თეგი: ევრომაიდანი
უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე იანუკოვიჩსა და ყოფილ ძალოვნებს ბრალი წაუყენა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა. 2014 წლის თებერვალში კიევში ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა და ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მთელ რიგ დანაშაულებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, იანუკოვიჩთან ერთად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ედება ბრალი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის მოადგილეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს (SBU), თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ბერკუტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 18 თებერვლამდე დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე იანუკოვიჩი და ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირები არიან პასუხისმგებელნი.
პრეზიდენტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში. „პატივს მივაგებთ ღირსებისა და ურყევი თავისუფლების ათწლეულს! 2023 წელს ევრომაიდნიდან მე-10 იუბილე აღინიშნება - ძლიერი მომენტი, რომლის ექო საზღვრებს გასცდა, ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში,” - წერს ზურაბიშვილი X-ზე.