თეგი: ევან გერშკოვიჩი

WSJ: ევან გერშკოვიჩის საქმემ მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

აშშ-ის ელჩს რუსეთში, ამერიკელი ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს

აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ, Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ორშაბათს მოინახულა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „მე ვესტუმრე WSJ-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს დღეს, ლეფორტოვოს ციხეში - პირველად მოგვეცა ასეთი ნებართვა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ მისი უკანონო დაკავების შემდეგ,” - განაცხადა ელჩმა. „ის კარგად არის და ძლიერად რჩება. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ლინ ტრეისიმ. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 2 აპრილს, ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. The Wall Street Journal-ის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. შეერთებული შტატები გერშკოვიჩს უკანონოდ დაპატიმრებულად მიიჩნევს.  

Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს

Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმეზე მომუშავე იურიდიული გუნდი ამბობს, რომ სასამართლოს დაახლოებით 613,000 აშშ დოლარის ოდენობით გირაო შესთავაზა რეპორტიორის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. WSJ-ის მფლობელმა Dow Jones-მა წარმოადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ ევანი პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან, უზრუნველყონ გირაო 50 მილიონი რუბლის ოდენობით. მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში დაეტოვებინა, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მოუწოდა რუსეთს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეპორტიორი“. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.  

რუსეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

მოსკოვის ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti სასამართლოზე დაყრდნობით. წერს CNN. გერშკოვიჩი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკანონოდ დაკავებულად აღიარა. The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია" სასამართლოს გადაწყვეტილებით. „ბრალდებები აშკარად მცდარია და ჩვენ ვაგრძელებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვას“, - ნათქვამია განცხადებაში.  ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.