თეგი: ელი კოენი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ელი კოენი ისრაელის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩავიდა. „ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ისრაელის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი კოენთნ შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საკითხი. მე ვიწვევ ისრაელს, შეუერთდეს ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას. ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება კიევში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა მადლობელი ვარ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ ომის შემდგომი აღმშენებლობის საქმეში ქვეყნის მონაწილეობის საკითხი. უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტში. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.
თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა
აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. იუწყება News.Az-ი. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. კოენმა საელჩოს გახსნას ახალი ეტაპი უწოდა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების 30-წლიან ისტორიაში. „აზერბაიჯანი და ისრაელი რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ“, - განაცხადა კოენმა. ისრაელის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მუსულმანურ სამყაროში ყველაზე დიდი ებრაული თემია. ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. იერუსალიმში თავის ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა აღნიშნა, რომ რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას. უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების მაღალი დონე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაული თემი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული დიასპორა ისრაელში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აზერბაიჯანშია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც 19 აპრილს ბაქოში გაიმართება, ასევე რამდენიმე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან. კოენი 19 აპრილს დილით ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ის თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.