თეგი: ექიმი
ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორს, გიორგი გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „52 წლის კაცი კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შემოიყვანეს. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა. კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
"კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს მისივე თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. „პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით", - განაცხადა ნიკოლიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი: გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა
"გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა - მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი", - ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა „შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი. განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ექიმი ვაკის პარკში მომხარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: პირველი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ
მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა "მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
BBC: რუსეთის დადასტურებული დანაკარგი უკრაინაში 7,5 ათასს აჭარბებს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუს ოფიცერი და ჯარისკაცი. ამის შესახებ BBC გამოცემა Mediazona-სთან ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „14 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით მიგვეღო დადასტურებული ინფორმაცია 7502 დაღუპული რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ დადასტურებულ გარდაცვალების ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს“- წერს BBC. სამხერო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტის მაიკლ კოფმანის თქმით, უკრაინის ომის დროს ყოველ დაღუპულ რუს ჯარისკაცზე დაახლოებით 3,5 დაჭრილია. „ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ, დაშავებულთა, გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მოქმედების გარეშე) შესაძლოა, სულ მცირე 53 000 ადამიანი იყოს“, - აცხადებს მაიკლ კოფმანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ექიმი: სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ სადმე გადავიყვანოთ
სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა დავით ციბაძემ განუცხადა. ექიმი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული მოზარდი კონტაქტურია, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს. „გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე რჩება
13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვის სუნთქვაზე რჩება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა გააკეთა. „იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ახლა ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე თავის ტვინზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. მკურნალობა გრძელდება“, - აცხადებს ექიმი. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ექიმი: ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი ბინაზე სავარაუდოდ, მალე გაეწერება
"ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება" - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, - განაცხადა მარინა ფირცხალავამ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას არ პასუხობს. "რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია "რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ, გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობას სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში, ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შეიძლება, ითქვას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის - ექიმი
მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. ექიმის თქმით, პაციენტი ძირითადად დაწოლილია. „20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიად დაფიქსირებულა ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორიგნი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებელებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფაარგლებში", - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ექიმის თქმით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ, ზაზა ბიღიაშვილს მხედველობას ვერ აღუდგენენ
ექიმ, ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ. „როგორც ზაზა ბიღიაშვილი ჰყვება, აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელებაზე - ექიმი
ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ვერ მოძრაობს - ალასანია „ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გუშინაც იყო რაღაც არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. უკვე ძალიან დამღლელი თემა გახდა ყოველდღიურად ამის გაშუქება, კვება, მიღება, არმიღება, ვერმიღება. რა თქმა უნდა, იღებს საკვებს მცირე რაოდენობით და მისთვის სასურველ საკვებს. ჩვენს შეთავაზებულ დიეტაზე ისევ უარს აცხადებენ და არ მიაქვთ ის შეთავაზებული, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, არის ის, რომ სამკურნალო დაწესებულებაზე და სამკურნალო პროცედურებზე ამბობს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიიდან მიიღეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა. "ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე და ასე შემდეგ, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება, ამას მოითხოვს პროტოკოლი რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ იქიდან დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ აღენიშნება შემცველობა. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - ამბობს ჩხაიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა - „ვივამედის” კლინიკური დირექტორი
თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას იწვევს, - ამის შესახებ „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. „უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რეცეპტების გაცემის საქმეზე კახეთში სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს
ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.