თეგი: ელჩი
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ელჩს იწვევს კონსულტაციებისთვის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.
ზალკალიანი უკრაინის მიერ ელჩის გაწვევაზე: ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილებაა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას მოულოდნელი და სამწუხარო ფაქტი უწოდა. მინისტრის განცხადებით, გასაგებია, რომ უკრაინელი ძმემი მძიმე სიტუაციაში არიან და ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება და ამ კონტექსტიდან გამომდნარე არ სურს, რაიმე პრეტენზიები გამოთქვას. „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც ჩვენს ურთიერთობას და იმ სოლიდარობას და მხარდაჭერას შეეფერება, რომელიც ხელისუფლებამ აგრესიის დაწყებამდე და მის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებლად დაუბრუნდება ყველაფერი იმ მდგომარეობას, რომელსაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა“, - განაცხადა ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში. „გაუგებარი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და განაცხადა, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. „საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა. ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში. საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირი დახმარება ეწევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის. საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ბლინკენი და ოსტინი კვირას გაემგზავრნენ კიევში, სადაც შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის. შეხვედრა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ამ კვირაში დაიწყებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დანიშნავს. ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ამერიკულ მედიაში 2022 წლის იანვარში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია. ამასთან, CBS-ი იტყობინებოდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია, ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას მაშინ ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდებოდა ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ბრინკი ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში (2011-2014) მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ
ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკელი ვეტერანი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკი წარდგენის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. ბრიჯიტ ბრინკი, საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, ამჟამად მსახურობს აშშ-ის ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში, საქართველოში. ბრინკმა თავისი ოცდახუთწლიანი კარიერა საგარეო სამსახურში გაატარა, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს პოლიტიკის წინსვლაზე ევროპასა და ევრაზიაში. არიერა სერბეთში, ბელგრადში დაიწყო. წარმოშობით მიჩიგანიდან, ბრიჯიტ ბრინკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ თეორიაში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში კენიონის კოლეჯიდან. ფლობს რუსულ ენას და სწავლობს სლოვაკურს, სერბულს, ქართულსა და ფრანგულს. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.
ბრიტანეთის ელჩი კიევში დაბრუნდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კიევში დაბრუნდა. „გრძელი გზა იყო, მაგრამ ღირდა მანძილის გავლა. ძალიან კარგია, რომ ისევ კიევში ვიმყოფები“, - დაწერა ელჩმა სიმონსმა Twitter-ზე. 22 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის საელჩო ერთ კვირაში გაიხსნებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა უკრაინაში ელჩად დაამტკიცა. წერს Reuters. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრინკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სენატმა ერთსულოვნად მიიღო. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. ცნობისთვის, ბრიჯიტ ბრინკი მიჩიგანში დაიბადა. ოჰაიოში, კერძო კოლეჯის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ბრინკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1996 წლისდან მუშაობს. მანამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა ამერიკელი დიპლომატი ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად, პრეზიდენტ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შეუდგება. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა.
ბრიჯიტ ბრინკი: ჩვენი პრიორიტეტია, უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ
აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, კიევში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ის უკრაინის დედაქალაქში დიპლომატიურ მისიას, აშშ-ის ელჩის სამწლიანი არყოფნის შემდეგ ხელმძღვანელობს. ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. მან უკვე გადასცა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევის ცენტრში პატივი მიაგო უკრაინის დასაცავად დაღუპულთა ხსოვნას. „ჩვენი პირველი პრიორიტეტია დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ხსოვნის დღეს [შეერთებულ შტატებში 30 მაისს აღინიშნა], პატივი მივაგეთ მათ, ვინც დაიღუპა თავსი ქვეყნის დასაცავად. წარვადგინე ჩემი რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დავიწყე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - დაწერა ბრინკმა Twitter-ზე. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოში ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2022 წლის 11 ივლისს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დარსალიამ ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით.
