თეგი: ენდი ბერნემი

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა თანამდებობის დაკავების შემდეგ, თავის პირველ სიტყვაში მან 10-წლიანი განვითრების გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებს შეამცირებს. „ეს მომენტი ბრიტანეთისთვის გარდამტეხი იქნება,“ - ამბობს ენდი ბერნემი. "მოვიტანთ უდიდეს ცვლილებებს, რაც კი ბოლო 40 წელიწადში ყოფილა, შევქმნით ახალ პოლიტიკურ მოდელს და ახალ ეკონომიკურ მოდელს." ბერნემმა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მიულოცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება და დაეთანხმა მას, რომ ინგლისის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის რანგში თავის ხედვაზე საუბრისას, ენდი ბერნემმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციაზე, ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებისადმი და განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფოსა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება დღის წესრიგის სათავეშია მოქცეული." ბრიტანული მხარის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ბერნემმა ტრამპს დაუდასტურა მისი სახელმწიფოს ინტერესი ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლის უზრუნველყოფისა და მიწოდების გლობალური ჯაჭვების მხარდაჭერის მიმართ, საწვავზე ფასების დაწევის მისაღწევად. ბერნემი ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. „ვაფასებ იმას, რომ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა ურყევი დარჩება. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს და ჩვენ მისი უფრო მეტად გაფართოების მიზნით მუშაობას გავაგრძელებთ. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მათ შორის ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში მუშაობას. მადლობა, ენდი! მადლობა, დიდ ბრიტანეთს!“, - წერს ზელენსკი X-ზე. „პრეზიდენტ "ზელენსკის არ დარჩება არანაირი ეჭვის საფუძველი, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია. ის მტკიცეა. დიდი ბრიტანეთი მის გვერდით იქნება და პირადად მეც ვიქნები მის გვერდით," - განაცხადა თავის მხრივ, ბერნემმა სატელეფონო საუბრის გამართვამდე. ცნობისათვის, ბერნემი მანჩესტერის ინდი-მუსიკის სცენაზე დიჯეის საქმიანობითაც არის ცნობილი. თავისუფალ დროს სხვადასხვა ღონისძიებაზე დიჯეის ფუნქციასაც ითავსებს და ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. ნიუ-იორკის მერის ზოჰრან მამდანის მსგავსად, ბერნემი ასევე იყენებს თანამედროვე და სოციალურ მედიაზე მორგებულ საკომუნიკაციო სტილს.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow-ს რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კიევში “მსურველთა კოალიციის” სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. “დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, ვინც უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების იარაღი აჩუქა ჯერ კიდევ 2023 წელს. ახლა ვოლოდიმირმა ჩვენი Storm Shadow ტექნოლოგიის გაზიარება გვთხოვა, რათა უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ამ შესაძლებლობების განვითარება. და მოხარული ვარ დღეს დავადასტურო, რომ ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ,” - განაცხადა ბერნემმა. მან ასევე, ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ზამთრამდე, ვინაიდან, რუსეთს “მოქმედების ვარიანტები უმთავრდება” და ვლადიმირ პუტინს “ახლა გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს ტერორის კამპანიით, უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.” ბერნემმა აღნიშნა, რომ საჭიროა რუსული რაკეტების გაშვების გაჩერება სანქციებითა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერით. მან ასევე მოუწოდა ბრიტანულ მრეწველობას, მხარი დაუჭირონ Frejya ანტიბალისტიკურ პროექტს, რათა Patriot-ების უფრო იაფი ალტერნატივა გამონახონ.