თეგი: ეტნა
იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა
ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი ეტნა გააქტიურდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ცნობისთვის, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.
ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა
იტალიის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, სიცილიაში, კატანიის აეროპორტში იძულებულნი გახდნენ, ასაფრენი ბილიკი დროებით დაეხურათ. ზაფხულის დასვენების დროს, მოგზაურობის სეზონის პიკზე, ფრენები გაუქმდა ან გადაიდო. სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანიიდან ფრენების დაახლოებით 75% გაუქმდა. ყველაზე მეტი რეისი Ryanair Holdings Plc-მა გააუქმა. ასევე - ITA Airways-მა და EasyJet Plc-მა. Ryanair სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს , ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. EasyJet-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი ფრენა პალერმოში გადაამისამართა და უზრუნველყო მგზავრების შემდგომი ტრანსპორტირება, ხოლო Wizz Air Holdings Plc-მა განაცხადა, რომ მათ ასევე მოუწიათ ფრენების გაუქმება ჰაბის მიმართულებით. ეტნა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმა ამოიფრქვა, რამაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მიმავალ ავიაკომპანიებს პრობლემები შეუქმნა, რადგან ვულკანური ფერფლის ნაწილაკებმა შეიძლება, თვითმფრინავის ძრავები, საქარე მინები და ფიუზელაჟები დააზიანოს. კატანიას აეროპორტმა განაცხადა, რომ ფრენები ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე განახლდებოდა.