თეგი: ენერგომომარაგება
ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ
ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად ატარონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები, ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაუზოგავს. BBC-ის ცნობით, რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა ხელს უწყობს მის ეკონომიკას მხარდაჭერას და უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ევროპამ განაცხადა, რომ ვერ პოულობს ალტერნატიულ მარაგს, ამიტომ სთხოვს მოქალაქეებს შეცვალონ ცხოვრების წესი. 9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი წვლილი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე. გეგმის თანახმად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს: ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთონ კონდიციონერი, რათა ნაკლები საწვავი მოიხმარონ გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით გადაადგილდნენ ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავდა მის რეკომენდაციებს, მას შეეძლო ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, რაც საკმარისია 120 სუპერტანკერის შესავსებად. ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად. მარტში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა, რომლის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ზელენსკი: ენერგომომარაგებაზე შეზღუდვები 14 რეგიონსა და კიევში მოქმედებს
ენერგომომარაგების შეზღუდვა ამჟამად მოქმედებს 14 რეგიონში და უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ქვეყნის ელექტროქსელის აღდგენა 26 ნოემბერს განაგრძეს. ზელენსკის თქმით. ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების მეტი შესაძლებლობა უკვე გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიწოდება სრულად სტაბილური იყოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ საღამოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის გათიშვის რიცხვი გაიზარდოს. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვა და მისი გონივრულად მოხმარება”, - განაცხადა ზელენსკიმ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შაბათს, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქში მომხმარებელთა 25% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს