თეგი: ეკლესია
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. ცნობისთვის, დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. ცნობისთვის, 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება უკრაინის ეკლესიის სინოდმა დღეს მიიღო. დოკუმენტი გმობს ომს უკრაინაში და გამოხატავს უთანხმოებას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის პოზიციასთან უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. სინოდმა ასევე მოუწოდა კიევსა და მოსკოვს, გააგრძელონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი და „მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას“. სინოდმა დაისახა მიზნად, სულიერი მზრუნველობის გარეშე არ დატოვოს ლტოლვილები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს ბოლო სამი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, უკრაინის სქიზმატური მართლმადიდებლური ეკლესიას შესთავაზა დიალოგის განახლება.
ლატვიის პრეზიდენტი მოსკოვის საპატრიარქოსგან, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფის ინიციატივით გამოდის
ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამ დროისთვის ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა. ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.
სეიმმა ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა
სეიმმა ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა კანონით აღიარა. კანონს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ადგენს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ეპარქიებით, კრებებითა და დაწესებულებებით სრულიად დამოუკიდებელია ლატვიის ფარგლებს გარეთ მოქმედი ეკლესიის ნებისმიერი ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, სეიმს განსახილველად, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ კანონში ცვლილებები 5 სექტემბერს წარუდგინა, რომელიც ლატვიის ეკლესიისთვის დამოუკიდებელი (ავროკეფალია) სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა კანონში ცვლილებები ლატვიის იუსტიციის მინისტრის იანის ბოროდანსის მონაწილეობით მომზადდა. „როდესაც კანონი ძალაში შევა, მოსკოვის საპატრიარქოს ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, გამოირიცხება. მოსკოვის პატრიარქთან კავშირზე უარის თქმა, არსებითი საკითხია ჩვენი მართლმადიდებლებისთვის, მთელი ლატვიის საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, კანონი ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ სტატუსს აღადგენს და მოსკოვის პატრიარქის გავლენას გამორიცხავს.
რადაში, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესიის საქმიანობის აკრძელვაზე, კანონპროექტი შევიდა
უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა იკრძალება. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია კანონპროექტის ინიციატორია, სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი. „კანონპროექტის მიზანია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა, რადგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ღია ანტიუკრაინულ, დივერსიულ აქტივობებსა და მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა, ირინა ფრიზმა. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს მისივე თქმით, მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის სახელმწიფოსთვის მინიჭებული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კიევ-პეჩორის ლავრაში და ეკლესიებში ჩხრეკა ჩაატარა. ლავრის ტერიტორიაზე ჩხრეკისას აღმოჩენილია რუსული პროპაგანდისტული მასალები და ნაღდი ფული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
მეუფე სვიმეონი: წინა დღეებში ეკლესიაზე, ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე თავდასხმა იყო და შედეგმაც არ დააყოვნა
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ქადაგების დროს, მის ეპარქიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „არამარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში მოხდა. მოგეხსენებათ, წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა“, - განაცხადა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს მისივე თქმით, დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მეორე თვალშიც მხედველობა აღუდგა და შედარებით უკეთესად არის. ღვთის შეწევნით ის მალე დატოვებს საავადმყოფოს და ჩვენს გვერდით იქნება“. სვიმეონმა ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე სიძულვილის ენამ მიიყვანა. „რომელი საუკუნეა? მე მასწავლიან სიკეთის კეთებას? მე მასწავლიან როგორი უნდა ვიყო? საკუთარი სიცოცხლე მაქვს გადადებული და მე მასწავლიან რა არის სწორი ცხოვრება? აი, ამ სიძულვილის ენამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქართველი კაცი ეკლესიების წინააღმდეგ გახადა. სახალხო დამცველი ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება ვაი, ქართველებო. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე თავდასხმა მომხდარიყოს. ეკლესიის შეურაცხყოფამ და ამდენმა დევნამ რა მოიტანა, საზოგადოებამ დაინახა. ეკლესიაზე თუ მონაზვნებზე გაჭირვებული ადამიანები როგორ უნდა წააქეზო”,-განაცხადა ეპისკოპოსმა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა
უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება
უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძლება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი - „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობის შესახებ“. ამასთან, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ქარტიის რელიგიური შემოწმების პროცესი და მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირი გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზომები კანონის ფარგლებში მიიღოს. ასევე შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება განკარგონ ის ქონება, რომელიც კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ასევე ზელენსკიმ დაავალა ყველა შესაბამის ორგანოს, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები. „სახელები მალე გახდება ცნობილი“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოსკოვისგან დამოუკიდებლობის დაჩქარება მოითხოვა
ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ, რომელიც ვილნიუსში გამართა, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაგმო და გადაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსგან კიდევ უფრო დიდი დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესი დააჩქაროს. ინფორმაცია ვილნიუსში 27 დეკემბერს ჩატარებული კრების შესახებ, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. შეხვედრას, სასულიერო პირებთან და მონასტრებთან ერთად, ესწრებოდნენ ლიტვის ყველა მართლმადიდებლური სამრევლოების წარმომადგენლები საერო პირებიდან, განაცხადა ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესმდივანმა მარია იაკუბოვსკაიამ. კრების მონაწილეთა განცხადებით, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპული პოზიციაა, რომ მისი სტატუსი რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს. საეპისკოპოსო შედის ლიეტუვის ტრადიციულ რელიგიურ თემებს შორის და დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციაა, თუმცა, კანონიკური კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან. კრების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კავშირი არ წარმოადგენს შეფერხებას ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.
ქვეყანა როდესაც ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია - ზურაბიშვილი
გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას
„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი - შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, ვერ შევძელით მოგვეთხრო, თუ როგორ მოხდა ჩვენში, ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრა საიმისოდ, რომ მათ შემდეგ, როგორც სვიმეონ მიმრქმელს, გასჩენოდათ ეს ძლიერი სწრაფვა და მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა. ჩვენს შვილებს, ბავშვებს, ძალიან ბევრი საცდური აქვთ ამ ცხოვრებაში, მოყოლებული ჩვილობის ასაკიდან, მათი მთავარი აზრი და სიტყვა რა არის? ეს არის „მინდა“. ეს ათასგვარი სურვილი, რომელიც მათ იპყრობს თვალით ნანახის თუ გაგონილის მეშვეობით, თუ სხვადასხვა ვნების საშუალებით, შურის, ვერცხლისმოყვარეობის თუ ამქვეყნიური წარმატების სურვილის და ა.შ. მეშვეობით, ავიწყებს მათ და აშორებს მთავარ ღირებულებას, მთავარ სურვილს, რომ უნდოდეთ ქრისტესთან შეხვედრა, მიისწრაფოდნენ მთელი თავისი გულით ამისკენ. ისე გამოდის, რომ ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული ისრულებს ხოლმე თავის გარკვეულ სანუკვარ სურვილებს, ამას ახმარს წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც, მაგრამ ამას აღწევს. მაგრამ რაც არის მთავარი, ის რჩება მისი ყურადღების მიღმა. ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. თუ ადამიანი ვერ შეხვდა უფალს ამ ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრებაც ფუჭია, ამაოა, ცარიელია, უმადლოა და არავის სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება, რომელიც, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა შეასრულოს, ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. და როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. აი, ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.“