თეგი: ევროპის თავდაცვის სააგენტო
ევროპის თავდაცვის სააგენტომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ პირველი კონტრაქტები გააფორმა
ევროპის თავდაცვის სააგენტომ (EDA) 5 სექტემბერს ხელი მოაწერა 8 კონტრაქტს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი არაწევრი ქვეყნისთვის იარაღს ერთობლივად შეისყიდის. კონტრაქტების საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნორვეგია EDA-ს მეშვეობით 155მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენენ. საბრძოლო მასალა განკუთვნილია თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინას გადასცა, მათ შორისაა ფრანგული Caesar-ი, პოლონური Krab-ი, გერმანული Panzerhaubitze 2000 და სლოვაკური Zuzana. სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად და სავაჭრო საიდუმლოების დასაცავად EDA კონტრაქტორების სახელებსა და შეძენილი საბრძოლო მასალის ღირებულებას არ ასაჯაროებს. კონტრაქტები სამმხრივი მიდგომის ნაწილია, რაც უკრაინისთვის მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს. შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მარტში გააფორმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე