თეგი: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო
ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინას ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. „ეს არის ორგანიზაციის ერთობლივი მხარდაჭერის სიგნალი უკრაინის მიმართ. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა კალასმა. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო
საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. „ახლა მტკიცედ უნდა დავდგეთ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიპოვოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა ერთგვარი მიპატიჟება და შემდგომში ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა“, - განაცხადა კალასმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუს მიცემის დროს. ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ თუ რუსეთის აგრესიამ შედეგი გამოიღო ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.