თეგი: ეგვიპტე
Siemens ეგვიპტეში მაღალსიჩქარიან 2000 კილომეტრიან სარკინიგზო ქსელს ააშენებს
გერმანულმა Siemens Mobility-მა ეგვიპტის მთავრობასთან 2000 კილომეტრიანი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის აშენებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ DW წერს. Siemens-მა განაცხადა, რომ ქვეყანას 41 ჩქაროსნულ, 94 რეგიონულ და 41 სატვირთო ლოკომოტივს მიაწვდის. ხელშეკრულება ასევე რვა რკინიგზის სადგურის მშენებლობას და 15 წლის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურის მოვლას ითვალისწინებს. „მოძრავი შემადგენლობის, სიგნალიზაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის შემუშავებული ჩვენი უახლესი ტექნოლოგიებით, ეგვიპტეს ექნება მსოფლიოში სიდიდით მეექვსე და ყველაზე მოწინავე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი“, - თქვა კონგლომერატის Siemens AG აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა. Siemens-ის შვილობილი კომპანიის წილი პროექტში შეადგენს 8,1 მილიარდ ევროს, რაც მოიცავს 2,7 მილიარდ ევროს ოდენობის თავდაპირველ კონტრაქტს პირველი ხაზისთვის, რომელიც გაფორმებულია 2021 წელს. ჩქაროსნული რკინიგზის თანამედროვე ქსელი, რომლის სიგრძე დაახლოებით 2000 კილომეტრია, ქვეყნის 60 ქალაქს დააკავშირებს. მატარებლები ამ ხაზით საათში 230 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილდებიან. Siemens Mobility-ის თანახმად, ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90% შეძლებს ახალი სარკინიგზო ქსელით სარგებლობას. ახალი სარკინიგზო ქსელი სრულად იქნება ელექტრიფიცირებული, რაც CO2-ის გამოყოფას ავტობუსებთან ან საგზაო ტრანსპორტთან შედარებით 70%- მდე შეამცირებს, - აცხადებენ კომპანიაში. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, რომელიც კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას, განაცხადა, რომ ეგვიპტეში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სარკინიგზო სისტემისთვის ახალი ერა დაიწყო.
ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიის ხელმძღვანელი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარომ ლაპიდომს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან. შემდეგ ურსულა ფინ დერ ლაიენი კაიროში გაემგზავრება.
ისრაელი და ეგვიპტე ევროკავშირის ქვეყნებს გაზს მიაწვდიან
ევროკავშირს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. გაზს ისრაელში მოიპოვებენ, ეგვიპტეს კი მისი გათხევადებისა და ექსპორტისთვის აუცილებელი სიმძლავრეები აქვს. თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას. ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას. ცნობისათვის, ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, გაზის ორი მოქმედი საბადოა, რომელთა სიმძლავრე, ექსპერტების შეფასებით, 690 მილიარდი კუბური მეტრია. კიდევ ერთი საბადო ათვისების პროცესშია. შეთანხმების პირობებით, ისრაელის გაზი ჩავა ეგვიპტეში, გასათხევადებელ ტერმინალამდე, საიდანაც გათხევადებულ აირს ტანკერებით ევროპაში გადაიტანენ.
ბეირუთი, კაირო და დამასკო მზად არიან, არაბული გაზსადენის ექსპლუატაცია აღადგინონ
ლიბანის, ეგვიპტის და ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ბეირუთში „არაბული გაზსადენის“ აღდგენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ბეირუთში ლიბანის ენერგეტიკის მინისტრის ვალიდა ფაიადას, სირიასა და ბეირუთში ელჩის მოადგილის ალი აბდულქერიმისა და ბეირუთში ეგვიპტის ელჩის იარს ალავის მონაწილეობით შედგა. ეგვიპტის გაზის მიწოდების შედეგად, ლიბანის მოქალაქეები ელექტროენერგიას დამატებით 4 საათი მიიღებენ. „არაბული გაზსადენის“ მშენებლობაზე $1,2 მილიარდი დაიხარჯა. მილსადენის სიგრძე 1 200 კილომეტრია, აქედან 90 კილომეტრი სირიის ტერიტორიაზეა. გაზის მიწოდება ამ პროექტის ფარგლებში 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს შეჩერდა. ამის მიზეზი სინაის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების პირობები და სირიაში ომი გახდა. ლიბანში, სადაც 2019 წლიდან ეკონომიკური კრიზისია, სახელმწიფო ელექტროენერგიის მიწოდებას მხოლოდ 4 საათით უზრუნველყოფს.
აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი საუდის არაბეთში, ჯედაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო მხარეებს შორის მოლაპარაკება მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტის ფარგლებში გაიმართა. ეგვიპტის ლიდერის ადმინისტრაციამ გამოაცხადა „მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა და სტრატეგიული კოორდინაცია ორ მეგობარ ქვეყანას შორის". ალ-სისიმ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას უწოდა „დადებითი ფაქტორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის". შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები. ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს. Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება. ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში. Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.
ეგვიპტე სუეცის არხზე გემების გავლის საფასურს ზრდის
ეგვიპტის ხელისუფლება სუეცის არხზე ყველა ტიპის გემების გავლის საფასურს 2023 წლიდან 15%-ით გაზრდის. ამის შესახებ დღეს სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უსამა რაბიამ განაცხადა. „2023 წლის იანვრიდან, სუეცის არხით ყველა ტიპის გემების გადაადგილების საფასური გაიზრდება 15%-ით, ნაყარი გადამზიდავებისა და ტურისტული გემების საფასური 10%-ით “, - ნათქვამია არხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში. როგორც რაბიამ აღნიშნა, რომ სუეცის არხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება, გლობალურ ეკონომიკაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიიღო. კერძოდ, „ტანკერების დაქირავების ღირებულება მიმდინარე წლის განმავლობაში გაიზარდა 88%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემების ღირებულება - 11%-ით“, - განმარტავენ სუეცის არხის ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა. ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ხანრგძლივი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა ეგვიპტეში შესაძლოა, ელჩი დანიშნოს
თურქეთი და ეგვიპტე ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ეგვიპტეში ელჩი უახლოეს თვეებში დანიშნოს. მინისტრის განმარტებით, ხსენებულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. სირიასთან ეგვიპტის მსგავსი პროცესის შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა. „ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს (სირიის) ოპოზიციასთან. ოპოზიცია ასევე მონაწილეობს ასტანის მოლაპარაკებებში ასადის რეჟიმთან ერთად. თურქეთი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკური პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო მოლაპარაკებების აღორძინებას". ეს არის ჩართულობის ნაწილი. წინსვლა საკონსტიტუციო კომიტეტმა უნდა მიაღწიოს. მაგრამ იქ პროგრესი არ არის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ, მიმდინარე თვეში, კატარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ეგვიპტელ კოლეგას აბდელ-ფატაჰ ალ-სისის ხელი ჩამოართვა, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ საწყისად შეაფასა. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორი ქვეყნის სადაზვერვო დელეგაციები ეგვიპტეში შაბათ-კვირასაც შეხვდნენ ერთმანეთს. მეორე წყაროს ცნობით კი, მნიშვნელოვანი დისკუსიები დაიწყო და თურქეთი და ეგვიპტე აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას სამხედრო, პოლიტიკურ და კომერციულ საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე. „ახლახან, ცხრა წლის განმავლობაში პრობლემები შეგვხვდა. ჩვენ ეს ნაბიჯი იმ საღამოს კატარის ემირის მხარდაჭერით გადავდგით. ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა ალ-სისისთან ნახევარი საათის, ან 45 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა ერდოღანმა და მინისტრების დონეზე კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვა. ეგვიპტესა და თურქეთს ელჩები 2013 წლის შემდეგ არ დაუნიშნავთ, როდესაც ურთიერთობები ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ გაუარესდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაიმართა მოკლე შეხვედრები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იმავდროულად, თურქეთის საელჩო კაიროში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა საქმიანობას.
ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა
ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.
რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს
რუსეთმა შესაძლოა, ეგვიპტეში მარცვლეულის რუბლში გაყიდვა დაიწყოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთი ჯერ სისტემატურად არ გადასულა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე, ახლა ცენტრალური ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების მარეგულირებლებთან ამგვარი ურთიერთგადახდის მექანიზმის შექმნაზე. როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მომავალში მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ „გაზპრომბანკი“, არამედ „როსელხოზბანკი“. მარცვლეულის გარიგების ერთ-ერთი პირობაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის დაბრუნება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში, განმარტა აბრამჩენკომ. 2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბაზრი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასასვლელად უნდა მოემზადოს.
WP-ს ცნობით, ეგვიპტე რუსეთისთვის 40 ათასი რაკეტის საიდუმლოდ მიწოდებას გეგმავდა
The Washington Post-ი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ რუსეთში საიდუმლოდ გაგზავნის მიზნით, 40 ათასამდე რაკეტის წარმოების შესახებ განკარგულება გასცა. დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლო“, 2023 წლის 17 თებერვლით არის დათარიღებული, საუბარია რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდებაზე. კერძოდ, მასალების თანახმად, ალ-სისი სახელმწიფო მოხელეებს ავალებს, საიდუმლოდ შეინახონ რაკეტების წარმოება და მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები დასავლეთთან“. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს გამოცემას, რომ თეთრი სახლისთვის უცნობია, საბოლოოდ მართლაც მიაწოდა თუ არა ეგვიპტემ რუსეთს შეიარაღება. The Washington Post-ი წერს, რომ რუსეთის მთავრობისთვის იარაღის მიწოდებას შეიძლება, ეგვიპტის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს. ეგვიპტეს 1987 წლიდან ვაშინგტონისთვის NATO-ს გარეთ მყოფი ძირითადი პარტნიორის სტატუსი აქვს.
კირბის თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის. მანმდე, სავარაუდოდ, გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, კაირო ფარულად აპირებდა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, მიიღოს პასუხები რაც შეიძლება მალე, რათა დადგინდეს, თუ სად იყო დარღვევა. Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა. მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.
WP: ეგვიპტე რუსეთისთვის რაკეტების წარმოებაზე უარს აცხადებს
The Washington Post-ის ცნობით, ეგვიპტის ხელისუფლებამ, შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ თქვა უარი რუსეთისთვის რაკეტების ფარულად წარმოებასა და მიწოდების განზრახვაზე და ამის ნაცვლად ეგვიპტე დათანხმდა უკრაინისთვის განკუთვნილი 152 და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გაყიდვას. მარტის დასაწყისში აშშ-ის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შემდეგ, კაიროს ხელისუფლებამ შეაჩერა ამ გეგმის განხორციელება, წერს გაზეთი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. დოკუმენტში არ არის მითითებუილ დაუბრუნდა თუ არა ეგვიპტის ხელისუფლება რუსეთის არმიისთვის იარაღის მიწოდების გეგმას, ან გადასცა თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის განკუთვნილი დაპირებული საბრძოლო მასალა.
ეგვიპტურმა და ნორვეგიულმა კომპანიებმა ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტზე შეთანხმება გააფორმეს
ეგვიპტის ელექტროგადამცემმა (EETC) და ნორვეგიულმა Scatec-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესახებ იტალიის გავლით, ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის ოფისის განცხადებაში. „პრემიერ-მინისტრი, მოსტაფა მადბული დაესწრო EETC-სა და ნორვეგიულ კომპანია Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომლის მიზანიც ეგვიპტესა და ევროპას შორის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის შესწავლის დაწყება და განახლებადი ენერგიის ეგვიპტიდან ევროპაში იტალიის გავლით ექსპორტია“, - ნათქვამია მოხსენებაში. ეგვიპტის ელექტროენერგიის და განახლებადი ენერგიის მინისტრმა მოჰამედ შაკერმა აღნიშნა, რომ EETC-სა და Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა გაფორმდა ეგვიპტესა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ეგვიპტემ და ნორვეგიამ გასული წლის აპრილში მოაწერეს შეთანხმებას რამდენიმე პროექტზე, რომელიც განახლებადი ენერგიის განვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.
Bloomberg: ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. იტყობინება Bloomberg-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ეხება ამ სეზონზე მიწოდებას, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, რამდენად ახლოს არიან ქვეყნები შეთანხმებასთან. „მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთმა წამყვანმა მყიდველმა ეგვიპტემ 2017-2021 წლებში 62.6 მილიონი ტონა იმპორტი განახორციელა, 59.7% - რუსეთიდან და 22.3% - უკრაინიდან. რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა 17 ივლისს და თავდასხმები უკრაინის პორტებზე კვლავ აფერხებს კიევის მარცვლეულის ექსპორტს. მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს ეს და საკუთარი მარაგით შეცვალოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები გლობალურ ბაზრებზე. ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, ეგვიპტე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. ეგვიპტე იმავდროულად არის აშშ-ის ახლო სამხედრო პარტნიორი, რომელიც მას ყოველწლიურად 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს,“ - წერს მედია. ამასთან, კაირომ რუსეთისთვის ან უკრაინისთვის, მიმდინარე ომის დროს სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა
ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ცნობა ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა. „ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზის სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე,“ - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ. მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ცნობისათვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზაში შესვლას დასთანხმდა. ისრაელში ვიზიტისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-„ჰამასის“ ომი: ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება შეკრებას
ეგვიპტე დღეს, 21 ოქტომბერს მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. Reuters-ის ცნობით, კაიროს სამშვიდობო სამიტზე დამსწრეთა მოსალოდნელი სია ასეთი: პალესტინის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ბაჰრეინის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის მეფისნაცვალი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, იტალიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ლიდერები შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი, გაეროს გენერალური მდივანი, კვიპროსის პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ასევე - ჩინეთის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი. აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები. ცნობისთვის, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დილის 10 საათზე გაიხსნება. „თუ საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით ის, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო. საელჩო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ
ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, მაროკოში კი, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი ისრაელის სიმბოლოების მიმართ მტრული და ძალადობრივი ქმედებების ზრდაა. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა,“ -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ
კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ, საბოლოო ერთობლივი განცხადება დელეგაციებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერები დედაქალაქ კაიროში შეკრიბა, რათა ღაზის სექტორში „ჰუმანიტარული ტრაგედიის“ დასრულების მიზნით, საგზაო რუკა ეპოვათ. ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა. იორდანიის მეფე აბდულა II გამოვიდა მოწოდებით, რომ „დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზის ომი.“ როგორც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, Reuters-ის ცნობით, არაბმა ლიდერებმა „დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა“, ევროპელებმა კი, განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დიპლომატები, რომლებიც ამ სამიტს ესწრებოდნენ, თავად არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ სამიტი რაიმე გარღვევას მოიტანდა, შესაბამისად, მათი შეხვედრა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. Reuters-ის ცნობითვე, მაშინ, როცა არაბული და მუსლიმური სახელმწიფოები „ისრაელის თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტას“ ითხოვდნენ, დასავლეთის ქვეყნები ძირითადად ახმოვანებდნენ უფრო მოკრძალებულ მიზნებს, როგორიცაა, ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. იორდანიის მეფემ ისრაელის თავდასხმების შესახებ „გლობალურ დონეზე არსებული დუმილი დაგმო.“ ამასთან, ის კონფლიქტისადმი თანაბარი მიდგომის მოწოდებით გამოვიდა. საფრანგეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლა გამოიწვიოს. ბრიტანეთმა და გერმანიამ ისრაელის სამხედროებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, იტალიამ კი, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. სამიტს ისრაელი, აშშ და ირანი არ ესწრებოდნენ. ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, სამიტზე მხოლოდ კაიროს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაგზავნა, რომელიც სხდომაზე საჯაროდ არც კი გამოსულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიზანი „ერთმანეთის მოსმენა“ იყო. „ჩვენ გვესმის, რომ ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული სიტუაცია, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესი,“ აღნიშნა მიშელმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ეგვიპტის განცხადებით, რამდენიმე მესაზღვრე მსუბუქად დაშავდა ისრაელის ტანკის შემთხვევითი გასროლის შედეგად
ეგვიპტელი მესაზღვრეები მსუბუქად დაშავდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ტანკმა შემთხვევით ეგვიპტის საგუშაგო კოშკს გაუხსნა ცეცხლი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოდიში მოიხადა. CNN-ის ცნობით, ეგვიპტის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. „კვირას ღაზის სექტორში მიმდინარე შეტაკების დროს, ეგვიპტის სასაზღვრო საგუშაგო კოშკს შემთხვევით მოხვდა ისრაელის ტანკის ჭურვის ფრაგმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა,“ - განაცხადა ეგვიპტის შეიერაღებული ძალების სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ „დაუყოვნებლივ“ გამოხატა თავისი სინანული უნებლიე ინციდენტის გამო. ამასთან, ისრაელი მომხდარს იძიებს. ეგვიპტე ისრაელს და ღაზის სექტორს ესაზღვრება. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში რაკეტა აფეთქდა - მედია
დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.
ეგვიპტის ცნობით, ქალაქ ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა
ეგვიპტური მხარის ცნობით, ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა. მისი წარმომავლობა ჯერ დადგენილი არ არის. ისრაელის მედიის თანახმად, ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა al-Qahera news-მა გაავრცელა, რომელსაც ეგვიპტურ დაზვერვასთან კავშირები აქვს. დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იერიში იემენიდან განხორციელდა, სადაც ირანიდან მართული აჯანყებულები, ჰუსიტები მოქმედებენ. ჩამოვარდნილ დრონზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია. ცნობისთვის, ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.
BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა
სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.
CIA-ს დირექტორი ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებს შეხვდება - CNN
CNN-ის ცნობით, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებთან შეხვედრას სავარაუდოდ, ევროპაში გამართავს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტის მიზანი მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას. ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერნსი მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაში ჩართული იყო.
ერდოღანი ეგვიპტეში 12 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, იუწყება თურქული მედია. ერდოღანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ელ-სისი და თურქეთის ელჩი სალიჰ მუტლუ სენი დახვდნენ. ერდოღანს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი და სხვა პირები. ორშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავენ „ყველა ძალისხმევას“ ღაზას სექტორში „სისხლისღვრის“ შესაჩერებლად, ხოლო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ დაწერა, რომ შეხვედრები ასევე ეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს. ეს არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში, 2012 წლის შემდეგ. როგორც ცნობილია, ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და ღაზის სექტორში ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მისი ეს პოზიცია ისრაელის მოწინააღმდეგე ირანის პრეზიდენტმა მოიწონა, როდესაც ებრაჰიმ რაისი ანკარაში ვიზიტით იმყოფებოდა.