თეგი: დონეცკი
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რადას წევრები მიმართავენ გაეროს, ევროკომისიას, ეუთო-ს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ამასთან, დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა
რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუციის დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“. მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი გარკვეული სამხედრო ნაწილები თავიანთ ბაზებზე ბრუნდებიან.
აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია
აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციის გამოცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის მხრიდან ცინიკურ ნაბიჯად აფასებს. „მსგავსი განცხადებები არის შემდგომი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით გადაფარონ, რომ რუსეთი აგრესორია ამ კონფლიქტში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს, ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას. „ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით 15 თებერვალს მიმართა.
თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი სახელმწიფო არ ცნობს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან ერების თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაეროს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, სანავთობო ბაზა იწვის
რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, ბუდენოვსკის რაიონში სანავთობო ბაზა იწვის. ამასთან, სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრებიც ვრცელდება. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკში მტრის საბრძოლო მასალების, საწვავისა და საპოხი მასალების ბაზას რამდენჯერმე შეუტიეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო
დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „პირველი მატარებელი კროპივნიცკიში დღეს დილით ჩამოვიდა. ქალები, ბავშვები, მოხუცები...ყველას დახვდნენ და დააბინავეს, ყველას დაეხმარნენ", - წერს ვერეშჩუკი. უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს 29 ივლისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დონეცკის რეგიონიდან ადამიანების ევაკუაციას უზრუნველყოფს. მის ხელმძღვანელად ვერეშჩუკი აირჩიეს. შტაბში შედიან სამინისტროების, ძალოვანი უწყებებისა და სამხედრო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. დონეცკის რეგიონის დაუსახლებელ რაიონებში მცხოვრებთა ევაკუაცია სავარაუდოდ, გათბობის სეზონის დაწყებამდე გაგრძელდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონბასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დონეცკის რეგიონში, რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს - დაიღუპა 8 ადამიანი
"დონეცკის რეგიონში, ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ გაავრცელა. „დონეცკის რეგიონში, ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 4 პირი კი დაჭრილია. 4 დაჭრილს შორის 3 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საარტილერიო დაბომბვა. მათ ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, სადაც იმ დროისთვის ხალხმრავლობა იყო“, - წერს კირილენკო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დონეცკის ოლქიდან 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დახმარება 601 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის 15 ბავშვი და 22 ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 9795 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დონეცკის ოლქს, რომელიც ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, გაზი არ მიეწოდება, აქვს წყალმომარაგების პრობლემაა. დონეცკის ოლქში 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა.
დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას
მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა „ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახალი სანქციები და იარაღი უნდა იყოს პასუხი, რუსეთის ფსევდორეფერენდუმებზე კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.
ოკუპირებულ დონეცკში აფეთქება მოხდა. ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა იწვის
დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცმობით, ე.წ. ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მხარე ისევ ირონიით აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რასაც გაზის ბალონებთან მოწევა იწვევს. სხვა ოფიციალური დეტალები ჯერ არ ვრცელდება. უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 16 ოქტომბრამდე, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინაში დაახლოებით 65000 სამხედროს მიაღწია.
უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი
უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები დონეცკის რეგიონში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ავდიივკის და ბახმუტის დასახლებებთან. გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, 18:00 საათისთვის, რუსული ჯარები ცდილობენ დროებით დაკავებული ტერიტორიების დაკავებას და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას. მოწინააღმდეგე ძალისხმევას მიმართავს უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების ცალკეულ მიმართულებაზე შეკავების მიზნით, ხოლო ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. „დღეს მტერმა კიდევ ერთხელ განახორციელა სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, საომარი მოქმედებების კანონები და წესები. საერთო ჯამში, რუსულმა ჯარებმა განახორციელეს ორი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა და დაახლოებით 30 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიკოლაივში, ზაპოროჟიეს ოლქი მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. განახლებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს მტრის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის განადგურება დადასტურდა. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარის მიდამოებში განადგურდა ოთხი D-30 ტიპის ჰაუბიცა და სამი სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით, დაიღუპა 50-მდე რუსი ჯარისკაცი, ხოლო 40-მდე დაიჭრა. ერთი მიმართულებით დაზიანდა რუსული „ურაგანის“ ორი მრავალჯერადი რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 23 ოქტომბერს ექვსი დარტყმა განახორციელეს. დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექვსი ზონის განადგურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დღეს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავის მხრივ, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალ ძალას, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ხუთ ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და რუსული ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს. 23 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში დაკარგა დაახლოებით 67 470 ჯარისკაცი, მათ შორის 400 მხოლოდ გასულ დღეს“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მედია: დონეცკის დე ფაქტო პარლამენტის წევრი პიროგოვა, ქალაქის დაბომბვისას დაიღუპა
DPR-ის (დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა) სახალხო საბჭოს წევრი მარია პიროგოვა დონეცკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ წერს. მისი ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს. მანამდე პიროგოვა ჰუმანიტარული მისიით დონბასის სხვადასხვა ქალაქებს ეწვია, მათ შორის დებალცევეს და ასევე მოაწყო შემოქმედებითი მასტერკლასები „რესპუბლიკის ბავშვების“ პროგრამის ფარგლებში. ის ასევე დონბასში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების არხს კურირებდა.
ოკუპირებულ დონეცკში, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, დროებით ოკუპირებულ დონეცკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორისაა სატვირთო მანქანის მძღოლიც. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომლის მგზავრებს შორის ჯარისკაცები იყვნენ. უცხოური მედიის ცნობით, რომ სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
დონეცკში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი და „DPR-ის მთავრობის" თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო დონეცკში შეშ-ბეშის სასტუმროში ყოფნისას დაშავდნენ. რუსული მედიის ცნობით, დონეცკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა განხორციელდა. ეს ინფორმაცია მედიას დონეცკის რეგიონის ანექსირებული ნაწილის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმაც დაუდასტურა. მისივე თქმით, თავდასხმას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა. „ნაღმის ნამსხვრევით ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს პუშლინი. უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ერთი თვის წინ დიმიტრი როგოზინმა მედიას „სამეფო მგლების" ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ განუცხადა, რომელიც გამოცდილი სამხედრო მრჩევლებისგან და ექსპერტებისგან შედგება. ინსპექტირების ჯგუფის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.
მალიარი დონეცკის რეგიონზე: სოლედარში ძალიან რთული ვითარებაა
უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის ჯარებმა დიდი ძალისხმევა მიმართეს დონეცკის ოლქის საზღვრებთან მისასვლელად. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. დონეცკის ოლქის ზოგიერთ რაიონში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ზოგიერთ რაიონში კი, მტერი მიიწევს წინ. მისივე თქმით, რთული ვითარებაა ქალაქ სოლედარში. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.
Reuters: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რაიონებში წარმოებული სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ნახშირი მიმდინარე წელს, NATO-ს წევრ თურქეთშია ესპორტირებული. სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი. სააგენტომ კომენტარისთვის თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.
უკრაინელები დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. 21 იანვარს, ღამით გაავრცელებულ განცხადებაში „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე. რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად „დანიშნული“ დენის პუშილინის მტკიცებით კი, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ მიმართა, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, რადგან მან რუსული დაბომბვის სამიზნეები აღწერა. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ უხსენებია, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, მან რუსული დაბომბვის სამიზნეებზე ისაუბრა. „მხოლოდ ამ დღეს რუსმა ველურებმა ასზე მეტი ქალაქი და უკრაინული სოფელი დაბომბეს ცხრა რეგიონში: ჩერნიგოვიდან და სუმიდან მიკოლაივამდე და კიროვოგრადამდე. რუსეთის ყველაზე სასტიკი თავდასხმები დონეცკის რეგიონში იყო. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი 2014 წლიდან დაკარგა, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით, ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი: ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთი უკრაინის ამ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.