თეგი: ელიზაბეტ ბორნი
საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია
საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის მთავრობის შემადგენლობა გახდა ცნობილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფოლიოების განაწილებას კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს. კოლონამ ამ თანამდებობაზე შეცვალა ჟან-ივ ლე დრიანი და გახდა მეორე ქალი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთში და ასევე ეკავა გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სპიკერის პოზიცია. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება თავდაცვის ახალ მინისტრად სებასტიენ ლეკორნიუ დაინიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დარმანენმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა. კლემან ბონი ასევე განაგრძობს მუშაობას ევროპულ საქმეთა მინისტრად. მაკრონმა ელიზაბეტ ბორნი პრემიერ-მინისტრად ორშაბათს დანიშნა. მას თითქმის ერთი თვე დასჭირდა ახალი კაბინეტის დასაკომპლექტებლად აპრილში ხელახლა არჩევის შემდეგ, როდესაც მან პირობა დადო, რომ საფრანგეთს „სხვაგვარად“ უხელმძღვანელებდა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, კანადაში ვიზიტი გადადო - მედია
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გადაიდო, იუწყება ფრანგული მედია. Le Figaro-ს ცნობით, ბორნიკვებეკში 19 აპრილს უნდა გამგზავრებულიყო. ასევე იგეგმებოდა ვიზიტი ოტავაში, სადაც ბორნი თავის კოლეგას, ჯასტინ ტრუდოს უნდა შეხვედროდა. მთავრობის ხელმძღვანელმა საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინა, საპენსიო რეფორმის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე. საკონსტიტუციო საბჭომ ამ თემაზე დასკვნები პარასკევს უნდა გამოაქვეყნოს, მოსალოდნელია გადამწყვეტი სხდომა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ელოდება. როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმას საფრანგეთში პროტესტი მოჰყვა.