თეგი: ეროკავშირი

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით - ვარჰეი

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში განაცხადა. „გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.  

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. „საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება,“ აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს მიიღო. ქვეყნის ევროინტეგრაციას დღეს ევროკავშირი შეფერხებულად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონი მიიღო.