აშშ-ის ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას დაუშვებელი უწოდა და განაცხადა, რომ კრემლი საკვების იარაღად გამოყენებას განაგრძობს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „ეს დაუშვებელია. რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თავდასხმა განახორციელა. კრემლი განაგრძობს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს", - წერს ბრინკი Twitter-ზე. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა, ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
17 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი ევროკავშირში ელჩის შეცვლას გეგმავს
რუსეთი ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიჟოვის შეცვლას გეგმავს. ჩიჟოვი ბრიუსელში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ რუსული წერს. მედიის ცნობითვე, ჩიჟოვი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორი გახდეს. ჩიჟოვი, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირში რუსეთის ელჩია, ოფიციალურად სენატორის კანდიდატად კარელიის მოქმედმა გუბერნატორმა წარადგინა. სექტემბერში კარელიაში გუბერნატორის არჩევნები გაიმართება. თუ გუბერნატორის თანამდებობაზე არტურ პარფენჩიკოვს ხელახლა აირჩევენ, ის სამი შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთს ფედერაციის საბჭოში წარადგენს. ვლადიმერ ჩიჟოვი 17 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, 2005 წლამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მინსკმა ლონდონიდან ელჩი გაიწვია
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები გახდა. „ბელორუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელორუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელორუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა, ბელორუსი პარლამენტარებისთვის ვიზების გაცემაზე ნებაყოფლობითი უარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სხვა უკანონო შემაკავებელი ზომები ამ ეტაპზე არ იძლევა სრულფასოვანი დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებენ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლონდონთან კომუნიკაციისთვის, ყველა „ფანჯარას არ დახურავენ“.
ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ
რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა და ისრაელმა ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ თურქეთის საგაერეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ანკარა პალესტინელების უფლებებს დაიცავს. ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და ისრაელი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავენ. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს. მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო. „2018 წელს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საწინააღმდეგო აქციების დროს, ღაზის საზღვარზე ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის ლიკვიდირების შემდეგ, ორმა რეგიონულმა ძალამ ქვეყნებიდან ელჩების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქვეყნები კავშირების გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ენერგეტიკა პოტენციური თანამშრომლობის საკვანძო სფეროდ იქცა“, - წერს Reuters-ი.
6 წლის შემდეგ პირველად, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს
არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს, რადგან რეგიონი პოტენციური ბირთვული შეთანხმებისთვის ემზადება. „საემიროების ელჩი ირანში, საიფ მოჰამედ ალ ზააბი, თეირანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რათა ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა განაგრძოს, ორი მეზობლისა და რეგიონის საერთო ინტერესების მისაღწევად“, იტყობინება არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი. ამერიკელი და ირანელი დიპლომატები ახლა ცდილობენ, მსოფლიო ძალებთან ბირთვული შეთანხმების შესახებ 16-თვიანი მოლაპარაკებები დაასრულონ. გასულ კვირას, ქუვეითმა 2016 წლის შემდეგ პირველად, თეირანში ახალი ელჩი დანიშნა. მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ირანული ჯგუფი საუდის არაბეთის ორ დიპლომატიურ მისიაში შეიჭრა, რითაც სამეფოს მიერ ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. 2016 წელს, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თეირანში თავისი ელჩი გაიწვია.
სომხეთს საქართელოში ახალი ელჩი ჰყავს
სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე განკარგულებით ამ თანამდებობაზე აშოტ სმბატიანი დაინიშნა.
აშშ, ისტორიაში პირველად არქტიკის რეგიონში ელჩს ნიშნავს
BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, არქტიკის რეგიონში ელჩის დანიშვნას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ელჩი ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში დაინიშნება. აშშ-ის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკის საბჭოს სხვა 7 ქვეყანასთან, ესენია: კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და რუსეთი. გარდა ამისა დაგეგმილი თანამშრომლობა ადგილობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად, შეშფოთება არქტიკაში ჩინეთის შეღწევაზე გამოთქვა.
კელი დეგნანი: დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება
ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა. „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა, ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მეუღლე დაგ მორისი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ კელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და თავდასხმები არ სწყინს, რადგან, ვინც ამას აკეთებს „ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას“. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას ამის შესახებ დაგ მორისმა „მთავარი არხის“ კითხვის - „ბრაზდება თუ არა ის როცა საქართველოს ხელისუფლების და მათთან აფილირებული პოლიტიკოსების მხრიდან არასამართლიან თავდასხმებს ისმენს“ საპასუხოდ განაცხადა „კელი ძალიან ძლიერია, ვიცი რომ ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან ამერიკულ იდეას, პოზიციას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. ასე რომ ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ეს კელისაც არ აწუხებს. ეს თავდასხმა კელის არ ეხება. ეს უფრო იმ ადამიანებს გამოხატავს, ვინც ასე საუბრობს“, - განაცხადა დაგ მორისმა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვეს. შემდეგ მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს და პერიოდულად აშშ-ის ელჩთან მიმართებით კრიტიკულ წერილებს აქვეყნებენ.
კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ზე. ამ საკითხზე კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ ისაუბრა. „არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია“, - განაცხადა დეგნანმა. მისი თქმით, აშშ საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა სფეროში, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს. „იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა
CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს, რომელიც ახლა ამერიკის დიპლომატიურ მისიას სომხეთში ხელმძღვანელობს. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს. ლინ ტრეისი 2014-2017 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან აშშ-ის ელჩია ერევანში. CNN აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, სწრაფად შეცვალოს ჯონ სალივანი, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში ვადა ამოეწურა. მედიის ცნობით, აშშ-მა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდა. თუ ლინ ტრეისს რუსეთში აშშ-ის ელჩად დაამტკიცებენ, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც რუსეთში აშშ-ის საელჩოს უხელმძღვანელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს ქალი პირველად უხელმძღვანელებს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ რუსეთში ელჩად ლინ ტრეისის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პირველად უხელმძღვანელებს ქალი. CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს კენჭისყრა 21 დეკემბერს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლინ ტრეისის კანდიდატურა 20 სექტემბერს წარადგინა. წინა ელჩს, ჯონ სალივანს, უფლებამოსილების ვადა 4 სექტემბერს ამოეწურა. ლინ ტრეისი დიპლომატიურ სამსახურშია 1994 წლიდან. 1995-1997 წლებში მუშაობდა პაკისტანსა და ყაზახეთში, 1997-2000 წლებში - ყირგიზეთში. ამის შემდეგ ტრეისიმ განაგრძო მუშაობა ახალდამოუკიდებელ სახელმწიფოებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისში, ხოლო 2001-2002 წლებში მსახურობდა რეფერატად საქართველოში. 2004 წელს ის დაბრუნდა საელჩოში ყაზახეთში და 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა კონსულად ფეშავარში, პაკისტანში, სადაც მასზე 2008 წლის 26 აგვისტოს თავდასხმა განხორციელდა. 2010-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ყაზახეთში, შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ აზიაში. 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა მოსკოვში დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 2019 წლიდან ლინ ტრეისი აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა სომხეთში.
ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა მიხაილ ვანინმა ქვეყანა, 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა ეს იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელებაა. მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების - რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას, რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ. ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას, საღამოს კი შესაბამისი თარიღი დაასახელა. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის ელჩმა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე უნდა დატოვოს.
თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში - ელჩი
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანღავას განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ. "დადასტურა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში", - თქვა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ. ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი: ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს, სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. „ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.
ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. BBC წერს, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ ზელენსკის სიტყვებს, რომ შეუძლია, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა. კიევს ელჩის გათავუსუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. პრისტაიკოს ცოტა ხნის წინ მოუწია თავისი რეპლიკის ახსნა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „არაჯანსაღი სარკაზმთან“ დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლსმა ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინას, ახალი იარაღის მოთხოვნის ნაცვლად, სამხედრო მხარდაჭერისთვის პარტნიორების მიმართ მეტი მადლიერება გამოეხატა. „ჩვენ შეგვიძლია, ყოველ დილით გავიღვიძოთ და პირადად მადლობა გადავუხადოთ მინისტრს.,“ - განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ. მისი ამ სიტყვების კომენტირებისას პრისტაიკომ ზელენსკის ნათქვამს „არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს განცხადება ყველა დამკვირვებელმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მედიამ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ კრიტიკად აღიქვა და საელჩოს წინააღმდეგობის შემდეგაც კი, Sky News-მა ელჩის კომენტარი არ წაშალა. შემდეგ პრისტაიკომ განმარტა, რომ ის ემიჯნებოდა კრიტიკას, მაგრამ რიტორიკა შეარბილა .„სარკაზმი არ არის საჭირო მეგობარ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ელჩმა. 2022 წლის 20 ოქტომბერს პრისტაიკო იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც თავისი რწმუნებათა სიგელები დიდი ბრიტანეთის ახალ მეფე ჩარლზ III-ს გადასცა. პრისტაიკო 2020 წლის 20 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დიდ ბრიტანეთში ელჩად. მანამდე ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, უფრო ადრე კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა.2017-2019 წლებში კი, NATO-ში უკრაინის ელჩი იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრი სიბიგამ, საქართველოდან დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინის გაიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ გახდა. „კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი. ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მინისტრმა ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები - კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. სიბიგას განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან. ხსენებულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გაწვევა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის საკითხთან. „მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. 2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი, ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2023 წლის ივლისში კიევი საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.