თეგი: დონორთა კონფერენცია
დონორთა კონფერენცია მოლდოვას, €100 მილიონს გამოუყოფს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მოლდოვისთვის, დახმარების ახალი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის მონაწილეები პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მაკრონმა თქვა, რომ თანხა გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად და ლტოლვილთა კრიზისის მართვის პროგრამას მოხმარდება. „როგორც ბერლინსა და ბუქარესტში, ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი ფული შეგვეგროვებინა მოლდოვისთვის და კერძო კომპანიებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ 100 მილიონზე მეტს, მათ შორის უკრაინიდან ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, რათა მათ მიიღონ განათლებაზე წვდომა", - განაცხადა მაკრონმა. მოლდოვა, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, დიდ სირთულეებს აწყდება ზამთრის დადგომასთან ერთად. მოსკოვმა კიშინიოვს, ბუნებრივ აირს მიწოდება დაახლოებით 40%-ით შეუმცირა, რაც ზიანს აყენებს მოლდოვას, რომ თავისი მოსახლეობისთვის საკმარისი ელექტროენერგია უზრუნველყოს. მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმა ამ გაზაფხულზე რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა. 5 აპრილს პლატფორმის პირველი კონფერენცია გაიმართა ბერლინში, 15 ივლისს კი მეორე კონფერენცია ბუქარესტში ჩატარდა. მოლდოვას, კონფერენციის ფარგლებში 77 მილიონი ევრო გამოეყო, საიდანაც 40 მილიონი გრანტი იყო.