თეგი: ელისაბედ II

დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს

დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ბრიტანეთის დედოფალს ამ თარიღს დიპლომატები, სახელმწიფო ლიდერები და რიგითი მოქალაქეები ულოცავენ. Europetime სადღესასწაულო ღონისძიებების ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.  96 წლის დედოფალი პირველია ბრიტანეთის მონარქებს შორის, რომელსაც ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრულდა. „ჩემდამი გამოხატული კეთილი სურვილები ჩემთვის შთაგონების წყაროა. იმედი მაქვს, მომავალი დაგვაფიქრებს იმ ყველაფერზე, რასაც გასულ 70 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ რწმენითა და ენთუზიაზმით ვიყურებით წინ“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.               სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე შეიკრიბა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ელისაბედ II თაობებს ემახსოვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ელიზაბეს II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.  

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ. „მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ II-მ თავისი ცხოვრების გზა ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით განვლო. სიმტკიცის, ღირსების და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელმა, ელისაბედ მეორეს ისტორიაში უნიკალური ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.  

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადდა

დედოფალი ელისაბედ II-ს გარდაცვალების მიზეზი ცნობილია.  დოკუმენტში სიბერეა მითითებული. ამასთან, ნათქვამია, რომ დედოფალი გარდაიცვალა ადგილობრივი დროით, 15:10 საათზე, შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, 8 სექტემბერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.