თეგი: ეუთო/ოდირის დასკვნა
ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირთან ერთად მომზადებული ანგარიში დაამტკიცა
„ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში ეუთო/ოდირთან-თან (OSCE/ODIHR) ერთად წარდგენილი პირველადი ანგარიში შესწორებების გარეშე დაამტკიცა,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მან ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა ამ დასკვნის მნიშვნელობა; მან ისაუბრა პოზიტიურ შეფასებებზეც, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის არაერთი მიმართულებით გაკეთდა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა მოხდა ამ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რის თაობაზეც ვენეციის კომისიის წევრებმა და დამსწრე ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 7 დეკემბერს დასკვნა დეტალურად განვიხილეთ; 8-ში კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოვისმინეთ, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილვას. პარალელურ რეჟიმში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფში და არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე პოზიციების შეჯერებაც მოხდა, რაც დამატებით აისახა მეორე მოსმენის კანონპროექტში. გუაშინ პარლამენტმა, ფართო კონსესუსით, ბევრი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, მეორე მოსმენით ცვლილებების ეს პროექტი მიიღო. ვენეციის კომისიის სხდომაზე დეტალურად გავამახვილე ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ანგარიშიდან მეორე მოსმენის პროექტში აისახა და შესაბამისად, კომისიის წევრებს დეტალურად გავაცანი თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მიმდინარე წლის მომავალ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით მიღებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება და შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე, მესამე მოსმენით ამ პროექტის დამტკიცება, რითაც 12 პუნქტიანი გეგმის ეს მიმართულება მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულდება.