თეგი: ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის ელჩი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა შეკითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. „ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს, ორგანიზებულია მუშაობა საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი, მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.
ევროკავშირის ელჩი, ლუგარის ლაბორატორიის სპეციფიკას გაეცნო
ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი დაათვალიერეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატი ადგილზე გაეცნო იმ სამედიცინო ინვენტარს, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადასცა. ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები, ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ელჩის განცხადებით აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ. ევროკავშირის ელჩმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრე - ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ზელენსკიმ ყველას მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ - ალასანია „ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება, ეს პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებისას არის. „ქართული ოცნება“უბრალოდ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს რუსული ოცნება და მმართველი პარტია", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ელჩი ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსზე: ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ომის წლისთავს ეძღვნება. ელჩის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. „ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
ევროკავშირის ელჩი: გვინდა, საქართველო მივიღოთ ევროპულ ოჯახში
გვინდა, საქართველო მივიღოთ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის წევრობით - ღარიბაშვილი „გვინდა, საქართველო მივიღოთ ევროპულ ოჯახში. გვინდა, რომ საქართველოს წარმომადგენელს ადგილი ჰქონდეს საერთო მაგიდასთან... არ გვინდა, საქართველო მესამე ქვეყანა იყოს“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ BMGtv-სთან განაცხადა. ცნობითვის, დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე, ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.
მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს - ჰერჩინსკი
შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა. „შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ბორჯომში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "მე გავეცანი გარკვეულ ცნობებს, თუმცა ჩემთვის სრულად არ არის ცნობილი, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის დონემდე. ეს არ უნდა იყოს დაშვებული", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.