თეგი: დსთ
დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს
2022 წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება-2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022", სულ ბოლოს კი მრავალეროვნულ "ეშელონ 2022"-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება "ზღუდე -2022" ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, "ურყევი ძმობა 2022"-ს, უმასპინძლებს. აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის რეგიონის კოლექტიური სწრაფი განლაგების ძალების ერთობლივი წვრთნა "Frontier - 2022" დაგეგმილია ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ხოლო ყირგიზეთში სამშვიდობო ნაწილებთან "ურღვევი" სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართება. ძმობა - 2022 წელი“. „ზომები მიზნად ისახავს (ОДКБ) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მზადყოფნის გაზრდას ამოცანების შესასრულებლად, როგორც ეს იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტში. ОДКБ-ში შედის ექვსი სახელმწიფო: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ
მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს, დსთ-ში ქვეყნის წევრობის შესაბამისობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ PRO TV-ს ეთერში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობა აპირებს, „გააანალიზოს“ როგორც საკანონმდებლო აქტები, ასევე შეთანხმებები დსთ-ში მოლდოვის წევრობის შესახებ. ეს საკითხი აქტუალური გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე და იმ დროს, როდესაც მოლდოვის პრიორიტეტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დსთ-ში მონაწილეობისთვის სამართლებრივ დაბრკოლებებს ვერ ხედავს, თუმცა, მისმა ქვეყანამ ორგანიზაციაში მონაწილეობის რეალური გავლენის შესაფასებლად მუშაობა დაიწყო. „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ, რომელზეც, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან იმოქმედა რეგიონულმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოლდოვისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. ინფორმაციისთვის, 2022 წელს, მარტში მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დსთ-დან გასვლის დროს შეარჩევს და ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საკმარისს პროგრესს მიაღწევს. მაისში, მოლდოვის პრეზიდენტმა კითხვას, აპირებს თუ არა მოლდოვა დსთ-დან გასვლას, უპასუხა, რომ „ვიდრე ქვეყანას შეუძლია, უპირატესობა მიიღოს ამ შეთანხმებიდან, მან ეს უნდა გააკეთოს“. „ახლა არსებობს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ დსთ-ში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებთანაც კომერციული ურთიერთობები გვაქბს. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა მაია სანდუმ. მანამადე, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს.
ყაზახეთმა სავალუტო კომიტეტის შესახებ, დსთ-ს შეთანხმება დატოვა
ყაზახეთმა, დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების მიერ 1995 წელს, სავალუტო კომიტეტის შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ შესაბამის პროტოკოლს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი, რომელიც ავტომატურად ძალაში შევიდა. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა კომიტეტი სახელმწიფოებს შორის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კორდინაციისთვის შეიქმნა. დსთ-ს წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი სავალუტო კომიტეტი, ასევე მიზნად ისახავდა ვალუტის კონტროლის საკითხებში თანამშრომლობასა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას.
უკრაინა დსთ-ს ქვეყნების საბაჟო შეთანხმებიდან გადის
უმაღლესმა რადამ საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებიდან უკრაინის გასვლის შესახებ კანონი მიიღო. საქმე ეხება დოკუმეტს, რომელსაც ხელი მოწერა მოსკოვში, 1994 წლის 15 აპრილს და უმაღლესმა რადამ 1999 წელს მოახდინა რატიფიცირება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება აქტუალური იყო იმ პერიოდში საბაჟო სფეროში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობით. კერძოდ, საკითხი ეხებოდა შესაბამისი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავდა უკანონო ქმედებების აღმოჩენას და ერთობლივი ღონისძიებების გატარებას. „ამჟამად, შეთანხმებამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა უკრაინისთვის და ის აღარ გამოიყენება“, - განმარტავს უკრაინული მხარე.
მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს.
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მმართველი პარტიის 55-მა დეპუტატმა [პარლამენტში სულ 101 დეპუტატია] მისცა ხმა. ოპოზიციური კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის დეპუტატებმა პარლამენტის სესიის ამ ნაწილს ბოიკოტი გამოუცხადეს. გადაწყვეტილება პარლამენტის მუდმივმოქმედმა ბიურომ პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მოლდოვა დსთ-ს IPA-ს სრულუფლებიანი წევრი 1998 წლის 2 ივნისს გახდა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.
მოლდოვა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს
მოლდოვის მთავრობამ დსთ-ს ფარგლებში განიარაღების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო კომისიის შესახებ შეთანხმების დენონსაციის პროექტი დაამტკიცა. მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ აღნიშნა, რომ 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რესპუბლიკისთვის არ არის აქტუალური. მისი თქმით, 1994 წელს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოლდოვა არ მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში. გარდა ამისა, მოლდოვას რესპუბლიკა იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს და ახორციელებს საერთაშორისო დოკუმენტებს განიარაღების სფეროში. კერძოდ, ევროპაში პირობითი შეიარაღებების შესახებ დოკუმენტს. მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მოლდოვის პარლამენტმა 9 ივლისს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დენონსაციის შესახებ ყველა კანონი პარლამენტს ახლა უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.
ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯაფაროვსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა. „საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ მუდმივი კონტაქტები და გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობის სულისკვეთებით, ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.
პუტინი და ლუკაშენკო დსთ-ს ფორმატის „არასრულყოფილად მუშაობას“ უჩივიან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია. „ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკო დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების საბჭოს სხდომაზე აცხადებდა, რომ სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. „საქართველომ პირველმა დატოვა ჩვენი ასოციაცია, უკრაინა დე ფაქტო ჩვენთან არ არის. მოლდოვასთან დაკავშირებით დიდი კითხვებია. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა," - აღნიშნა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება. მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის
მოლდოვის მთავრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) გამორიცხავს იმ ორგანიზაციების სიიდან, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურ საწევრო გადასახადს უხდის. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური ავრცელებს. მოლდოვა დსთ-დან გასასვლელად ემზადება. ფინანსთა მინისტრის პეტრუ როტარუს მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, თანხა, რომელსაც მოლდოვა 2023 წელს გამოყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევრო შენატანების გადასახდელად, 16 მილიონი ლეით - 66,5 მილიონიდან 50,5 მილიონ ლეიმდე მცირდება. კლება დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოლდოვა გადასახადს დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და თანამეგობრობის შვიდ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის აღარ გადაიხდის. ბოლო 4 წლის განმავლობაში დსთ-ს ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საწევრო გადასახადის სახით თითქმის 35 მილიონი ლეი ჩაირიცხა. ივლისში პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვის გასვლას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა,“ - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.
მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა
მოლდოვის პარლამენტი დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე ორი საკონსულტაციო დასკვნა დაამტკიცა, იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური. ამჯერად საუბარია დსთ-ში სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა კიევში, 1992 წლის 20 მარტს და ასევე, სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფების შექმნისა და ჩართვის დროებითი პროცედურის შესახებ ოქმს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, კიშინიოვმა დსთ-დან თანდათანობითი გასვლის შესახებ განაცხადა და უკვე გააუქმა ათობით ხელშეკრულება. მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის
მოლდოვა დსთ-ს დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს
მოლდოვის ხელისუფლება დსთ-ს ფარგლებში გაფორმებული თითქმის ყველა შეთანხმებიდან გამოსვლას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა დოინა გერმანმა ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ თითქმის ფინალურ ეტაპზე ვართ, მიზნად გვაქვს პროცესის დასრულება (დსთ-დან გასვლა - რედ.) 2024 წლის ბოლომდე დასრულება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი არ იქნება... ახლა ჩვენ ტექნიკურად ვარღვევთ დსთ-ს ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს,“- განაცხადა დეპუტატმა. გერმანელმა ასევე უპასუხა, მოაწერს თუ არა ხელს მოლდოვა დსთ-დან გასვლის დეკლარაციას, თუ ეს ავტომატურად მოხდება ყველა შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ. „ეს პროცესი სულაც არ უნდა დასრულდეს გაყვანის შესახებ რაიმე სახის განცხადებით ან საბოლოო პოზიციის გამოხატვით,“ - განაცხადა დეპუტატმა. მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა
უკრაინა დსთ-ს კიდევ ერთი შეთანხმებიდან გამოდის
მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ტარას მელნიჩუკმა განაცხადა. „უკრაინა გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დოკუმენტური დაშიფრული კომუნიკაციების სახელმწიფოთაშორისი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმებიდან, რომელსაც 1996 წლის 18 ოქტომბერს მოსკოვში მოეწერა ხელი,“ - განაცხადა მელნიჩუკმა. ეს იყო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ავტომატური სისტემის კომპონენტი. შეთანხმებით ასევე გათვალისწინებული იყო სახელმწიფოთაშორისი სისტემის ეროვნული ქვესისტემების შექმნა წევრი ქვეყნების საკუთარი სახსრების ხარჯზე. გარდა ამისა, სახელმწიფოებს სახელმწიფოთაშორის სისტემაში უნდა გამოეყენებინათ საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციის დაცვის საშუალებები, რომლებიც რუსეთის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებებით იყო უზრუნველყოფილი. 2018 წლის აგვისტოში უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საწესდებო ორგანოებში. მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. უკრაინა იყო 1991 წლის დეკემბერში დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მას ოფიციალურად არ მოუხდენია თანამეგობრობის წესდების რატიფიცირება, მაგრამ ჩართული იყო ორგანიზაციის მუშაობაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინას პრაქტიკულად აღარ მიუღია მონაწილეობა დსთ-ს საქმიანობაში. საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავიდა დსთ-დან, რომლის წევრიც 1993 წელს გახდა. დსთ-ში დარჩა ცხრა სახელმწიფო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა (2024 წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას) სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ასოცირებული წევრია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ს შეხვედრას არ დაესწრება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წარმომადგენელი მისი კოლეგების შეხვედრას - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დსთ-ის შეხვედრა 12 აპრილს, მინსკშია დანიშნული. სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ვარაუდით, მის გულისწყრომას იწვევს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში. დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ დაჯგუფებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს ამოქმედდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ - რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა - დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ თავისი დე-ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას. მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. შეხვედრა კონცენტრირებული იყო სომხეთის გამძლეობის გაღრმავებაზე და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.