თეგი: ენერგოობიექტები
ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა. დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც. მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.