თეგი: ეთიოპია
ეთიოპიამ უკრაინული მარცვლეულის პირველი პარტია მიიღო
ეთიოპიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის პირველი პარტია მიიღო. პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება გაეროს ინფორმაციით, ეთიოპიაში 20 000 ტონაზე მეტი უკრაინული ხორბლის ჩატანა, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეთიოპიაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. უკრაინიდან ქვეყანაში შემოტანილი მარცვლეული ერთი თვის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს გამოკვებავს. ეთიოპიაში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად გვალვაა. სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.
BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა
სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.