თეგი: ვაგონები
რუსეთში სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით შემცირდა
2022 წლის ათ თვეში, რუსეთში, სატრანსპორტო საინჟინრო საწარმოებში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (წინასწარი მონაცემებით), სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით 39 679 ერთეულამდე შეამცირდა. ამის შესახებ NP "რკინიგზის ტექნიკის მწარმოებელთა ასოციაცია" (OPZhT) იტყობინება. მსუბუქი ავტომობილების წარმოება იმავე პერიოდში 17,8%-ით შემცირდა და 383 ერთეული შეადგინა. სატვირთო ვაგონების (საწყობი და კაპიტალური) შეკეთების მოცულობა გასულ წელს 5,3%-ით გაიზარდა და 379 317 ერთეული შეადგინა. 10 თვის განმავლობაში სარკინიგზო ვაგონების წარმოება 2,2-ჯერ შემცირდა და 19 ერთეული შეადგინა. წარმოებული მრავალერთეული მოძრავი შემადგენლობის (MVPS) რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გაიზარდა 3,4%-ით და 422 ერთეულამდე, ხოლო ლიანდაგის მანქანების წარმოებამ 227 ერთეული შეადგინა და 16,8%-მდე შემცირდა. დიზელის ელმავლის გამოშვება 14%-ით შემცირდა და 358 სექცია შეადგინა. ასევე შემცირებულია ელმავლების გამომუშავება 3,9%-ით, 624 სექციამდე.
თბილისის მერია მეტროს ვაგონებს რუსული „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მეტროსადგურებისთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. მისივე თქმით, მას არ ახსოვს მსგავსი „მკვეთრი განცხადება“, რომ EBRD-მა „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. „მე პირადად ასეთი მკვეთრი განცხადება არ მახსენდება. ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და დიდხანს ვეძებდით გამოსავალს. ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ჩვენ სხვა ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით 30-35% აუცილებლად სხვა მომწოდებლის შემთხვევაში ძვირდებოდა, თუნდაც ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე, რომ გადავსულიყავით. ვეცადეთ, რომ არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის, ანუ ჩვენი დაკვეთის ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო. ამ პირობებს მივაღწიეთ. ყოველი ეტაპი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან შეთანხმდა, ამ ცვლილების თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა, ამის შემდეგ ამ ცვლილებებს ხელი მოეწერა და ამოქმედდა. ვიმედოვნებ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში მოწოდება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომას ადგილი ექნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მაქსიმალურად დაზღვეულია იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია წარმოებას ვერ შეძლებს და ჩვენ გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ აღმოვჩნდეთ. ეს ყველაფერი შეიცვალა ისე, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, ექსპლუატაციაში შევა და მხოლოდ იმ ნაწილს ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროსადგურებში ჩაეშვება“, - აღნიშნა ხმალაძემ. შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსადგურებისთვის ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“გაიმარჯვა. 2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა.