თეგი: ვაზისუბანი
ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, კორპუსიდან მაშველებმა ცხედრები გამოიყვანეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურამ სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 დაშავებულია გადაყვანილი. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა. ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. „გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. კახა ლაბუჩიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. „მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება. ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაზე დაყრდნობით წერს. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი.