თეგი: ერთსქესიანთა ქორწინება
ვოლოდიმირ ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პეტიციას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პეტიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას სთხოვა, განიხილოს საკითხი, მაგრამ ვიდრე რუსეთთან ომი გრძელდება არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ მიმართულებით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია განსაზღვრავს მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას განსაზღვრავს და ომის დროს არანაირი ცვლილება არ შეიძლება. „უკრაინის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს (უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს ხალხისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, განეხილა ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობებინა შესაბამისი შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში. მისივე განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე იზომება მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის. ცნობისთვის, სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელ რესპონდენტთა 47%-ს უარყოფითი შეხედულება ჰქონდა ლგბტქ+ თემის მიმართ.