თეგი: ელჩის დანიშვნა
თურქეთმა ისრაელში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ელჩი პირველად დანიშნა
2018 წლის შემდეგ პირველად, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ელჩი დანიშნა. ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი როგორც მედია წერს, ესაა გამოცდილი თურქი დიპლომატი საკირ ოზქან ტორუნლარი, რომელიც 2010 წლიდან 2014 წლამდე იერუსალიმში გენერალურ კონსულად მუშაობდა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის დროს, პალესტინელების მიმართ თელ-ავივის პოლიტიკა გააკრიტიკა. 2018 წლის მაისში ანკარამ გაიწვია თავისი ელჩი ისრაელში და ღაზას სექტორის საზღვარზე, ისრაელის არმიის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობის გამო ისრაელის საელჩოს ხელმძღვანელი გააძევა. საპასუხოდ ისრაელმა იერუსალიმში თურქეთის კონსული გააძევა. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა და ისრაელმა ელჩები გაცვალეს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ წელიწადნახევრის წინ. მანამდე ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს, თავისუფლების ფლოტილიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაწყვიტეს. თუმცა, ირანის აღზევების ფონზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გაუმჯობესდა, რადგან ორივე ქვეყანა - თურქეთიც და ისრაელიც, ირანს, რეგიონულ საფრთხედ მიიჩნევენ. მარტში ისრაელის პრეზიდენტი იცჰაკ ჰერცოგი ეწვია ანკარას და ერდოღანს შეხვდა, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მაისში ბერლინს ეწვია. ივნისში ისრაელმა და თურქეთმა ოფიციალურად განაცხადეს სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. სექტემბერში თელ-ავივმა ანკარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დანიშნა.