თეგი: ემბარგი
ალექსანდრ ნოვაკი: რუსული ნავთობკომპანიები, ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნავთობის გასაყიდად ახალი ბაზრები იპოვა და ნედლეულის მიწოდებას გაზრდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში და სხვა მიმართულებითაც. მისი თქმით, რუსეთში ნავთობის მოპოვება მაისში აპრილთან შედარებით გაზრდილია, გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები კი სტაბილური. ნოვაკის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიები ახალ ვითარებაში ეძებენ ექსპორტის ახალ მიმართულებებს. „ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არიან ახალი მყიდველები, მათ შორის შეინიშნება მიმწოდებლების მოცულობის ზრდა სხვა მიმართულებით, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში,” - თქვა მან. ამასთან, ნოვაკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ასევე იკვლევს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის მილსადენის“ გაფართოება ჩინეთში“, - აღნიშნა ნოვაკმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters