თეგი: ენერგოემბარგო

ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე ითხოვენ სრული ემბარგოს დაწესებას.  ევროპარლამენტმა გამოხატა აღშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე.  დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სამხედრო დანაშაულების ჩამდენნი უნდა დაისაჯონ და გაეროს მოუწოდეს შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე.  რეზოლუციას მხარი 513-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 22. ამასთან ევროპარლამენტის დეპუტატები ითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაცია გარიცხონ G20-დან და სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის გაეროდან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, იუნესკოდან.  იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტური იყოს, ევროპარლამენტი მოუწოდებს, რომ ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან გარიცხონ, ყველა გემს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და პორტებში შესვლა. ასევე აიკრძალოს სატრანსპორტო გადაზიდვები რუსეთიდან ბელორუსში.  ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე ითხოვენ ყველა „აქტივის დაპატიმრებას“ რომელიც ეკუთვნით რუს ოლიგარქებსა და მაღალჩინოსნებს, რომლებიც კავშირში არიან პუტინის რეჟიმთან. ასევე უნდა დაყადაღდეს აქტივები ბელორუსში, რომელიც ლუკაშნკოს რეჟიმთანაა დაკავშირებული.  ამასთან, რეზოლუციაში ნათქვმია, რომ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს ისეთივე მკაცრი, როგორც რუსეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ვერ გამონახოს პუტინმა „ხვრელები“ და გამოიყენოს ლუკაშენკოს დახმარება სანქციებისაგან თავის არიდების მიზნით. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, იმითვის, რომ ქვეყანამ თავდაცვა ეფექტურად შეძლოს.  ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვის დახმარებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად მიეწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. ხუთშაბათს დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში რუსი სამხედროების სისასტიკე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დამნაშავეები გამოვლენილი და პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. 5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს

ვოლოდიმირ ზელენსკი: თვალთმაქცობაა, როცა მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენით კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ერთი ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მეორით კონტრაქტების გაფორმება, თვალთმაქცობა და შეუფერებელი საქციელია. ამის შესახებ მან 6 მაისს საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება სანქციებს, მიმაჩნია, რომ არის შემხვედრი და საწინააღმდეგო ნაბიჯები, რომლებიც უნდა იყოს პატიოსანი და გამჭვირვალე. არაა საჭირო, იყო ცოტათი ბოროტი ან ცოტათი კარგი, მარჯვენა ხელით დააწესო სანქციები, ხოლო მარცხენა ხელით გააფორმო კონტრაქტები რუსეთის ფედერაციასთან. ასე არ გამოდის, ეს არაა მართებული არც ომის დროს. ეს თვალთმაქცობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო და თუკი იღებენ გადაწყვეტილებას SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, მაშინ ის რუსეთის მთელ საბანკო სისტემას უნდა მოიცავდეს. ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს შოულობს. „თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად. ამაშია ევროკავშირის ერთიანობის აზრი, ამაშია სიტყვათა შეთანხმების „ევროპის კავშირის“ აზრი“,- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლოს ევროკავშირი მივა გადაწყვეტილებამდე, მოახდინოს სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე. „თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამას არ გააკეთებს, მოგვიანებით გაიგებთ, როდესაც თქვენს საზღვრებთან რუსული ჯარები იდგება, როდესაც გაფრინდება პირველი რაკეტა, ისევე როგორც ჩვენთან, მაშინ გაიგებთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,ჩრდილოეთის ნაკადის“ არცერთი პროექტი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს.  მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე EU-ს ემბარგოს 2024 წლამდე არ შეუერთდება

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბულგარეთი 2024 წლამდე ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნავთობზე არ შეუერთდება. „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“, - თქვა პეტკოვმა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანას რუსული ნავთობის ალტერნატივის მოსაძიებლად და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადასაკეთებლად დამატებით დროს მისცემს. ასევე, პეტკოვი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმება და დასძენს, რომ გამკაცრებული სანქციები რუსეთში ფინანსური ნაკადების შეჩერებას გამოიწვევს.  ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს. Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება.  როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.