თეგი: ევთანაზია
ნორვეგიის მთავრობამ ქვეყანაში სახელგანთქმული ლომვეშაპის, „ფრეიას“ ევთანაზია განახორციელა. მანამდე, საზოგადოებას მოუწოდა, მისთვის თავი აერიდებინათ. ნორვეგიის მეთევზეობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ფრენკ იენსენმა გადაწყვეტილება ადამიანების უსაფრთხოების მოტივით ახსნა. „ევთანაზიის გადაწყვეტილება მიღებულია ადამიანის უსაფრთხოებისთვის მუდმივი საფრთხის შეფასების საფუძველზე“, - აღნიშნა ფრენკ იენსენმა.
ნიდერლანდების ექსპრემიერმა და მისმა მეუღლემ, 93 წლის ასაკში, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს
ნიდერლანდების ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად, ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ბოლო ხანებში მძიმედ იყო ავად. ნიდერლანდებში ევთანაზია 2022 წლიდან კანონით არის დაშვებული. ვან აგტი 1970-იან წლებში პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება" ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში 1977 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა. შემდეგ წლებში ის იყო ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის კომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი იაპონიასა და აშშ-ში. 2019 წელს ვან აგტმა ინსულტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც მას ჯანმრთელობა სრულად აღარ აღუდგა. მისი მეუღლე, ეუგენიაც ბოლო წლებში ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. წყვილმა გადაწყვიტა, 70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და სიცოცხლე ევთანაზიით, "ხელიხელჩაკიდებულს" დაესრულებინათ. ევთანაზია მძიმედ ავადმყოფი ადამიანებისთვის, სიცოცხლის ნებაყოფლობით, უმტკივნეულო დასრულების პროცედურას წარმოადგენს.