თეგი: ევროსაბჭო

საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინისა და პოლონეთის მიერ წარდგენილ წინადადებას ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო. საქართველოს პოზიციის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ, მაგრამ კარგავს წარმომადგენლობის უფლებას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტმა მიშელმა, საქართველოს პრეზიდნეტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

რუსეთი ევროპის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში(CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს. დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით რუსეთის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში. რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.  

რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს

216 ხმით არცერთის წინააღმდეგ -  რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. „25-წლიანი წევრობის ისტორიით ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიაში. ჩვენი წევრი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესია მიუღებელია, ძახილის ნიშანი. დაასრულეთ ომი ახლავე“, – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი მიკრობლოგ Twitter-ზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუიჯი დი მაიო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. „როგორც ევროპის საბჭოს ლიდერებმა, ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ გამოიწვია მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, დაწყებულიყო რუსეთის ფედერაციის ევროპის საბჭოდან გარიცხვის პროცედურა. დღეს საღამოს, საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ უნდა იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო. მინისტრთა კომიტეტი ხვალ დილით რიგგარეშე სხდომას გამართავს ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი შეტყობინების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ, ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და განვაგრძოთ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის ძიებას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, ამ რთულ დროს ევროპა მტკიცედ დადგეს უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.  ამავე თემაზე რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის €1 მილიარდს გამოუყოფს

ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში რუსეთის აგრესიის ფონზე სამხედრო დახმარება გაუორმაგოს. კერძოდ, უკრაინა €500 მილიონის ნაცვლად €1 მილიარდს მიიღებს.  „არაპროვოცირებული და დაუსაბუთებელი აგრესია რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მიმართებით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდების პრინციპებს. საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთსა და მისი მოკავშრე ბელორუსს ეკისრებს სრული პასუხისმგებლობა აგრესიულ ომზე და დამნაშავეები დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე და ობიეტებზე თავდასხმებისთვის“, - ნათქვამია  ევროსაბჭოს ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაში.  ევროკავშირი ითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. შეიარაღებული ძალები და ტექნიკა  გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტესა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას სამხედეო დახმარების ფარგლებში € 500 მილიონს გამოუყოფდა.  ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში

"ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ანგარიშში ასახულია 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. „ანგარიშში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, როგორიც არის სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავებაზე, ასევე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შედეგად გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარება. ამასთან, აღნიშნულია ევროპის საბჭოს როლი და ჩართულობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი აირჩია ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარედ.    

შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს, ძირს უთხრის

რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინიუს ტაინი კოქსს 13 ოქტომბერს მიღებულ PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. "ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას. 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით. მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.  შეგახსენებთ, რომ ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.  

პუტინმა სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ივან სოლტანოვსკი, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გაათავისუფლა.  რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს „გაათავისუფლეთ ივან დიმიტრიევიჩ სოლტანოვსკი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ევროპის საბჭოში სტრასბურგში, (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, - ნათქვამია დოკუმენტში. რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს. 16 მარტს კი დაჩქარებული წესით ამ ორგანიზაციიდან გარიცხეს.  უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.  

ევროკავშირის საბჭომ, 2023 წელს უკრაინისთვის €18 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უკრაინას 2023 წლის განმავლობაში 18 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს საღამოს გამოაცხადა. წერილობით მიღებული წინადადება მომავალ კვირას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა.  ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე. „2023 წელს უკრაინა 18 მილიარდ ევროს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისესხებს. ​​ევროკავშირის წევრი ქვეყნები საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე დაფარავენ. სესხების გარანტიები უზრუნველყოფილია ან ევროკავშირის ბიუჯეტით, ან წევრი ქვეყნების მიერ“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.  

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება

საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე. „როგორც უკვე განვაცხადეთ, ეს კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, მნიშვნელოვან შეშფოთებას ბადებს მისი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. გუშინ მისმა ნაჩქარევად მიღებამ, ყველა შესაბამის მხარესთან დიალოგისა და ჯეროვანი კონსულტაციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ქართული საზოგადოებაში განხეთქილებისა და პოლარიზაციის გაზრდას. ის, როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას“. თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის, ვენეციის კომისიის სათანადო შეფასების გარეშე. მათ, აგრეთვე აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია სრულად უნდა გაიზიაროს არამხოლოდ წერილობით, არამედ, სულისკვეთების მხრივაც. „ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“. თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. მათ აგრეთვე მოუწოდეს მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს კანონის ფარგლებს. თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს 2023 წლის 27-29 მარტს გეგმავენ.

რა წერია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პენიტენციური სისტემის შესახებ სტატისტიკას ასახავს

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104; პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე. ევროსაბჭოს 2023 წლის კვლევის თანახმად, პატიმრების რაოდენობით თურქეთი უპირობო ლიდერია 303 945 პატიმრით. მას დიდი ბრიტანეთი (88 225) და პოლონეთი (71 874) მოსდევენ. ათეულში არიან საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, უკრაინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მსჯავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%). 2023 წლის კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. იმ დროისთვის საქართველოში სულ 9389 პატიმარი იყო. ევროსაბჭოს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ ადამიანს სცდება, პატიმრების საშუალო ასაკი 38 წელი იყო. საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა პატიმრები ბულგარეთში, დანიასა და საფრანგეთში ჰყავთ, ხოლო ყველაზე „ხანდაზმულები“ - საქართველოში. ბულგარეთში პატიმრების საშუალო ასაკი 31 წელია, საქართველოში კი - 44. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი - 14 თვე. ყველაზე მაღალი რიცხვები ამ კატეგორიაში პორტუგალიაზე, უკრაინასა და მოლდოვაზე მოდის - 31, 28 და 28 თვე. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 100 000 სულ მოსახლეზე 264 პატიმრით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს შორის მესამე ადგილზე იყო. სიის სათავეში რუსეთი და თურქეთი იყვნენ. მონაცემები 2019 წლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შეგროვდა.   

რუსეთის აგრესია ადასტურებს, რომ დიქტატურა საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის შეფასებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ცხადყოფს, რომ დიქტატურა საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. კომიტეტის შეფასებით, არამხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია, რომ რუსეთში დემოკრატია აღდგეს. კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა მომავალი დროებითი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პასუხის აგებინებს მათი ქმედებებისთვის.