თეგი: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი
ირანმა და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა, თავისუფალ ვაჭრობაზე მემორანდუმი გაფორმეს
ირანმა და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა (EAEU) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა მემორანდუმის გაფორების ცერემონია თეირანში, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალირეზა პეიმან-პაკის თანდასწრებით მოხდა. 2022 წლის დეკემბერში ირანის ელჩმა მოსკოვში კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ ირანმა დაასრულა მოლაპარაკებები EAEU-სთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა.