თეგი: დომინიკ რააბი
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი თანამშრომლების მიმართ ბულინგის შესახებ ბრალდებების გამო გადადგა
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა პარასკევს, დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ, რომელიც ეხებოდა საჩივრებს იმის შესახებ, რომ რააბი აბუჩად იგდებდა კოლეგებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მესამე ოფიციალური პირის დაკარგვა მათი პირადი ქცევის გამო ბოლო ექვს თვეში, დააზარალებს სუნაკის ძალისხმევას, რომელიც მმართველი კონსერვატიული პარტიის აღორძინებისკენ ისწრაფვის. თავად რააბი, რომელსაც ანალოგიურ მოპყრობაში სულ 24 თანამშრომელი ადანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, მომავალში უკმაყოფილო თანამშრომლები არასასურველი მინისტრებისგან გათავისუფლება ჩაგვრაში უსაფუძვლო ბრალდების დახმარებით შეძლებენ. სუნაკმა განაცხადა, რომ მან მიიღო რააბის გადადგომა ღრმა მწუხარებით, მაგრამ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, მინისტრებმა დაიცვან უმაღლესი სტანდარტები.