თეგი: ვადზიმ ხრასკო
ბელორუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაიცვალა
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელორუსის ციხეში ოპოზიციონერი ვადზიმ ხრასკო გარდაიცვალა, რომელიც იქ სამწლიან სასჯელს იხდიდა. უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი სათანადო სამედიცინო დახმარება. განაჩენი ხრასკოს გასულ წელს, 2023 წლის აგვისტოში გამოუტანეს, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების პროგრამებში შემოწირულობის შეტანის გამო. "ვიასნას" ინფორმაციით, ის 50 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება. "ვიასნას" ცნობით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის, ხრასკო მეოთხე ადამიანია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა. 2020 წლის, არჩევნებში ოფიციალურად ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს.