თეგი: ევა კაილი
კორუფციაში დადანაშაულებულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერეს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმ მას შემდეგ, რაც ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
ევროპარლამენტარები – ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ევა კაილის პატიმრობა სულ მცირე ორი თვით გახანგრძლივდა, მარკ ტარაბელას კი – სულ მცირე ერთი თვით. 11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.