კავშირებს. „ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მიზანი ინდოეთ-უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაა,“ აღნიშნა კულებამ.  

კულება: თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გადაინაცვლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გაემართება დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა „არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება, თავს დაესხას NATO-ს - ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ NATO-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა NATO-ს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო,” - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება და მათ დღემდე ყოფილ პროვინციებად განიხილავს. „ამდაგვარ, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება,” - განაცხადა კულებამ.    

კულება: საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა. კითხვას, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა: „ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თემაა - მოგვეცით Patriot-ები. Patriot-ები რომ გვქონოდა, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს არ დავკარგავდით,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრებს უკრაინული მხარე უცხოელ პარტნიორებთან - „საჰაერო თავდაცვის მიწოდების მაქსიმალური დაჩქარება.“ შეგახსენებთ, 11 აპრილს „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.  

კულება: ცუდი დღეა პუტინისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დახმარების დამტკიცების შემდეგ ამბობს, რომ ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა, ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება, შედრკეს. „ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედა დაჯერება იმისა, რომ ამერიკას შეუძლია მერყეობა, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისკენ და ვისკენაც დგას. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტის მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ,” - წერს კულება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა  

კულებამ მიანიშნა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის მონაწილეობა მშვიდობის მომდევნო სამიტში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ კიევი რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს არ ესწრაფვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მშვიდობის მომდევნო სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატით. უკრაინული მედიის ცნობით, კულებამ ეს ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ვინ შეიძლება, წარმოადგენდეს რუსეთს სამიტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ მოლაპარაკების „ძალიან წარმატებული გამოცდილება“, როცა უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, ხოლო გაერო და თურქეთი - რუსეთთან. „და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროსა და რუსეთს შორის და ასე შედგა შეთანხმება,“ - აღნიშნა კულებამ. მანვე განაცხადა, რომ კიევს დიდად არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, თუ გავითვალისწინებთ მის დანაშაულს და მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს, მოსპოს უკრაინის სახელმწიფო. შვეიცარიამ, სადაც მშვიდობის სამიტი გაიმართა, განაცხადა, რომ სამიტის შედეგებს განიხილავს რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეხვედრაში. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა. მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს მშვიდობის საფუძვლების შესახებ. უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამიტის მასპინძელი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, 17 ივნისს განახლებულ სიაზე დაყრდნობით წერს, რომ მასში აღარ არის რუანდა. ერთი დღით ადრე, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერები ერაყმა და იორდანიამ გაიწვიეს, რუანდა სიაში იყო. ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა მსოფლიო საპატრიარქო.  

უკრაინაში რამდენიმე მინისტრი გადადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის დმიტრო კულებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. პარლამენტში შესულია კულებას განცხადება გადადგომის შესახებ. მან დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკითხს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2020 წლიდან. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 3 სექტემბერს უკრაინის ორი ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა და ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი) გადადგა მას შემდეგ, რაც კიდევ სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მათი გადადგომა მოჰყვა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ოლექსანდრ კამიშინის, ასევე იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკასა და გარემოს დაცვის მინისტრის რუსლან სტრილეტსის გადაგომას. კამიშინმა, რომელიც მეთვალყურეობს იარაღის შიდა წარმოებას, განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას თავდაცვის სექტორში, მაგრამ სხვა ფუნქციით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებები მოხდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს შეწყობილი ერთმანეთთან, რომ უკრაინამ შეძლოს საუკეთესო შედეგების მიღწევა.